ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by kiki » 11 ივნ 2008, 11:50

ძალიან კარგი ლაშქრობა იქნება დარწმუნებული ვარ.......

Tamari-ch.

მიხარია შენი ხილვა კარავზე:)

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by kiki » 11 ივნ 2008, 11:53

lama

თუ სწორად მახსოვს მზიურში გვეპატიჟებოდი კვირას:):)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Tamari-ch. » 11 ივნ 2008, 11:54

დედათა მონასტერი სადაა?
ახალგორში?

Archil - კვირას მივდივართ -
ჩაგწეროთ?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Kakha » 11 ივნ 2008, 12:06

Tamari-ch.
მეეჭვება რომ ამდენი მოასწროთ ერთ დღეში, თუმცა მარშრუტი შესანიშნავია. როგორც მივხვდი, ზემოდან, გავაზიდან, დაიწყებთ და ქვემოთ ჩამოყვებით. ნამდვილად ასე აჯობებს, რამდენსაც მოასწრებთ იმდენს ნახავთ.

ჩამოთვლილი ძეგლებიდან რამდენიმე ნანახი მაქვს, რემდენიმეც სანახავი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე თუ რა მაქვს ნანახი, ისევ ვიმეორებ, რომ ნახევარი თუ მოასწარით ერთ დღეში მაგრები იქნებით.

კვირისკენ უფრო ახლოს ვნახავ როგორ იქნება ჩემი საქმეები და შეიძლება შემოგიერთდეთ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Tamari-ch. » 11 ივნ 2008, 12:08

ჩვენ ვასწრებთ ხოლმე-
მარშრუტს ზუსტად ვწერთ -
და საათების მიხედვით ვმოძრაობთ -
ძირიტად გზაზე მარშრუტკა მიგვიყვანს -
მერე ფეხით იქნება ასასვლელი
მერე გავწერ ზუსტ მარშრუტს და დავდებ..

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by ლეონტი » 11 ივნ 2008, 12:14

Tamari-ch.

დედათა მონასტერი იკოთშია, ერისთავთა საზაფხულო რეზიდენციაში.
2 მონაზონი დანარჩენი მორჩილები.ძალზე მკაცრი პირობებით.
ძაან თბილად მიგვიღეს, კარგი ადამიანები არიან, თუმცა ერის ხალხთან კონტაქტს ერიდებიან.
თქვენს მიერ შემუშავებული მარშრუტი მეტისმეტია, რა გემო აქვს თუ ცოტა არ გაცერდი და არ შეისრუტე ადგილობრივი სურნელი, ეგეთ ექსკურსიას ვერ ვითან.
მე წირქოლში ავედი და ერთი მცირე საყდარი მდინარეს დაჰყურებს ორი ზევითაა 3-4 კილომეტრის მოშორებით მარტყო ამას უნდა ნახევარი დღე.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Tamari-ch. » 11 ივნ 2008, 12:27

ახლა ლამას დახმარება დამჭირდება...

თუ გავედით 10 საათზე -
ან ათის ნახევარზე -

ქსანთან რომელ საათზე ვიქნებით?

კიდევ ერთი შეკითხვა - ხოფის მონასტერთან საიდან უნდა ავუხვიოთ?

ულამაზესია ეს მონასტერი და ძალიან მინდა ნახვა...

წირქოლთან დავინახეთ რაღაც რეზიდენცია -
წირქოლის ეკლესიისკენ მარჯვნივ მიდიოდა გზა და იმ რეზიდნციასთან კი მარცხნივ - უფრო ქვევით იყო
რა რეზიდენციაა ის?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Mta Mkvarebia » 11 ივნ 2008, 12:30

lama wrote:Tamari-ch.

სიაში ვეწერები უკვე :)
შენივე გახსნილი თემის შესაბამის ხევის საღამოზე არ იქნები ესე იგი? :roll: ძალიან საინტერესო მარშრუტია, მაგრამ დრო ისეა შერჩეული რამდენიმე რამ იგეგმება მაგ დროს :(
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Mta Mkvarebia » 11 ივნ 2008, 12:37

Tamari-ch. wrote:ახლა ლამას დახმარება დამჭირდება...

თუ გავედით 10 საათზე -
ან ათის ნახევარზე -

ქსანთან რომელ საათზე ვიქნებით?
ჩვენც ვიყავით შარშან (მაგ გასვლაში გავიცანი კოლხი გოგო :) ), მგზავრობის ხანგრძლივობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაც მახსოვს, საშინელი გზაა, ამიტომ ვეთანხმები კახას და ლეონტის, რომ გგონია, იმაზე მეტი დრო გეხარჯება გზაზე (განსაკუთრებით თუ ციხეების ნახვა გაქვთ გადაწყვეტილი) ჩვენც ვერ მოვასწარით ბევრი რამის ნახვა :( არადა უამრავი ისტორიული ძეგლია ხეობაში, რასაც შენს მიერ დადებული რუქაც მოწმობს (ერისთავების სასახლის მუზეუმშია არა გადაღებული? სხვათაშორის მაგ მუზეუმშიც ბევრი საინტერესო ექსპონატია ქვედა სართულზე, მათი ნახვაც შეიძლება დრო თუ გექნებათ :roll: )
Last edited by Mta Mkvarebia on 11 ივნ 2008, 12:39, edited 1 time in total.
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Tamari-ch. » 11 ივნ 2008, 12:38

შენივე გახსნილი თემის შესაბამის ხევის საღამოზე არ იქნები ესე იგი? ძალიან საინტერესო მარშრუტია, მაგრამ დრო ისეა შერჩეული რამდენიმე რამ იგეგმება მაგ დროს
რა იგეგმება?

