ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by lama » 23 მარ 2009, 10:48

ციმბირელებოოოოოოოოოოო

გაიხარეთ :)

დიდება თქვენს დაბრუნებას :)

არჩილ ფეხი მალე მოგირჩება და სვანეთში ერთად წავალთ ;)

აბა, აბა ველოდებით თქვენგან ახალ ახალ ფოტოამბებს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 11:36

თხრობა პირველი
იმისა თუ როგორ შევაცდინე 4 კაცი :)
ყველას მოგეხსენებათ, რომ ნოემბრის აქეთ საროში დაბრუნებას ვნატრობ. მიზიდავს მისი პირველყოფილობა, ტურისტების ფეხით შეუბღალობა, ეს ის ადგილია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცის.
თან სამცხისადმი ჩემი სიყვარული უცნობი არაა, და მაკენასთავის ათაბაგობის წოდების ჩამორთმევაც განვიძრახე :)
ასე ოცნებებში გავიდა მთელი ზამთარი, დადგა გაზაფხული, გამოჩნდა თავისუფალი შაბათ კვირა და თემაც გავხსენი.
წინწივა უთემოდ შევაბი. შემხვდა სადღაც და კატეგორიულად განვუცხადე რომ საროში უნდა წამოვიდეს. ქსოვრელის შებმა არც მიცდია, არჩილმა ბოლო მომენტში მომწერა მეც მინდაო. კიდევ 2 გოგოს უნდოდა მაგრამ სუსხს დაუფრთხნენ.
აქუვეზერი თოვლს, გრიგალს, წვიმას და ათას უბედურებას გვიქადდა, მათ სორის -12 ყინვას. მაგრამ, ჩვენ არაფრად ჩავაგდეთ ამინდის გაფრთხილება, არც დედაჩემის სიტყვები ”შვილო ასეთ ამინდში ძაღლი არ გაიგდება და შენ სად გაგიწევიაო”.
მოკლედ წამომსვლელთა საბოლოო რიცხვი გავიგე პარასკევს დილით, როდესაც თბილისი-ვალეს ბილეთებს ვიღებდი. ავიღე 5 ბილეთი, გადავიხადე 20 ლარი და ბედნიერი წავედი სამსახურში. ყველა გზა უკან მოჭრილია!
მივდივართ!!!
საღამოთი სადგურზე მივედი და იქ დამხვდა 4 შეცდენილი კაცი:
არჩილი, წივწეივა, ანდრო - წივწივას + და ქსოვრელი. უკანასკნელ გზაზე (მგონი ყველა დარწმუნებული იყო რო9მ რომელიმე კლდეზე მიყინულები დავრჩებოდით) გვაცილებდნენ დაკოტა, ინტელა, ზღარბი და ქოჩო.
21:00 ავედით მატარებელში და როგორც იქნა ვიპოვეთ ადგილები სუნიან და ბნელ პლაცკარტში.
თბილისი-ვალეს მიმართულებით ყოველ საღამოს დადის 1 ვაგონი. მას ოზურგეთის მატარებელს აბავენ ხაშურამდე, და ამ მანძილს იგი 2 საათში გადის, ხოლო ხაშურიდან ოზურგეთის მატარებელი გზას განაგრძობს, ვალეს ვაგონს კი ებმევა საწყალი წითერლი ელმავალი და ნელნელა მიჩუხჩუხებს სამცხესკენ. ხაშური-ახალციხე გზას 5 საათს ანდომებს.
თუ რემარკის ”დასავლეთ ფრონტზე ყველაფერი უცვლელადაა” ან ”გზა სინისაკენ” გაქვთ წაკითხული, მაშინ ადვილად წარმოიდგენთ თბილისი-ვალეს ვაგონს. თუ არა და...
მოკლედ იმდენი ბილეთი იყიდება, რამდენი საჯდომიც ეტევა. ღირს ეს სიამოვნება 4 ლარი. თუ ხალხი ცოტაა, მაშინ გაგიმართლებთ და ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიიღებთ. ვაგონი არავინ იცის როდინდელია, და მის ყველა დეტალში გამჯდარია ჭუჭყიანი ნასკების კონცენტრირებული სუნი.
ქარელამდე ჩვენი მეზობელი ქარელელი კაცი იყო, აქტიურად ჩაერთო ჩვენს საუბარში და ანეკდოტიც მოგვიყვა დათვზე. ქარელში კი ჩავიდა. ტამბურში მოსაწევად რომ გავედი ვიღაც ხაშურელებს რატომღაც სამხედრო ვეგონე.
ხაშურში მატარებელი ნახევარი საათი იდგა, ჩვენ ჩავედით ბაქანზე და ნეტარებით ვყლაპავდით ხაშურის სუფთა ჰაერს! უკან ამოსვლა კი ოსვენციმის გაზის კამერებში ასვლის ტოლფასი იყო...
წივწივამ მოახერხა და ტკბილად დაიძინა ჯერ კიდევ ხაშურამდე.
ბორჯომში ყველანი ტამბურში გავედით ჰაერით სასუნთქად.
ალექსს მოეჩვენა რომ თოვლიანი მანქანა დაინახა და დიდხანს ვეძებეთ ბორჯომსი მანქანა ან თოვლი. ბოლოს წავედით და დაძინება ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. მე ნახევარი საათი თუ მეზინა. მოგუდულობისგან გამეღვიძა. ჩემს უკან სამხედროები და ახალციხელი გოგო ისხდნენ. ერთერთი სამხედრო მთელი ღამე ამ გოგოს აბავდა, უკანასკნელ ხაშურულ ხიტებს ასმენინებდა, როგორიცაა ფელიჩიტა ქართული სიტყვებით.
პირველ მოსმენახე სიცილით მოვკვდით, მეორეზე გაგვეღიმა, მესამეზე დიდი სურვილი გამიჩნდა წამერთმია მობილური სამხედროსთვის.
როგორც იქნა, ძლივს, დილის 5 საათზე მატარებელი ახალციხეში ჩამოდგა და ჩვენ თავკუდმოგლეჯილები გავიქეცით ჟანგბადით სასუნთქად.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 12:10

