


Moderators: Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika, Druides, Nika
+1Int3lig3nt wrote:Wanderer
დარწმუნებული ვარ, რომ -23 გრადუსია ცელსიუსით.
მეც მაქვს ზუსტად ეგეთი.
მოკლედ ყველა ვარიანტში ღირს ყიდვა, შალითა კი შევაკერინე და ნაკლებად კომპაქტურია, მაგრამ ისეთი თბილიაMta Mkvarebia wrote:namcecuna
ვნახე საძილე, მოკლედ დავინახე თუ არა (გაშლილი ჰქონდათ) მაშინვე ვიფიქრე რომ არ გამომადგებოდა, საკმაოდ მოცულობითი ჩანდა, ის რომ ზურგჩანთაში ჩავტენო სხვა არაფერის ადგილი არ დარჩება, არც წონა იცოდნენ, გამყიდველ ქალს ვთხოვეთ სასწორი, ავწონეთ 2 კილო გამოვიდა, თუ ჩავთვლით რომ ის ქალი წონაში იტყუება
, მინიმალური წონა 1.5 კილოა, რაც ჩემთვის მაინც მძიმეა. ეს ბიჭები იძახიან ამერიკიდან გამოგვიგზავნა მეგობარმაო, მაგრამ ჰუმანიტარულ დახმარებაში რომ დაარიგეს ის საძილეა, მახსოვს კომაროვის სკოლაში რომ მივედით დასახმარებლად, ახალი მიტანილი ჰქონდათ და ყუთებში იყო ჩაყრილი, მაშინვე გავიფიქრე ნეტა არ გაყიდიან მეთქი? ინსტრუქციაში წერია, რომ მოყვება გარეთა, მწვანე ფერის საძილე, ანუ შალითა, რომელიც ძირითად, შავ საძილესთან ერთად დამატებით იზოლაციას ქმნის (ქვედა ზღვარი -45 გრადუსამდე, ცელსიუსის შკალაზე), მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ მოყვება. თავად ის ბიჭები იძახიან ყუთში მხოლოდ ეს საძილე იდოო. გარეთა შალითის გარეშე, ამ შავი საძილის ტემპერატურა არის +30 დან -10 გრადუსამდე, მაგრამ ფარენგეიტით, რაც ცელსიუსზე არის -1 გრადუსიდან -23 გრადუსი. როგორც მივხვდი დაახლოებით იგივე მახასიათებლები აქვს, როგორიც ქვევრის საძილეს დანიურში რომ იყიდა, მაგრამ გიოს გაცილებით ძვირი დაუჯდა, როგორც მახსოვს. მოკლედ 60 ლარიდან 50 ლარამდე გამიკეთა ფასდაკლება და შემომეყიდა
. მე იმიტომ ვყოყმანობდი, რომ ჩემთვის მძიმე და მოცულობითია, მაგრამ ბიჭებისთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება, კიდევ ერთი დარჩა, მაგრამ მგონი იმის გარდა კიდევ აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მეც
![]()
ჰო, კიდევ ერთი მინუსი, შალითა, ანუ ჩასადები არა აქვს
ჰოო, მე ძლივს ჩავტენე საძილეს ჯიბეშიერთი ესაა, ზურგჩანთაში ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს...