ეგვიპტე 7-19დეკემბერი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Naia » 16 ნოე 2010, 12:27

Int3lig3nt
რამდენ ვარსკვლავიან სასტუმროში იყავით და როგორ მოგეწონათ მომსახურება?

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Int3lig3nt » 16 ნოე 2010, 12:48

Naia
მგონი ესენიც იმ სასტუმროში აპირებენ, სადაც ჩვენ ვიყავით :).

მომსახურებაზე რა გითხრა, პირველად ვიყავი საზღვარგარეთ სასტუმროში და არაკომპეტენტური ვიქნები ამ საკითხში. ჩვენ კმაყოფილები ვართ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Toma » 17 ნოე 2010, 11:12

Int3lig3nt

სავარაუდოდ რაც აქ თემაში გვაქვს მოხსენიებული კიდევ რისი ნახვა შეიძლება და თან თუ ფასებსაც მიუწერ ხომ საერთოდ ოქრო იქნები :)
ცხოვრება მშვენიერია :D

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by optimisti » 17 ნოე 2010, 15:23

[quote="Toma
პეტრა - მგზავრობა თვითმფრინავით - 200$

თუ პეტრაზე იტყვით უარს - მოგზაურობის საერთო ღირებულება 600$ იქნება. [/b][/quote
პეტრაზე უარის თქმასარავის ვურჩევ, ეს საოცარი სანახაობაა, ვარდისფერ კლდეში გამოკვეთილი ტაძარი. თვითმფრინავის კვალობაზე ფრიად იაფია, მაგრამ თუმაინც ფინანსები პრობლემაა, $150 ავტობუსითაც იშოვება ტური.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2010, 20:39

რა სურპრიზია, თურმე "კაიზერშიც: იჭერს ინტერნეტი :) ამ ინფორმაციას რაც მალე დავდებ მით უკეთესი, რადგან შეიძლება ამ შემოთავაზებასაც ამოეწუროს ვადა.

27 ნოემბერი-8 დეკემბრის ტური ჩაიშალა, რადგან ტური თითქმის 200$-ით გაძვირდა. ასევე 600$-მდე
ღირს ტური იმავე სასტუმროში 18-29 დეკემბერს. ერთადერთი პერიოდი, რომელზეც სპეციალური შემოთავაზება მოქმედებს 7-19 დეკემბერია, ტურის ფასი იგივეა, რაც ადრე დავწერეთ 388$- 3ადგილიან ოთახში და 415$- ორადგილიანში. მაგრამ თუ დროზე არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, შეიძლება ეს შემოთავაზებაც გავუშვათ ხელიდფან და ამ ტურის ფასებიც გაძვიდეს.

ასე რომ მალე მოიფიქრეთ. ეს ამ წელს ეგვიპტეში წასვლის ერთადერთი საშუალებაა.

შეიძლბა ვინმემ იფიქროს, რას გადააკვდნენ ამ სასტუმროსო, მაგრამ აბა სხვა 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროების ფასებს ვერ შევწვდებით და 2 და 3 ვარსკვლავიანი კიდევ არ გვინდა.
Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by burdula » 17 ნოე 2010, 22:49

ეეეჰ მე ვეღარო,სამსახურმა უშენოდ ახალი წელი ვერაო :((( ტპუუუ რა
bag,music and a long road...

User avatar
saknatuna
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 30 მაი 2010, 21:13
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by saknatuna » 19 ნოე 2010, 20:42

თუ რამე დაგაინტერესებთ შეგიძლიათ მეც მკითხოთ :) ვაჭრობას რაც შეეხება მეოთხედ ფასშიც გაძლევენ სუვენირებს :) მეტს იქ ვერაფერს ვერ შეიძენთ ნორმალურს (ჩემი აზრით). ლუქსორი ძალიან ლამაზია. ქაიროს შემდეგ უდიდესი ცივილიზაცია იგრძნობა :) მაგრამ პირამიდებმა ჩემზე მაინც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ..

User avatar
saknatuna
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 30 მაი 2010, 21:13
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by saknatuna » 19 ნოე 2010, 20:50

სხვათაშორის საინტერესო ჯიპტური აქვთ :) მე ძალიან მომეწონა. კვადროციკლებითაც ვიყავით . მაგარი ადრენალინი იყო. 30-40 კაციანი ჯგუფები ვხვდებოდით ერთმანეთს უდაბნოში. იქაც წამყვანი კვადროციკლი იყო და უკან ჩამკეტი :) მზის ჩასვლას უყურეთ. დაივინგიც ფანტასტიურია. ულამაზესი ფერადი მარჯნებია წითელ ზღვაში. . . იმდენი რამე მახსენდება ახლა რომელი ერთი დავწერო ვერ ვფიქრობ.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 19 ნოე 2010, 23:28

saknatuna
დიდი მადლობა, სოფო :D

აუცილებლად გავითვალისწინებთ შენს რჩევებს.
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Int3lig3nt » 20 ნოე 2010, 23:52

ძალიან ბევრის წერა შეიძლება ამ გასვლასთან დაკავშირებით, ვეცდები შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი.