მგზავრობის ხანგრძლივობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაც მახსოვს, საშინელი გზაა,
გზა მშვენიერია -
ვიყავი უკვე მანდ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ წავალ..
:)

Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Kakha » 11 ივნ 2008, 13:18

ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი და გზა ახალგორამდეა კარგი, მერე ჩვეულებრივი დანგრეული ასფალტის გზაა ლარგვისამდე. იმის ზემოთ არ ვყოფილვარ.

გავაზში რა ეკლესიაა? ვეძებე და ვერ ვნახე ინფორმაცია? ასევე არ ვიცი რაა ქვენიფნევში. ეგება უფრო დაწვრილებით დაწერო.

მე რაც ვნახე ლარგვისს ზემოთ ცხრომის ციხეა მონიშნული.

ქსნის ციხიდან თუ დაიწყებ და თანაც თბილისისდან 10 საათზე თუ გახვალთ ნამდვლად, ნამდვილად ვერ შესძლებ ბევრი რამის ნახვას.

ხოფას მონასტერკენ უნდა გადაუხვიო არმისული ახალგორამდე - ერთი მიტოვებული ბენზინგასამართი სადგურია, მთლად დანგრეული და იქ. მონსატრამდე მანქანით მისვლა შეიძლება, თუმცა ორხიდინით. არ ვიცი, შეიძლება მარსრუტკამაც ააღწიოს.

ისევ იგივეს ვიმეორებ ჯობია ყველაზე მაღალი წერტილიდან დაიწყოთ და ჩემოყვეთ ქვემოთკენ. რაც მოესწერება მოესწრება.

და კიდევ ძალისი არაა გზაზე. ძალისი არის მუხრანსა და ნატახტარს შორის, ანუ თუ ნატახტარის გავლით წახვალთ მუხრანში და მერე ქსნის ხეობაში, კი გზაზე იქნება, მაგრამ ეს გზას მაგრა დააგრძელებს. მაგრამ თუ ამ გზით წახვალთ მაშინ ძალიში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძელგლია - რომაული ხანის, დიდი ნამოსახლარი, წააგავს რაომალ ვილას, რამდენიმე აბანოთი (ერთ-ერთსი მოზაიკის იატაკია გადარჩენილი) და უზარმაზარი (ნამდვილად უზარმაზარი) საცურაო აუზით. გარდა ამისა, ამ გზაზე ჩავლით წლიკნის ტაძარს, რომელიც ადრულია, თუმცა მრავალგზის გადაკეთებული და ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. მაგრამ, კიდევ ერთხელ, თუ ამ გზით წახვლათ ძალზე დაიგრძელებთ გზას.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Truli » 11 ივნ 2008, 13:38

მოვდივარ....
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Mta Mkvarebia » 11 ივნ 2008, 13:43

Tamari-ch. wrote:რა იგეგმება?
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2213

კიდევ ეს
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 9&start=15

თუმცა რაღაც მიწყნარდა თემა და არ ვიცი გადაიფიქრა ტრულალამ თუ ისევ ძალაშია ეს აქცია.

მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ამ სამიდან ვერცერთ ღონისძიებაში ვერ მივიღებ მონაწილეობას, კვირას სხვა გეგმები მაქვს (თუმცა ვერ ვიტყოდი რომ ნაკლებად საინტერესო :wink: ). ამიტომ იყო, სხვა გეგმებზე რომ მიგითითე, პაწაწკინტელა იმედი მქონდა, იქნებ თემა გადაიდოს და მერე მეც მოვახერხებ წასვლას მეთქი :wink: სუბიექტური აზრის გამოხატვა იყო ჩემი მხრიდან, მეტი არაფერი, იმდენად შემშურდასავით თქვენი მარშრუტი :wink:

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, თუ მოინდომებთ ბევრ რამეს მოასწრებთ. ყველაფრის ნახვა ერთ გასვლაში არც არის საჭირო, ქსნის ხეობაში თუ არ ვცდები 800-მდე ღირშესანიშნაობაა, ამიტომ აქ რამდენჯერმე უნდა წავიდეს კაცი. აბა წარმატებულ გასვლას გისურვებთ :D
Last edited by Mta Mkvarebia on 11 ივნ 2008, 13:45, edited 2 times in total.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by lama » 11 ივნ 2008, 13:43

Tamari-ch. wrote:ახლა ლამას დახმარება დამჭირდება...

თუ გავედით 10 საათზე -
ან ათის ნახევარზე -

ქსანთან რომელ საათზე ვიქნებით?

კიდევ ერთი შეკითხვა - ხოფის მონასტერთან საიდან უნდა ავუხვიოთ?

ულამაზესია ეს მონასტერი და ძალიან მინდა ნახვა...

წირქოლთან დავინახეთ რაღაც რეზიდენცია -
წირქოლის ეკლესიისკენ მარჯვნივ მიდიოდა გზა და იმ რეზიდნციასთან კი მარცხნივ - უფრო ქვევით იყო
რა რეზიდენციაა ის?
იქ დაახლოებით ვიქნებით 2 საათში

წირქოლთან არის მუხრანბატონის რეზიდენცია

იქვეა
მცირე წმინდა გიორგის ეკლესია

ძალიან ლამაზი და საინტერესო ძეგლია

წირქოლი კი საეტაპო ძეგლია ქართულ არქიტექტურაში :)

მარა მე კვირას ვერ მოვდივარ :(:(:(:(:(:((:(: ამომიღეთ სიიდან :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ვნახოთ ისტორიული ძეგლები 1) ქსნის ხეობა

Post by Truli » 11 ივნ 2008, 13:44

ჩემს თემაში ისეთი პასიურობაა რომ... მარტო კი ბევრს ვერ დავალაგებ :(....
მი მალატ შვან

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]