ახალციხის სადგურზე სომეხი ტაქსისტისგან გავიგეთ ასპინძის გასასვლელის გზა და წავედით. 300 მეტრში ტაქსისტი დაგვეწია და 30 ლარად შეგვთავაზა საროში აყვანა, რაზეც ალექსამ ცივად მიუგო, რომ ფეხით მივდივართ.
როგორც იქნა ქალაქიდან გავედით. გზას, მინანქრისფერ ლურჯ ცაზე ვერცხლისფერი მთვარე გვინათებდა. არჩილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, 4 კაციო ერთ ქალს როგორ ავყევითო და ამ სიშორეზე გამოვყევითო.
აღმოსავლეთისკენ ცა ვარდისფრდებოდა, წყვდიადს ნათელი ნელნელა ძლევდა, ხოლო ახალციხის თავზე ჯერ კიდევ ვარლსკვავებით მოჭედილი ცა იყო. რიჟრაჟზე ვიღაცის სახნავთან წასახემსებლად დავსხედით. უძილოები სიარულმა მალე მოგვქანცა. კარგად ვისაუზმეთ, დავისვენეთ, გზაზე უკვე მანქანებიც ამოძრავდა და პირველი სამეული - წივწივა, ანდრო და ალექსი გზაზე გავუშვით ბედის საცდელად. მალევე სატვირთო მანქანა გააჩერეს და ჩვენც დაგვიძახეს. ხუთივე ჩვენი ჩანთებით ავბარგდით საბარგულში და მოვთავსდით. წივწივამ თოკით დააბა უკანა ტენტი ჭერს, ასე რომ აივანივით გამოგვივიდა. გზა ალაგ ალაგ კარგია, ალაგ ალაგ კი კეთდება და საჯდომ კანტუზია კინაღამ მივიღეთ ისე გვახტუნ ავა.
სამცხეში, მტკვის ხეობას სხვადასხვა ტიპის პეიზაჟები სდევს. ახალციხის მიდამოები გაშლილია, სოფლებია გაშენებული მტკვრის პირას, სახნავებია. წინ კი სერი ჩანს. სერის გავლის შემდეგ ხეობა ვიწროვდება და ორივე მხარეს სალი კლდეები კრავს, რომლებზეც ნაირნაირი ბუჩქნარი იზრდება. მტკვარი მიიჩქარის დაბლობებისკენ, ამ ვიწრობში მტკვარს ურაველი უერთდება. შემდეგ ვიწრო ხეობა იშლება და ოქროს ასპინძა იწყება. მწირი მცენარეულობით დაფარული ციცაბო ოქროსფერი ფერდები, რომლის სერებიც თოვლითაა დაფარული. მკვრიდან სამხრეთით ერუშეთის მთიანეთია, ხოლო ჩრდილოეთით არ ვიცი. ახალციხისკენ კი 2 დათოვლილი ქედი ჩანდა.
ჩვენ ჩვენი ”აივნიდან” ვტკბებოდით სანახაობით და ვიბეჟავდით საჯდომებს :)
როგორც იქნა ასპინძაში ჩავედით და დავემშვიდობეთ მძღოლებს.
ასპინძას ჯერ ფეხით გავუყევით, შემდეგ კიდევ ერთმა ღვთისმიერმა მძღოლმა ჩაგვსვა საბარგულში და ნიჯგორში ჩაგვიყვანა.
მი მალატ შვან

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by zika » 23 მარ 2009, 12:15

კეტილიყოს თქვენი ცამოსვლა, ეხლა არ მცალია საღამოს ჩაუჯდები და წავიკითხავ სიტყვას არ გამოვტოვებ.