პირველ რიგში დავწერ მგზავრობაზე და სასტუმროზე:

ჩვენც იმავე ტურ-ოპერატორის დახმარებით ვიყავით, რითაც თქვენ აპირებთ.
ასევე სპეც-შემოთავაზება იყო და ასევე ერევნიდან. ფასიც დაახლოებით იგივე, 2 კაციან ნომერზე.

მგზავრობა

ერევნამდე ჩავედით მარშუტკით. ფრენა იყო 22:45-ზე, თუ სწორად მახსოვს.

ჰურგადასთან დროის სხვაობა არის ჩვენგან 2 საათი, ერევნიდან 3 საათი.
ფრენა გრძელდებოდა 2 საათი და 40 წუთი, შესაბამისად დაახლოებით იმავე დროს ჩავფრინდით ჰურგადაში, რა დროსაც ერევნიდან გამოვფრინდით :).

თვითმფრინავიდან ცხვირი გამოვყავით თუ არა, მივხვდით, რომ არასწორი ინფო მოგვცეს ტურისტულ სააგენტოში :D. შეპირებული ღამის სიცივის ნაცვლად ჩვეულებრივი ზაფხულის ღამის ტემპერატურა დაგვხვდა. ანუ ტყუილად წავიღეთ თბილი ჯემპრები (ამჟამად არ ვიცი ღამით რა ტემპერატურა იქნება, არა მგონია დიდად განსხვავდებოდეს).

აეროპორტში დაგვხვდნენ TEZ Tour-ის წარმომადგენლები ავტობუსებით და დაგვანაწილეს სასტუმროებში.

სასტუმრო

ჩვენი სასტუმრო იყო Zahabia Hotel & Beach Resort (ვარსკვლავების რაოდენობა 3+).
ვებ-გვერდი http://www.zahabia.net/ (თუმცა საიტის თავში მოტრიალე ფოტოები ყველა ამ სასტუმროსი არ არის)
გუგლის რუკის ბმული: http://wikimapia.org/#lat=27.243818&lon ... 18&l=0&m=b
Zahabia Beach რასაც აწერია, ეგ არის გზა პლაჟამდე და პირველი პლაჟი, სადაც მუხლამდე წყალში მოგიწევთ ბოდიალი ხუთასიოდე მეტრი.
ხოლო Zahabia Hotel Beach რასაც აწერია, ეგ არის მეორე პლაჟი, სადაც ერთი მხრიდან კიბეებით ჩადიხარ მკერდამდე წყალში, მეორე მხრიდან კი ღრმა წყალია და ჩახტომაც შეიძლება. ამავე პლაჟთან არის მარჯნის რიფებიც და სათანადო აღჭურვილობით (სათვალე და სასუნთქი მილი) აქვე შეგიძლიათ დატკბეთ წითელი ზღვის სილამაზით.

სასტუმროს ნომერი თუ არ მოგეწონათ, 5-10$ აჩუქეთ და უკეთესს შემოგთავაზებენ :).
ნომრებში ყველგან არის კონდიციონერი, ტელევიზორი და მაცივარი.
ასევე ყველგან არის აივანი, სარეცხის გასაფენით.
ნომერს ალაგებდნენ ყოველდღე. თეთრეულს და პირსახოცებს ცვლიდნენ, შამპუნებს და საპნებს გვიმატებდნენ, ნაგავი გაჰქონდათ და ა.შ.
ნომერში და საერთოდ ეგვიპტეში წყალი არ ისმევა.
დასალევი წყალი მარკეტებში იყიდება 5 ლიტრიანი ბოთლებით 5 პაუნდად (1$ = 5,75 პაუნდი). უფრო პატარა ბოთლები 2 პაუნდი და ა.შ.

სასტუმროში იყო, დიდების და ბავშვების აუზი (ახალს, კიდევ უფრო დიდს აშენებდნენ კიდევ, შეიძლება დაამთავრეს უკვე).
საბილიარდო, ინტერნეტ-კაფე, მაღაზიები და ა.შ.)
სასტუმროში არაფრით არ გვისარგებლია, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი, ქალაქთან შედარებით.
შესადარებლად: ინტერნეტი სასტუმროში საათი 4$ - ქალაქში 1$.
ერთადერთი 5 ლიტრიანი წყალი ღირდა იგივე ფასი.

