ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Wanderer » 29 ივნ 2008, 00:54

NaNN
ლეონტის დავეთანხმები და გირჩევ, რომ თუ არ ხარ გამოცდილი მანდ არ წახვიდე.

სირთულეები რაც მახსენდება:
- საწვავი არ არის საერთოდ და ამიტომ გაზის ბალონები უნდა ათრიო
- ნაშალზე გიწევს სიარული ალაგ-ალაც, რაც საკმაოდ დამღლელია. გარდა მაგისა, კავკასიონის უღელტეხილი უნდა გადალახო, რომელიც სულაც არ არის მარტივი გადასალახი...
- მაგ ადგილას მოხვედრა და თავის დაღწევა(ევაკუაცია :D ) რთულია ამიტომ რამე რომ გაგიჭირდეს პრობლემის მოგვარება გაცილებით რთული იქნება ვიდრე სხვაგან.
- მოსახლეობას შუა გზაზე საერთოდ ვერ ნახავ. ანუ საკვების მარაგს ვერ შეივსებ და ვერც სხვა რამეს იშოვნი.
- ეგ ადგილები საკმაოდ დამბნევი და ძნელად საორიენტაციოა, რაც კინაღამ სავალალოდ დამთავრდა ჩვენს შემთხვევაში.
- ოსებზე კრინტს არ დავძრავ...

ეს ის სირთულეებია, რაც გამახსენდა.

თუ შენ თვითმიზანი გაქვს რომ წახვიდე კი ბატონო ვინ დაგიშლის. :) უბრალოდ ჩვენ გაფრთხილებთ და შენ რაც გინდა ის ქენი. :) ისე 1000 სხვა გაცილებით მარტივი სალაშქრო და არანაკლებ საინტერესო ადგილია ამ დალოცვილ ქვეყანაში. :)

თუ მაინც წასვლას გადაწყვეტ გირჩევ 1 კაცი მაინც წაიყვანო ისეთი ვინც მანდ არის უკვე ერთხელ მაინც ნამყოფი და ლაშქრობის წინ სერიოზულად მოემზადო.
2-3 წლის შემდეგ სხვაგან სიარულის გამოცდილების შემდეგ შეიძლება ბევრი ვერ წავიდეს მაინც მანდ
რატომ? თუ სურვილი იქნა რა დაუდგება წინ? ხალხი 40 წელია დადის მთაში და 2-3 წლის სიარულის მერე რატომ ვერ უნდა წავიდეს ვინმე? :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Archil » 29 ივნ 2008, 00:59

Wanderer

ნუ აშინებ ხალხს....

არაფერია მანდ მგონი საშიში....

უბრალოდ...


არ უნდა დაიკარგო :D

ეგაა და ეგ ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Wanderer » 29 ივნ 2008, 01:05

Archil
შენ რომ გამოცდილი ხარ და იცი ყველაფერი სხვა ეგრე არაა ძმაო. :) აბა ერთი როცა გამოუცდელი იყავი დაკარგულიყავი სადმე უდაბურ ადგილას მშიერ-მწყურვალი როგორ ხასიათზე იქნებოდი. ესე ადვილია ლაპარაკი. :) ადამიანმა როცა მიდის უნდა იცოდეს სად მიდის.
ვიღაცამ თქვა: ყველის ტბა მაგარია.
მეორე ვიღაცამ ლამაზი სურათი დადო.
უი რა კაია! წავედით! :D
მასე არაა. :)

რომ ამბობ არ უნდა დაიკარგოო. დაიკარგება. :) დავიკარგეთ და ეგაა! ცოცხალი მაგალითები ვართ აგერ. :) მინდა გითხრა, რომ იგივეს განმეორებას ნამდვილად არ ვინატრებდი... :roll:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by teo- » 29 ივნ 2008, 01:26

me piradad eg sirtulec zalian mizidavs, aucileblad camoval

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Truli » 29 ივნ 2008, 01:43

მე ზამთრიდან მინდა მანდ!!!! იმედია ფეხი არ მიმტყუნებს!!!
მი მალატ შვან

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by NaNN » 29 ივნ 2008, 08:41

Archil wrote:ნასვამი ვარ, ასე რომ......

მარა

მთავარი

დამიჯერეთ

თუნდაც ნასვამს....


ს უ რ ვ ი ლ ი ა ! ! !
გეთანხმები!!! :))) ხოდა კიდე მოუმზადებლად არც არავინ აპირებს წასვლას და კიდე გამოცდილის წაყვანასაც ვგეგმავ :) რაც შEეხება უი ვიღაცამ თქვა რა კარგია და კიდე სურათი ვანხე აბა ისე სხვანაირად როგორ უნდა გამიჩნედ რაღაცის მონახულების სურვილი ?;) ისე რა მაინტერესებს იცით აი იგივე სირთულის (მარშუტს ვგულისხმობ) და ოსების მსგავსი საფრთხის არ მქონე მარშუტი დამისახელეთ რა მაინტერესებს.
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Wanderer » 29 ივნ 2008, 09:18

NaNN
ისე რა მაინტერესებს იცით აი იგივე სირთულის (მარშუტს ვგულისხმობ) და ოსების მსგავსი საფრთხის არ მქონე მარშუტი დამისახელეთ რა მაინტერესებს.
რამდენიც გინდა:
- ტობავარჩხილი
- ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი(რამოდენიმე მარშრუტი)
- სვანეთში არის მაგაზე უფრო რთული მარშრუტი(ჩვენ არ გაგვიკეთებია და არც გვიფიქრია ამაზე...)

