პარასკევს ღამით კარგად დავლიეთ, აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა.
შაბათს კი დილით რომ გავიღვიძე და გავიხედე, ისეთი დილა დგებოდა, ისეთი დილა, რომ...
მოკლედ, ვერ გავუძლე ცდუნებას და ავდექი.
გავიხედე მდინარეზე და დილაადრიან ამდგარიო ამირანი დავინახე სიფრას ანკესით ხელში.
ამირანმა რამდენიმე თევზი დაიჭირა.
მალე სიფრაგიოც ჩამოვიდა და იმანაც ითევზავა, თევზიც დაიჭირა, შესაბამისად.
მოგვიანებით, ეს თევზები დაშამფურდნენ და შეიწვნენ და გოგოებმა ისე აგვახიეს, ფხების ჭამა ძლივს მოვასწარით:
ზოგჯერ თევზს უკანაც ვუშვებდით, ეს თევზი ქავთარაძის დაჭერილია, რომელმაც გვიპოზირა და ქავთარაძის ხელითვე უკან დაბრუნდა, ტეხურას სამშობლოში, მე კი ეს ისტორიული ფაქტი გადავიღე:
