გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by NINUCA » 20 მაი 2008, 23:35

მე და ჩემ + ძალიან გვინდა წამოსვლა მაგრამ ჯერ რაღაცეები გვაქვს დასაზუსტებელი და სიაში მერე ჩავეწერებით. იმედია მოგვიანებით მიგვიგებთ "სიაში" :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 მაი 2008, 23:45

NINUCA
სიამოვნებით, სიამოვნებით.
რაც მალე გაარკვევ წამოსვლის საკითხს, მით უკეთესი.
ტრანსპორტის სახეობა წამომსვლელთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by ნიმფა » 21 მაი 2008, 00:04

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:~nimfa~
ამ სიაშიც ყოფილხარ.
მკდ, ნამდვილი ექიმი, ლიდერი, მეწარმე ხარ რა.
გორში წამოსაყვანი + ვინ არის, ქეთი?
არა, ქეთი არაა... ვნახოთ ჯანმრთელობა როგორ შეუწყობს ხელს...

ჩემი პლიუსი ჩემსავით ექიმი, მეწარმე, ლიდერია :D

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by ნინი_85 » 21 მაი 2008, 17:03

აბა მეგობრებო იაქტიურეთ :)


1. გამარჯობა საქართველო
2.სასკვა (რადგან ლამამ გამოუშვა )
3. მთა მყვარებია
4. Katy
5. TuTa
6. ნაია
7. ნიმფა
8. ნიმფას +
9. ნინი_85
10. :arrow: :?:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Naia » 21 მაი 2008, 17:08

ერი ერი სად არის? სიაში რატომ ვერ ვხედავ? :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Mta Mkvarebia » 21 მაი 2008, 17:11

Naia
ერი ერის შაბათს "ტოიოტა"დან ვინ გამოუშვებს?
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Truli » 21 მაი 2008, 17:51

2 დღიანი არაფერი ჩითაქვს? თუ არა, მოვდივარ
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Mta Mkvarebia » 21 მაი 2008, 19:01

Trulala
ორდღიანი არა, მაგრამ მეორე დღეს, კვირასაც მივდივართ ზედაზენზე :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Mta Mkvarebia » 21 მაი 2008, 20:07

იმ საინტერესო ეკლესიაზე ცნობების ძებნაში, წინა წერილებში რომ ვწერდი, იმდენ საინტერესო რამეს მივაგენი გორის რეგიონზე, გაოცდებით. თურმე იმდენი კულტურული ძეგლია, სამ თვეშიც ვერ ნახავ ყველაფერს ყოველდღე რომ იარო.

აი გორის ციხეზე და გორის ჯვარზე რა ცნობები ვნახე. ალბათ დაგაინტერესებთ და წამოსვლის სურვილს გაგიძლიერებთ. მერე როცა გასვლა უკვე შედგება, აქედან ამოვშლი და ახლადგახსნილ თემაში გადავიტან :)


