მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by lama » 15 სექ 2009, 17:35

დავწვათ და ეგაა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 სექ 2009, 17:49

lama wrote:დავწვათ და ეგაა :)
დაწვა არ არის გამოსავალი.
ბუნებას არანაკლებ ზიანი ადგება დაწვისას გამოყოფილი ნივთიერებით.
ესეც რომ არა, ნაგავს ისედაც წვავენ, ხოლმე, მაგრამ შენც გაქვს ნანახი,
მაინც რამდენი ყრია ბუნებაში.
გამოსავალი, ჩემი აზრით, სწორედ ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის გამოყენების შემცირებაშია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by ninia » 15 სექ 2009, 18:07

ეგ საკითხი მეც დიდი ხანია მაწუხებს და ძალიან გამიხარდება თუ ყველა ერთად მოვინდომებთ და გადავჭრით ამ პრობლემას :)
მაგ. საფრანგეთში ტანისამოსის შესაძენად თუ შეხვალთ მაღაზიაში აუცილებლად ნაჭრის, თხელი ჩანთით დაგასაჩუქრებენ ან შესაძლოა ქაღალდის პარკითაც და არავითარ შემთხვევაში ცელოფნის :)
მე პირადად, ქალაქგარეთ სადაც დავდივარ ყველგან საკუთარი ჭურჭელი დამაქვს და ვფიქრობ რომ ყველანაირად სასარგებლოა :wink:
ქვევრს ნამდვილად ვეთანხმები, ძალიან ლამაზი სანახაობაა პროდუქტის შესაძენად კალათითა და ნაჭრის ჩანთებით სიარული :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 სექ 2009, 18:18

ninia wrote:მე პირადად, ქალაქგარეთ სადაც დავდივარ ყველგან საკუთარი ჭურჭელი დამაქვს და ვფიქრობ რომ ყველანაირად სასარგებლოა :wink:
ქვევრს ნამდვილად ვეთანხმები, ძალიან ლამაზი სანახაობაა პროდუქტის შესაძენად კალათითა და ნაჭრის ჩანთებით სიარული :) [/color]
ძნ გამახარა შენმა ასეთმა დამოკიდებულებამ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by lama » 15 სექ 2009, 18:58

GAMARJOBA SAKARTVELO
დაყრას დაწვა აჯობებს მაინც :)

ისე კი ვიცოდი ასეთ პასუხს რომ მოვისმენდი შენგან

მაგრან ნაგავი უნდა დაიწვას მაინც :?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Makena » 15 სექ 2009, 19:22

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Makena wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ევროპაში უკვე გამოიგონეს და ხმარობენ ცელოფნის მაგვარ ჩანთებს რომელიც სიმინდის ნარჩენებისგან მზადდება და ერთ ღამეში იშლება მიწასთან და წყალთან შეხებისას.
საინტერესოა, ჩვენში თუ არის ამ მასალის ნაწარმი?
თუ კი, სად იშოვება?
"ელკანას" რა გამო20დილება აქვს?
GAMARJOBA SAKARTVELO
სამწუხაროდ ჩვენთან ჯერ არ არის ამ მასალისგან დამზადებული პარკები.
ჩვენი გამოცდილებიდან კი ის ჩანს რომ ნაჭრის ჩანთები გაცილებით პრაქტიკული მოსახმარია ვიდრე ცელოფნის პარკები. ჩვენ ქაღალდის პარკებსაც ვიყენებთ.
ქაღალდის პარკი ტყეშიც რომ გადააგდოს ვინმემ რამდენიმე კვირაში მისგან არაფერი დარჩება, ყოველშემთხვევაში ზიანს არ მოუტანს ბუნებას.
ყოველივე აქედან გამომდინარე ახალი იდეა მაქვს: ნაჭრის ჩანთები შევუკვეთოთ კარვის ემბლემით, ამ ჩანთების დარიგებაც შეიძლება და გაყიდვაც.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by lama » 15 სექ 2009, 19:40

Makena wrote:

ყოველივე აქედან გამომდინარე ახალი იდეა მაქვს: ნაჭრის ჩანთები შევუკვეთოთ კარვის ემბლემით, ამ ჩანთების დარიგებაც შეიძლება და გაყიდვაც.
გენაცვალე ძმაო

გაიხარე

აი ეს მომეწონა

ჯიგაააააააააარ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 სექ 2009, 00:13

Makena wrote: GAMARJOBA SAKARTVELO
ყოველივე აქედან გამომდინარე ახალი იდეა მაქვს: ნაჭრის ჩანთები შევუკვეთოთ კარვის ემბლემით, ამ ჩანთების დარიგებაც შეიძლება და გაყიდვაც.
არაჩვეულებრივი აზრია.
"კარავის" მაისურებზე არანაკლებ საშური საქმეა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by ნიმფა » 16 სექ 2009, 00:16

მთელი ჩემი ბავშვობა ასე მახსოვს , რომ ნაჭრრის ჩანთებით დადიოდნენ ბაზარში საყიდლებზე :D

სად იყო მაშინ ცელოფნის პარკები?! ფუფნება იყო დიდი :D

всё гениальное просто! :D

ყოჩაღ მაკენას!

