მუხურამდე მგზავრობაზე კიდევ ერთხელ დავწერ აქაც...
მოკლედ ყველა წამომსვლელი 26 ივლისს ნაშუადღევს დაახლოებით 3 მაქსიმუმ 4-ზე უნდა იყოს მუხურში...ქვემოთ განვმარტავ თუ რატომ 3-4 საათი...
რაც შეეხება მუხურამდე მგზავრობას, ძირითადად 2 ვარიანტია..
1. 25ში საღამოს ჩასხდეთ ზუგდიდის მატარებელში, რომელიც სენაკში დილაუთენია იქნება... დილით მგონი 7 საათისათვის სენაკის ავტოსადგურიდან გამოდის ჩხოროწყუს ავტობუსი და გამოყვეთ იმას... და შემდეგ ჩხოროწყუდანაც ავტობუსით მუხურამდე...
ხო თუ ამ ვარიანტს აირჩევთ, ასევე ბილითებზეც ადრიდანვე იზრუნეთ რადგან ბოლო დღეებში შეიძლება აღარ იყოს...!
2. 26 ივლისს დილის 8 საათზე მიხვიდეთ ვაგზლის ავტოსადგურში გადასასვლელ ხიდთან როა მაღლა იქ.. და გამოყვეთ ჩხოროწყუს ავტობუსს, რომელიც მგონი კვირაობით(26 კვირაა

) მუხურამდე დადის...
ავტობუსს საერთოდ თბილისიდან გასვლის დრო 9 საათი აქ, მაგრამ ხშირად ადრე ივსება ხოლმე და ადრე გადის თბილისიდანაც, ასე რომ არ დააგვიანოთ ავტოსადგურში..
პ.ს. მუხურში შეკრებას 3-4 საათზე იმიტო ვიძახი რომ, ისინი ვინც 26-ში დილით წამოვა ავტობუსით დაახლოებით მაგ დროისთვის ჩამოვა მუხურში.. დანარჩენები ცოტა ადრე იქნებიან...
პ.ს.ს. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ავტობუსის განრიგებთან დაკავშირებით ეყრდნობა შარშანდელ მონაცემებს... ასე რომ ვინც ავტობუსით მოდის მაინც დააზუსტეთ!!!

ვეცდები მეც დავაზუსტო და დავწერ მერე...