ვატყობ დიდი გემრიელობა მელოდება :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Toma » 23 მარ 2009, 12:24

Truli
" ია ტებია ზაუვაჟალა"
მიყვარს როცა კაცები ბრიყვდებიან :D მაგარია მომწონს შენი თხრობა "დონა ტრული"
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 23 მარ 2009, 12:27

აქ დილის საუზმიოს ფოტოებს დავდებ

ადგილი დავბრონე

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 12:27

Toma
გეიხარე ;)))
გაბრიყვებაზე რა გითხრა, მგონი უკმაყოფილო არავინ დარჩა.
ხო, დამავიწყდა მოყოლა რომ პირველივე საუზმისას ქსოვრელმა გაგვაკვირვა. ჩვეული ძეხვის, მაიონეზის და ა.შ. ნაცვლად, ამოიღო სუპი, ხახვი, დაჭრა, მერე მწვანილი და ასე საგულდაგულო მომზადებული სუპი მიირთვა!
მოკლედ ვის კარავშიც ეგ კაცი შევა...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 12:34

ნიჯგორში გადასახვევთან ძველი კოშკია, რომელიც უმალვე დავლაშქრეთ. აქ არჩილს უნდოდა გადაეღო კარველები ნახტომში სურათი, მაგრამ ცხვირპირი კინაღამ აილეწა.
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 13:49

თხრობა იმასზედ თუ როგორ ავედით დიდებულ საროში.

ავუყევით გრუნტის გზას ნიჯგორიდან და მალევე გზაგასაყართან მივედით. იქაურმა ფერმერმა გვითხრა რომ უარესი გზა უფრო მოკლეაო. ავყევით გზას და სასაფლაოსთან აღმოვჩნდით.
Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 13:51

გაზარმაცებული მოგზაურები სასასვენებლად დავეყარენით.
Image

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 13:58

გამოიცანით ასეთი მეთოდით დილის კურიერს ვინ უყურებდა? :oops: :P :P :P
Image

ბოლოს გავნაგრძეთ გზა, მოკლეებზე აჭრებით. წინ ალექსა მირბოდა ისე, რომ დავეჭვდით პაპაისავით შპინატი ხომ არ ჰქონდა ნაჭამი. წივწივა შემდეგი მიდიოდა, ჩვენ სამნი კი უკან მივღოღავდით.
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 23 მარ 2009, 14:06

ბოლო ორი მონაკვეთი უკვე ცუდი საღოღი იყო და გზაზე დავეგდეთ დასასვენებლად, მხოლოდ ქსოვრელმა განაგრძო გზა საროსკენ.
Image

Image

Image

Image

Image

ჩაგვეძინა...
წივწივამ ვერ მოითმინა და აღოღდა.
ჩვენ ძილი განვაგრძეთ... რამდენიმე მანქანამ ჩაგვიარა, გვიჩერებდნენ რამე ხომ არ გიჭირთო... არაო ვპასუხობდით. ბოლოს, ავდა ქვემოდან მომავალი სატვირთო მანქანა დავინახეთ. ავიხედეთ და საიდანღაც ზემოდან წივწივას შურით სავსე თვალები დავინახეთ. ქსოვრელი დიდი ხანია სერზე იდგა და გველოდებოდა. ამოვიდა მანქანა, საბარგულში ჩაგვსვეს და ამაყად შევედით საროში. საროს ავრასთან ობოლი ბავშვებივით იდგნენ ქსოვრელი და წივწივა და საწყლად გვიყურებდნენ ქვემოდან ზემოთ. ჩვენ კი ამაყად ჩავუქროლეთ და ზემოდან გადმოვხედეთ.
მი მალატ შვან

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Naia » 23 მარ 2009, 14:12

რა მაგარია!!!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამცხე ნებისმიერ სეზონზე ლამაზია

ზაფხულშიც მაქვს ნანახი, შემოდგომაზეც, ზამთარშიც ...

მინდა იქაურობა გაზაფხულისგან ამწვანებულიც ვიხილო.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Archil » 23 მარ 2009, 20:39

Truli

მაგრები ხართ :)

ჰოდა კიდო...

არჩილმაო რომ ამბობ, უნდა დაწერო არჩილი-მ ანდა ARCHILI-მ, თორემ მერე მე მომთხოვენ იმის მოყოლას, თუ რა ხდებოდა მაგ ლაშქრობაში. ასე რომ განსხვავება დაიცავი.

ARCHILI

შენ კიდევ ფეხის ღრძობა გინდოდა? რა ვერ ისწავლე ნორმალურად სიარული :D:D:D:D

ცოდვებმა გიწია ძმაო, ცოდვებმა :wink:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]