რამოდენიმე ნაჭრის ჩანთას მეც შევიძენ.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by Naia » 16 სექ 2009, 11:53

Makena
გადასარევი აზრია ჩანთების დამზადება კარვის ემბლემით! სხვათაშორის, ელკანას ეგეთი ჩანთა უკვე მაქვს და დიდი წარმატებით ვიყენებ.

ისე, საყიდლების კალათის ყიდვის იდეაც ძალიან მომწონს :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by ARCHILI » 16 სექ 2009, 12:09

Naia wrote: ელკანას ეგეთი ჩანთა უკვე მაქვს და დიდი წარმატებით ვიყენებ.
ჰო, ჩემს დასაც ძალიან ადგება ეგეთი ჩანთა..

მახსოვს ჩემს ბავშვობაში "სეტკები" (თარგმნეთ ვინმემ) რომ იყო, თან პატარა, კომპაქტური და რამდენი რამე ეტეოდა... ცხონებული ბაბუაჩემი აიგებდა მათ, ერთ პატარა ქაღალდში გაახვევდა და საღამოს მოდიოდა დატვირთული...

:D


მოკლედ, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობისათვის (არის ასეთი ცნება კომუნიკაციების მენეჯმენტში) კარავს ფართო სარეკლამო აქსესუარების დამზადება დასჭირდება.

კარავული ბაზრობაც შეგვიძლია მოვაწყოთ მერე ან სამეწარმეო ან საქველმოქმედო მიზნებით...

:wink:

ეგ სუმრობა იქით იყოს და საქართველოში არსებობს უკვე მოძრაობა პოლიეთილენის წინააღმდეგ...

შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ მათაც...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 სექ 2009, 13:13

ARCHILI wrote: მახსოვს ჩემს ბავშვობაში "სეტკები" (თარგმნეთ ვინმემ) რომ იყო,
ეგ სუმრობა იქით იყოს და საქართველოში არსებობს უკვე მოძრაობა პოლიეთილენის წინააღმდეგ...

შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ მათაც...
არ გამიგია, მაგ 2განიზაციის არსებობა.
გააქვს კოორდინატები?

სიმართლე ვთქვა, პოლიეთილენის პრობლემის მოგვარება გცილებით ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია.
უბრალოდ, რაც შეიძლება, ნაკლები ცელოფანი და 1ჯერადი ჭურჭელი გამოვიყენოთ.
სულ ეს არის.
მათი ჩანაცვლება ზედმეტად ადვილიც კია.


"სეტკას" რც შეეხებ, შეგრცხვეს, რომ მაგის თარგმანს კითხულობ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by MIRANDA » 16 სექ 2009, 16:36

კარავის ემბლემით ნაჭრის ჩანთების შეკერვის იდეა მეც ძალიან მომეწონა.

ელკანას, ინტერტურის და ევროკავშირის ემბლემებით მაქვს ნაჭრის ჩანთები და ძალიან პრაქტიკულია. ათასი თავით ჯობია პოლიეთილენის პარკებს.

ჩემი სამსახურისკენ მომავალ გზაზე (სახელმწიფო კანცელარიასთან) ერთი ქალი ნაჭრის ჩანთებს ყიდდა (1 ცალი - 1 ლარი ღირდა) და ყოველ დღე ვყიდულობდი... რამდენიმე გავაჩუქე... 4 ჩანთა მაქვს ახლა სახლში, ძალიან ლამაზი ნაჭრებისგან არის შეკერილი. 2-ს მაღაზიაში ჩასვლისას ვიყენებ (ბაზარში მე არ დავდივარ ხოლმე) და 2-ს ხელჩანთადაც კი ვიყენებ, იმდენად მომწონს :D

ისე, ბაზარში დაწნული კალათით მოსიარულე რომ დავინახო ვინმე, ძალიან მომეწონება. ნეტა ქვევრის გარდა, სხვაც თუ დადის კალათით ბაზარში?! კალათი არ ვიცი, მაგრამ დაწნული ბადის ჩანთა ჩვენც გვაქვს სახლში და ბაზრისთვის იყენებენ ჩემი მშობლები (საზამთროსთვის მაგალითად)

მოკლედ, ბევრს ვლაპარაკობ ახლა მე... იმის თქმა მინდა, რომ გოგას თქმის არ იყოს, მართლაც იმაზე ადვილია ამ პრობლემის მოგვარება, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია..

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by lama » 16 სექ 2009, 18:06

თან ნაჭრის ჩანთა არ იხევა და უფრო მეტად სანდო და კომფორტულია

თითებსაც არ გილურჯებს :D

და არც სისხლს გიჩერებს :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
მოძრაობა ცელოფნებისა და 1ჯერადი ჭურჭლის შესამცირებლად

Post by namcecuna » 16 სექ 2009, 18:37

ქაღალდის პარკებიც შეიძლება დავამზადებინოთ , ელკანას ნაჭრის ჩანთას მეც კარგად ვიყენებ და მართლაც პრაქტიკულია :D
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]