ეს ფოტო, შეიძლება ითქვას, სახალისო ექსპრომტ-ისტორია კიარა ერთი დიდი დრამაა...
იყო და არა იყო რა...
იყო ერთი ლამაზი ყვავილი, მეგობრები მას იმერხეველს ეძახდნენ...
იზრდებოდა ეს ყვავილი, იშლებოდა და გარშემო მყოფთ სიხარულსა და სიამოვნებას ანიჭებდა...
იქვე, ახლოს ერთი გამრჯე და შრომისმოყვარე ფუტკარიც ცხოვრობდა, მეგობრები მას მონადირეს ეძახდნენ...
დღედაღამე შრომეში იყო, თუ რამე შეეძლო მეგობრებისათვის გაეკეთებინა, არასდროს დაზარდებოდა, საკუთარ საქმეებს გვერდით გადადებდა და სხვისას აკეთებდა, დაუყვედრებლად და მადლობის მოთხოვნის გარეშე, ალალად და კაცურად...
ყველაფერი კარგად იყო... მზე მზეობდა, მთვარე მთვარეობდა, წვიმა წვიმობდა, ფუტკარი ფუტკრობდა, ყვავილი ყვავილობდა... მიიფრენდა ხოლმე ფუტკარი ყვავილთან, მიესალმებოდა, მოიკითხავდა და უღიმოდნენ ერთმანეთს და გარემოს...
მაგრამ...
ეს წუთისოფელი ვინმეს გაახარებს დიდხანს?..
ბოოოროტმა ჯადოქარმა ლოოლამ ვერ მოითმინა ასეთი სიხარულისა და სიყვარულის ერთიანობა და ბოროტი ობობა მიახატა წუთისოფელს... ობობას არჩილს ეძახდნენ...
იქვე ჩასაფრებული სასურველ შემთხვევას უცდიდა.
ერთ საღამოს, ჩვეულებრივი საღამო რომ იდგა, გარეთ რომ წვიმდა, სადგურში რომ მატარებელს ელოდნენ და ფუტკარიც და ყვავილიც სადგურის დარბაზს ახარებდნენ თავისი ყოფნით, ბოროტმა ობობამ შეამჩნია ისინი, ისარგებლა დახურული სივრცით და ის იყო, ფუტკარი ყვავილისაკენ მიფრინავდა მისასალმებლად, რომ... მათკენ გაიწია... შეშინებულმა ყვავილმა ფუტკარს მიაშურა, დამიცავიო, ფუტკარმა კი ერთი ამოისუნთქა, სიკვდილს (ობობას) თვალებში ჩახედა, ამოიცნო მასში (ობობაში) ნოქალაქევის გოგირდის წყლების ბეტმენი, საშიშად რომ დაფრინავდა ტეხურის სანაპიროზე, შეხედა ობობადქცეულს, პირდაღებული რომ მოფრინავდა იმერხეველი ყვავილისაკენ... და...
(ეს სერია აქ წყდება)