

სოფელში. ადგილობრივის ეზოში:


დანიშნულების შემდეგი პუნქტი ბაიების კომპლექსი იყო:

აი რას წერს მაკენა ამ კომპლექსის შესახებ მეორე ძველ თემაში ( ისევ სამცხეჯავახეთი - ,,ბაიების" კომპლექსი):
Makena wrote:....ახალციხიდან როგორც კი გახვალთ ვარძიისკენ მიმავალ გზაზე, ხიდი შეგხვდებათ,სანამ ხიდზე გადახვალთ მარჯვნივ უნდა შეუხვიოთ და ურაველის ხეობაში აღმოჩნდებით, გზას გააგრძელებთ,გასცდებით სოფელ მუსხის გადასახვევს, ასევე ანდრიაწმინდას ტრაფარეტს და იკითხავთ სოფელ წყორძას გადასახვევს რომელიც მარჯვნივ შეგხვდებათ ასე 3 კმ.ში. ხეობიდან სოფლამდე ცუდი გზაა, 2 ხიდიანი მანქანაა საჭირო.
ეს ადგილი მდებარეობს ურავლის ხეობაშისოფელ წყორძიდან სოფელ კისათიბისკენ მიმავალ გზაზე, მარჯვნივ მდებარე კლდეებში, მას ,,ბაიებს" ეძახიან, თუ რატომ ეძახიან ასე დანამდვილებით არავინ იცის, არის ვერსია რომ ეს კომპლექსი ბაიაშვილების აშენებული უნდა იყოს რამეთუ იქვე ქვემოთ მარცხნივ ნასოფლარი მდებარეობს რომელსაც მოსახლეობა ბაიოღლებს ეძახის (ალბათ ბაიაშვილების თურქული ვარიანტია), ასევე ეს ნასოფლარი ფაგების სახელითაც არის ცნობილი.
თავად ,,ბაიები" კომპლესია, იგი გარემოცულია გალავნით რომელიც ქვის კარით იკეტება, ეს კარი დღესაც ადგილზეა, შიგნით 2 ეკლესიაა(საძვალეც იქვეა), ხოლო ეკლესიების ბოლოში კლდეში (დარნებში)შესასვლელი მცირე ზომის კარია, მე შიგნით შევიხედე, ერთი დიდი ოთახიდან ორი გასასვლელი დავინახე, დარნის შესასვლელში ასევე დიდი ქვის კარი გდია.
ეკლესიის კედელზე ფრესკის 2 ფრაგმენტია შემორჩენილი, ხოლო გარედან ქვაზე გამოკვეთილია ხმალი (დავითფერული?).
რაც შეეხება სიძველეს: ერთი ვერსია ამ კომპლექსს მეთორმეტე საუკუნეს მიაწერს ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით აქ უკვე მერვე საუკუნეში იწყება საეკლესიო ცხოვრება ხოლო თავდაცვის ნაგებობათა სისტემა უფრო მოგვიანებით შენდება....