გვალდა
შენ გაიხარე, ჩემი სათქმელიც თქვი. ნეტა ვიცოდე, სად ივლება ზღვარი ექსკურსიასა და ლაშქრობას შორის

, ალბათ ლაშქრობებზე ტრანსპორტი სულ არ უნდა ფიგურირებდეს, სულ ფეხით უნდა იყოს მთელი მანძილი გავლილი, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენი ლაშქრობის თემა დარჩება "კარავ"-ზე? ფეხით გასავლელი მანძილიც მიუთითეთ, გეთაყვა, სასურველია მეტრებში, ვაითუ 100 მეტრის სხვაობის გამო ლაშქრობის ნაცვლად ექსკურსია გამოგვივიდეს, კარავიც უნდა ვატაროთ თან ალბათ, სასურველია ზამთარშიც, რადგან რა იცი თოვლიანი ყაზბეგის ნაცვლად სად ამოყოფ თავს და მერე კრიტიკას ვერ გადაურჩები

.
სამომავლო გეგმებში თავიდანვე ეწერა ტომას რომ ეს იყო საქველმოქმედო გასვლა, რომ მარხვის პერიოდში იქაური ბერებისთვის შესაწირი აგვეტანა. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ იმ დღეს და წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის მონახულების დღეს რომ კმაყოფილებას ვგრძნობდი, ასეთი ბედნიერი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ლაშქრობის, თუნდაც თვით ევერესტის დალაშქვრის შემდეგაც ვერ ვიქნებოდი, რადგან თითოეული ჩვენთაგანი გრძნობდა, რომ იმ დღეს რაღაცა გავაკეთეთ.
