ფილმების კონკურსი
თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი “ნიამორის” ფარგლებში ტარდება ტრადიციული კონკურსი, სადაც მონაწილეობა შეუძლია ყველას (კერძო პირს, სტუდიას, ტელეკომპანიას) ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, უყვარს მთა, მთაში და ექსტრემალურ გარემოში მოგზაურობა და იქ გადაღებული მასალის ფილმად შეკვრა.
“ნიამორი”_2007-ის ნომიციებია:
• საუკეთესო ალპინისტური ფილმი (ალპინისტური ექსპედიაცია, ჩანახატი მთამსვლელზე);
• საუკეთესო ექსტრემალური პროექტი (ფილმი გადაღებული სპორტის ექსტრემალურ სახეობაზე – დიშვება, როგორც ზამთრის, ასევე საზაფხულო სპორტის ექსტრემალურ სახეობაზე მომზადებული ფილმები);
• მოგზაურები (ფილმები მომზადებული მაღალმთიანი მოსახლეობაზე, ბუნება, მოგზაურობა – მათ შორის წყალზე და სპელეო მოგზაურობა);
სპეციალური დიპლომები:
• საუკეთესო უცხოური ფილმი;
• საუკეთესო ქართული ფილმი;
• მაყურებლის რჩეული ფილმი;
საკონკურსო ფილმები მიიღება
2006 წლის 15 დეკემბრიდან 2007 წლის 25 იანვრის ჩათვლით. ფილმების ჩვენება მოეწყობა თბილისში, კინოს სახლში, სავარაუდოდ 2007 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან 2007 წლის 3 მარტს, ფესტივალ “ნიამორის” დახურვის ცერემონიაზე.
ფილმები მიიღება შევსებულ ანკეტებთან ერთად DVD ან Mini-DV ფორმატით.
ყურადღება! ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს არასაკონკურსო ფილმების ჩვენებას. ჩვენ, სურვილი გვაქვს ფართო ეკრანზე კიდევ ერთხელ ვუჩვენოთ ქართველი კინო-დოკუმენტალისტების მიერ გადაღებული ფილმები, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ალპინიზმის განვითარებაზე.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით niamori@niamori.ge