სვავი - Black Vulture - Aegypius monachus
ს.100-110ცმ. , ფ.ს. 250-295 სმ. წონა 7-12კგ.
ევრაზიაში გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება.
თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და არე თვალის გარშემო, რომელიც შავია.
ჰაერში ორბისგან განირჩევა შედარებით გრძელი, სოლისებური კუდით, მუქი შეფერილობით და ფრთების მდგომარეობით, რომლებიც სვავს თითქმის ერთ დონეზე უჭირავს, ორბს კი ოდნავ ზემოთ აქვს აწეული.
მძორისმჭამელ ფრინველთა შორის სვავი ერთ-ერთი უიშვიათესია. ბინადრობს დაბლობში, თუმცა არც თუ იშვიათად მთაშიც გვხვდება.
ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხსს. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება, კრუხად ჯდება ორივე მშობელი რიგ-რიგობით, გამოჩეკვის შემდეგ მართვე ბუდეში სამ თვეს რჩება...
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველებს შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
საქართველოში მობინადრეა. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (EN საფრთხეში მყოფი, ძალზე მცირე პოპულაცია) და საერთაშორისო წითელ ნუსხაში....