კიდევ არის მაგარი მარშრუტები(ბევრი არ ვიცი მე. სხვებს ეცოდინებათ), მაგრამ არ ვიცი რამდენად შეედრება ყელის ტბას იმიტომ, რომ ბუნება და რელიეფია განსხვავებული. თუმცა რთული არის საკმაოდ.

როგორც ჩანს ძალიან მოგხიბლა ყელის ტბამ. :) თუ მართლა მომზადებული წახვალ და გეცოდინება სად მიდიხარ წადი კი ბატონო. მე უბრალოდ გაგაფრთხილე რომ მოულოდნელი არ ყოფილიყო ეგ ყველაფერი. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by NaNN » 29 ივნ 2008, 09:23

Wanderer wrote:NaNN
ისე რა მაინტერესებს იცით აი იგივე სირთულის (მარშუტს ვგულისხმობ) და ოსების მსგავსი საფრთხის არ მქონე მარშუტი დამისახელეთ რა მაინტერესებს.
რამდენიც გინდა:
- ტობავარჩხილი
- ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი(რამოდენიმე მარშრუტი)
- სვანეთში არის მაგაზე უფრო რთული მარშრუტი(ჩვენ არ გაგვიკეთებია და არც გვიფიქრია ამაზე...)

კიდევ არის მაგარი მარშრუტები(ბევრი არ ვიცი მე. სხვებს ეცოდინებათ), მაგრამ არ ვიცი რამდენად შეედრება ყელის ტბას იმიტომ, რომ ბუნება და რელიეფია განსხვავებული. თუმცა რთული არის საკმაოდ.

როგორც ჩანს ძალიან მოგხიბლა ყელის ტბამ. :) თუ მართლა მომზადებული წახვალ და გეცოდინება სად მიდიხარ წადი კი ბატონო. მე უბრალოდ გაგაფრთხილე რომ მოულოდნელი არ ყოფილიყო ეგ ყველაფერი. :)
და შენი აზრით მოუმზადებელი წავალლ?? :roll: :wink: იმიტომ ვკითხულობ რომ ბევრის აზრი გავიგო სიტუაცია ავწონ-დავწონო ჩემი შესაძლებლობებიც გავითვალისწინო და ისე გადავწყვიტო :)) მარა მოხიბვლა მსუბუქი ნათქვამია 8)
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by NaNN » 29 ივნ 2008, 18:10

lama wrote:
NaNN wrote:
lama wrote:NaNN

კი ულამაზესია და ძალიან საინტერესო :)
ახალი ამბავი :D 8)
შენც ხომ ხარ ნამყოფი?
არ ვარ ნამყოფი :))
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Toma » 01 ივლ 2008, 09:41

თუ გამყოლს ავიყვანთ და ცხენები იქნება რომელსაც ზირიტად ტვირთს ავკიდებთ, მეც დიდი სიამოვნებით წამოვალ. :D :D :D

მაო იყო წასული მასე ცხენიანი გამყოლით. და პრობლემაც არავისთან შექმნიათ და არც დაკარგულან. :D
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Nika » 01 ივლ 2008, 10:25

ყელზე ცხენები ადის. და არც ძაან რთული სასიარულოა. ლამაც და წანდერერიც ურევენ ახლა და თრუსო–ყელიწადი–ყელი–მლეთა მარშუტზე საუბრობენ. ყელზე რომ ახვიდე სულაც არაა საჭირო კავკასიონი გადალახო.

აი ოსების ამბავი კი ძაან სერიოზულადაა მანდ. ერმანიდან უადვილესი გზა ადის და სულ დადიან მანდ პატრულირებენ. შარშან როგორც ვიცი არაერთი ტურისტული ჯგუფი "მოხსნეს მარშუტიდან". მერე ცხინვალის კპზ და ა.შ. ჩ/ა არ ღირს ახლა მანდ წასვლა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by NaNN » 01 ივლ 2008, 11:00

Toma wrote:თუ გამყოლს ავიყვანთ და ცხენები იქნება რომელსაც ზირიტად ტვირთს ავკიდებთ, მეც დიდი სიამოვნებით წამოვალ. :D :D :D

მაო იყო წასული მასე ცხენიანი გამყოლით. და პრობლემაც არავისთან შექმნიათ და არც დაკარგულან. :D
გამყოლის ამბავი გავარკვიე უეჭველი მივდივარ ცხენით ვატარებთ ბარგს

ტელეფონით ვესაუბრე უკვე ვინც სავარაუდოდ გამყოლის ფუნქციებს იტვირთავს და არაა პრობლემა ყელის ტბაზე წასვლაო :))
უბრალოდ ჯერ ნამეტანი ადრეა.
მე ალბათ აგვისტოს (თუ ღმერთის შეწევნით ყველაფერი კარგათ იქნა) 3 რიცხვიდან წავალ და იმედი მაქვს მშვიდობითაც დავბრუნდები. ისე გეფიქრათ თქვენც ;)
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Nika » 01 ივლ 2008, 11:09

gamyoli fuls Tu iRebs cxadia realur kriminogenul situacias ar getyvis.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
NaNN
ბოდიალა
Posts: 102
Joined: 28 მაი 2008, 16:12
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by NaNN » 01 ივლ 2008, 11:21

Nika wrote:gamyoli fuls Tu iRebs cxadia realur kriminogenul situacias ar getyvis.
ხო მარა რაში აწყობს საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდება?
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ"

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ლაშქრობა ყელის ტბაზე (აგვისტოში)

Post by Ninukala » 01 ივლ 2008, 14:55

NaNN
ყველაფერი კარგად დააზუსტე და თუ ცხენიანი გამყოლი გვეყოლება და ბარგს ათრევს, იქნებ მეც ვიფიქრო წამოსვალაზე..... ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]