სალამი მონატრებულო ხალხო!!
ეს საკითხი ისევე ძველია როგორც თავად კარავი, პრობლემის ძირითადი მიზეზი მე ვარ, იმიტომ რომ როგორც კოტ ლეაპოლდ იტყოდა "ია სლიშკომ დობრიი, აზვერინი მჭირდება". არაერთხელ მითქვამს რომ ეს გამოწვეულია იმ სპეციფიკიდან, რომელიც კარავს აქვს (თუ ის ისე იფუნქციონირებს, რისთვისაც შეიქმნა). კერძოდ, ხვალ შეიძლება ხელი გავუწოდოთ, ქვაზე გადასვლაში დამეხმარეო, იმას ვისაც გუშინ ვტუქსავდით და დავკიოდით. წივილ-კივილი ისედაც არ მიყვარს, და მით უმეტეს ასეთი გაგრძელების პერსპექტივით. არადა დღემდე არც ერთ შენიშვნას ალიაქოთის გარეშე არ ჩაუვლია.
ყველა ამჩნევ სხვის "არასწორ" საქციელს, ეს კარგიც არის, მაგრამ ზოგჯერ მეორე განყოფილებაში რომ გადახვალ, ის მწვავე კრიტიკოსი იმასვე აკეთებს, რაზეც სხვას აკრიტიკებდა. ეს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება და ბოდიში ამ კრიტიკისთვის.
მთავარი პრობლემა ისაა რომ კარავი არის
თემატური ფორუმი.
თემატური!! ეხება ღია ცის ქვეშ აქტივობებს. აქ ყაისნაღით ქსოვაზე საუბარის ადგილი არაა!! ხო სასაცილოა ყაისნაღით ქსოვის ხსენება?? იცით რამდენი ასეთი თემაა?? იცით!! მაგრამ როგორც კი კონკრეტულ თემაზე იტყვის ვინმე, ეს აქ რატოა, ისეთი ამბავი მოყვება, იმ ამბად არც ფორუმი ღირს და არც კარავი.
ბევრი სერიოზული სიტყვები რომ არ ვწერო, და გვერდით თემებში რომ ჟრიამულია ალბათ, ის რომ არ ჩაგიყავისფროთ, მოდით გამოვაცხადოთ ერთი დღე, რომლის შემდეგაც ყველა "გამოვსწორდებით"

, ანუ, წინასწარ შევთანხმდეთ რომ ამა წლის ამა და ამ რიცხვის შემდეგ, კარავი ხდება თემატური ფორუმი, ყაისნაღით მქსოველებს, რაც არ უნდა კაი გოგო-ბიჭი იყოს, მიეთითება რომ ამის ადგილი აქ არაა, და ამისთვის მორალურად მოემზადეთ.
და კიდევ ერთი თხოვნა, ხომ არ დავწეროთ ფორუმის წესდება. ოღონდ
წესდება დავწეროთ და განვიხილოთ ერთად! გარდა იმისა რომ მე ამის დაწერის დრო არ მაქვს, ამაში კიდევ იმ აზრს ვხედავ რომ რაიმე პუნქტის ჩართვის და განხილვისას, უფრო კარგად გავისიხლხორცებთ იმას რაც უნდა გავაკეთოთ (უფრო სწორედ არ გავაკეთოთ).
ყაისნაღელებს მორალურად მოსამზადებლად და მოწესრიგების მსურველების მიერ წესდების შემუშავებას დრო ისედაც უნდა და ამ დროის გასვლის შემდეგ დავიწყოთ კარავ-ცხოვრების ახალი ეტაპი.
წესდების შესამუშავებლად გავხსნი ახალ თემას, გპირდებით რომ იმ თემაში აქტურად შემოვიხედავ ხოლმე და წავიმუშაოთ ერთად.
ვისაც წესდების პუნქტზე მიუთითებენ და შეიძლება არ ესიამოვნოს, ვთხოვ, განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, რომ მერე ამ წესდებაში მისთვის უსიამოვნო არაფერი იყოს.