კვება
ორჯერადი კვება გვქონდა აღებული, რადგანაც ექსკურსიებში სიარულს ვაპირებდით, სადაც კვებაც შედის, თანაც All Inclusive - გაცილებით ძვირი ჯდება.

საუზმე 7:00 - 10:00
ვახშამი 19:00 - 22:00

საჭმელად დავდიოდით სასტუმროს ტერიტორიის ბოლოში (Max 1 წუთი).
თუ ზუსტად 7-ზე მიხვიდოდი, დიდი ალბათობით რიგში დგომა მოგიწევდა საჭმელზეც და დასაჯდომადაც.
ოპტიმალური დრო იყო სადღაც 8-ის მერე.

სასადილოში შესვლისას უნდა წარუდგინო ტალონი.
შვედური მაგიდის ტიპი იყო. ყველაფერი ბლომად, მაგრამ დიდი გემრიელობით არაფერი გამოირჩეოდა.

თითქმის ყველაფერს ვსინჯავდით, მაგრამ ძირითადად ნაცნობ საჭმელებს ვეტანებოდით.
ბევრი იყო სალათები და ცოცხალი გახეხილი ბოსტნეული.
პურის რამდენიმე ნაირსახეობა ჰქონდათ. მე მომწონდა ჩვენებური თონის პურივით, ოღონდ მინიატურული, ხელის მტევნის ზომისა.
ნამცხვრების დიდი არჩევანი იყო, განსაკუთრებით საღამოს.

ყავა და ჩაი მხოლოდ დილით შედიოდა ჩვენს პაკეტში. საღამოს უკვე ფასიანი იყო.
ჩვენ ყავის მოსადუღებელი გვქონდა და ნომერში ვადუღებდით საღამოს :).
ასევე დილით იყო წვენები (სავარაუდოდ ფხვნილის) და რძე (ალბათ ასევე ფხვნილის).
საღამოს ორი სახეობის ხილი. (მანგო, ფორთოხალი, ყურძენი, ნესვი)

დილაობით რიგი დგებოდა ბლინებზე (რა გასაკვირია, რუსები წარმოადგენდნენ დამსვენებელთა 90%-ს :D) და ერბო-კვერცხზე.

ბანაობა

ზღვაზეც და აუზზეც ბანაობა დაშვებული იყო დილის 9 საათიდან - დღის 5 საათამდე.
5 საათის შემდეგ ქიმიურად ამუშავებდნენ აუზს.

პირსახოცებს გაძლევენ აუზთან და პლაჟებზე.

ღრმა წყლიან პლაჟზე ყოველთვის დაკავებული იყო შეზლონგები.
მხოლოდ ერთხელ მოვხვდით იქ.

მოკლედ, რამდენი დამიწერია, შევყევი და დაწვრილებით გამომივიდა.

ფოტოებს ხვალ დავამატებ
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 24 ნოე 2010, 10:56

Int3lig3nt
გადარბენა მქონდა და ვეღარ გიპასუხე. დიდი მადლობა, მართლა რამდენი გიწერია. ძალიან გამოგვადგება შენი რჩევები :D
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Toma » 25 ნოე 2010, 12:03

ბალღებო დღეს ხუთ საათამდე ეს შემოთავაზება ძალიაშია, აბა ვის უნდა ეგვიპტე იაფში :D :D :D
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 05 დეკ 2010, 11:45

ვითარება ასეთია: სამშაბათს, 7 დეკემბერს მივდივართ ეგვიპტეში. უკან დავბრუნდებით 19 დეკემბერს. გადავწყვიტეთ ცალკე წავიდეთ ტაქსით, რომ სხვა ადამიანებზე არ ვიყოთ დამოკიდებული და უკანა გზაზე (19-ში) ერევნის და მის გარშემო საინტერესო ისტორიული ძეგლების დათვალიერება შევძლოთ. ჩვენი მომსახურე ტურისტული სააგენტოს ტაქსი წაგვიყვანს, რომელიც გარკვეულ თანხაზე დაგვთანხმდა ეს ღირშესანიშნაობები დაგვათვალიერებინოს. გეგმაში გვაქვს: ფარაჯანოვის მუზეუმის, ეჩმიაძინის, გარნის, გეღარდის და სევანის ტბის ნახვა. გარდა ამისა კახას რეკომენდაციით გვინდა ურარტუს ძველი ნაქალაქარი ნახვა. იმის გამო რომ ტაქსის მძღოლი გარნში და გეღარდში არაა ნამყოფი (არადა თბილისელი სომეხია) და ზუსტად არ იცის რამდენ კილომეტრშია ეს ძეგლები ერევნიდან დაშორებული, ცოტა წაგვეწუწუნა, მგონი დიდი მანძილის გავლა მიწევს მანქანით და თან შაბათს (18 დეკემბერს) თბილისიდან სულ ცარიელი უნდა წამოვიდეო. და აი მაგ დროს გაჩნდა იდეა, რისთვისაც ახლა გწერთ. ჩვენ ვართ 3 ადამიანი. 1 ადგილი თავისუფალია ტაქსში. თუ ვინმეს სურვილი აქვს მოინახულოს ერევანი და ზემოთჩამოთვლილი ძეგლები და ჩვენც გვნახოს ;), შეუძლია შემოგვიერთდეს. მძღოლს ეს იდეა ძალიან მოეწონა, რა თქმა უნდა გარკვეული თანხის დამატების პერსპექტივის გამო ;). რა თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი ეს თქვენი გადასაწყვეტია, რამდენადაც გიღირთ ერევანში წამოსვლა. დიდი თანხა არ შესთავაზოთ, ჩვენ მას ისედაც მივყავართ იმ თანხაში, რასაც ვუხდით. მაგრამ არა მგონია, თქვენ სულ უფასოდ წამოგიყვანოთ, მიხვდებით ალბათ რატომაც :P. გაითვალისწინეთ რომ ასევე დაგჭირდებათ ღამისთევის ხარჯები (შაბათს ღამით) ერევნის რომელიმე სასტუმროში ან სასტუმრო სახლში. მგონი პაატა ვარდანაულმა იცის ერევანში ნორმალური ღამის გასათევი ნორმალურ ფასში, შეგიძლიათ მას მიმართოთ დასაკვალიანებლად. თუ არადა, იმედია თავად ჩვენი ტაქსის მძღოლი დაგეხმარებათ).

მოკლედ თუ დაგაინტერესათ ამ წინადადებამ მოიფიქრეთ 18 დეკემბრამდე და დაურეკეთ რომას: 899 516195 (თუ წინა დღეებში დაურეკავთ და გამორთული ექნება, ესე იგი ერევანშია და მომდევნო დღეებში დაურეკეთ)

გაითვალისწინეთ რომ მხოლოდ 1 ადგილი ექნება.
ჩვენთვისაც დიდი სურპრიზი იქნება რომელიმე თქვენგანის ხილვა 19-ში კვირას, დილით ერევნის აეროპორტში :D

ჩვენი მოკითხვა და ჩვენი ამბები თუ დაგაინტერესებთ :D შეგიძლიათ ამ ნომერზე დაგვირეკოთ: +372 57 999648 ქალაქის ნომრიდან + -ის ნაცვლად 00 აკრიფეთ. ქალაქის ნომრიდან 8-16 -ით თუ დარეკავთ წუთი 60 თეთრი ღირს, "მაგთიდან" და "ჯეოსელიდან" წუთი - 90 თეთრი. თუ "ბილაინზე" ან "ჯეოსელზე" საერთაშორისო ზარების აქცია გაქვთ გააქტიურებული, წუთი 35 თეთრი ღირს.
Last edited by Mta Mkvarebia on 06 დეკ 2010, 14:31, edited 1 time in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by avtokh » 05 დეკ 2010, 12:31

http://www.envoyhostel.com ეგრეთწოდებული "ჰოსტელის" ტიპის სასტუმროა ერევანში, თუმცა ცენტრიდან მოშორებული ღირებულება 10-12 ევრო კაცზე.

http://www.envoyhostel.com/contact.php ესეც მეორე იგივე ტიპის სასტუმრო, როგოც ვებ გვერდზე წერია აეროპორტიდან 10-15 წუთია ტაქსითო. ფასი 12-13 ევრო ადამიანზე. თან ამას ტურებიც ქონია. თუმცა ვებ გვერდს თუ ნახავთ იქ ყველაფერი წერია. ეგვიპტელებს კარგი და სასიამოვნო დასვენება.

იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია, ადგილობრივის მოწოდებულია :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 დეკ 2010, 12:25

დღეს 7 სთზე ვიკრიბებით პუშკინის ქუჩაზე მდებარე :შგენაცვალეში: და
ვაცილებთ ეგვიპტეში მიმავალ თანაფორუმელებს.

დასწრება დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]