"გორის განუყრელ ნაწილს თავდაცვითი ნაგებობა და ოდესღაც საკმაოდ გამაგრებული ციხე-სიმაგრე - გორის ციხე წარმოადგენს, რომელიც ქალაქის ცენტრში, კლდოვან ბორცვზეა აღმართული და არა მარტო მოსახლეობის დაცვას, არამედ სახელმწიფო ქონების გადარჩენასაც ემსახურებოდა.
ქალაქის შუაგულში ამაყად აღმართულ გორის ციხეს მტკვარგაღმიდან ქალაქის მოსახლეობის საყვარელი სალოცავი გორიჯვარი გადმოსცქერის გ ო რ ი ს ც ი ხ ე.
გორის ციხე გორის განუყრელი ნაწილია. იგი მდებარეობს გორის ცენტრში, აღმართულია კლდოვან ბორცვზე და ამაყად გადმოჰყურებს ქალაქს. გორის ციხის უძველესი ისტორიული წარსულის დამადასტურებელ მასალას ილევიან არქეოლოგიური აღმოჩენები. განვითარებულ ფეოდალური პერიოდის ნაშთებთან ერთად ციხის ქვედა ფენებში მიკვლეული იქნა ადრინდელი ფეოდალური და ანტიკური დროის მასალები, ანტიკური დროის ნაგებობათა კედლის ნაშთები.
არქეოლოგიური აღმოჩენები საშუალებას გვაძლევენ ფეოდალური გორის ციხის ადგილზე ვივარაუდოთ ანტიკური დროის აკროპოლისის არსებობა.
გორის ციხე ნაგებია ქვითკირის დუღაბზე რიყისა და ნაკოდი ქვით. ციხე რამდენიმე საამშენებლო ფენისაგან შედგება. ფეოდალური ციხის გოდოლები და ზღუდე დაშენებულია ანტიკური აკროპოლის ნანგრევებზე. ციხის ციტადელის ბორცვის ქვედა ნაწილში სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან სამ სარტყლად შემოვლებული ჰქონია გალავნის სახით კედლები, რასაც ადასტურებენ შემორჩენილი ნაშთები.ციხის სამხრეთი მხარე ნაგებია სქელკედლიანი გალავნით, რომელშიც ჩაშენებულია სართულიანი გოდოლები. შემორჩენილია მთავარი შესასვლელი კამაროვანი კარიბჭით. ციხის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია კლდეში ამოკვეთილი ხორბლის შესანახი ხარო, რომელიც გადახურული ყოფილა. დასავლეთ კედლებს შუა ჩასასვლელია მდინარე ლიახვიდან წყლის ამოსატანად დამცავი ნაგებობით. წყალს აუზში ინახავდნენ, რომლის ზომებია: სიგანე – 12 ფუტი, სიგრძე – 12 ფუტი, სიმაღლე – 16 ფუტი. ციხის დასავლეთი ნაწილი ე.წ. "ცხრაკარიანი", უკეთ არის შემონახული.
შუა საუკუნეებში მტერთა უამრავი ურდოების შემოსევის შედეგად გამოწვეულმა ნგრევა-აოხრებამ ციხის მრავალგზის აშენება-გადაკეთება მოითხოვა.
ისტორიული ცნობებით, გორის ციხე ერთერთი უდიდესი ციხე-სიმაგრე იყო მთელ საქართველოში და მტრის შემოსევის დროს ის არა მარტო ქალაქის, არამედ მახლობელი სოფლების მოსახლეობის თავშესაფარსაც წარმოადგენდა. მტერზე მოპოვებულ გამარჯვებათა სინონიმად ხალხში ეხლაც შემორჩენილია გამოთქმა: "ეგ არის და გორის ციხე".
1920 წელს მიწისძვრამ საგრძნობლად დაანგრია გორის ციხე.
სარესტავრაციო სამუშაოები მრავალჯერ ჩატარდა:
XI საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ;
XVII საუკუნეში როსტომ მეფის მიერ;
1774 წელს მეფე ერეკლე მეორემ ქონგურები დააშენა გორის ციხეს;
1938-39 , 1952-53 და 1960-65 წლებში საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში.

გ ო რ ი ჯ ვ ა რ ი
ქ. გორის სამხრეთ-დასავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირას, საკმაოდ მაღალ გორაზე აგებულია გორიჯვრის ეკლესია, სადაც ისტორიული წყაროების მიხედით დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. ამავე ეკლესიაში ინახებოდა საკურთხევლის წინ დასადგმელი ჯვარი, რომელიც გორელ მემამულეს გიორგი ამილახვარს ეკლესიიდან სახლში გადაუტანია. მისგან ჯვარი შეუძენიათ 1920 წელს საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმისათვის. ამჟამად, გორიჯვრის საკურთხევლის წინ დასადგმელი ჯვარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის განყოფილების მუდმივ ექსოზიციაშია წარმოდგენილი.
ჯვარი მოჭედილია ვერცხლის ფირფიტებით, რომლებზედაც რელიეფური ჭედვით გამოსახულია წმ. გიორგის ცხოვრებისა და წამების 15 სიუჟეტი. ჯვრის ქვედა ნაწილზე მოთავსებული 16 სტრიქონიანი წარწერა გვატყობინებს, რომ მეფე ალექსანდრეს ჯვარი შეუწირავს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისათვის, რათა მეფე განეკურნა მძიმე დაავადებისაგან. ისტორიული წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ წარწერაში მოხსენებული პირი - ალექსანდრე არის გაერთიანებული საქართველოს მეფე ალექსანდრე I (1412-1442). ისიც ცნობილია, რომ მეფე ალექსანდრე მძიმედ ყოფილა დაავადებული და შემდეგ განკურნებულა. ამდენად, მოჭედილი ჯვრის შესრულების თარიღი 1439-1442 წლებით უნდა განისაზღვროს.
მეფე ალექსანდრე I საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პიროვნებად არის მიჩნეული. მან შესძლო აღედგინა პოლიტიკურად ერთიანი საქართველო, რისთვისაც ხალხმა "დიდი" უწოდა. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აღდგენა-რესტავრაციის მხრივ. ამ მიზნით 1425 წელს შემოიღო გადასახადი – კომლზე 40 თეთრი.
მეორე წარწერა, რომელიც ჯვრის ვერტიკალური მკლავის ქვედა ნაწილზეა მოთავსებული, გვაუწყებს, რომ იგი 1707 წელს შეუჭედიათ თავად გიორგი ამილახვრის შეკვეთით. ჯვარს გააჩნია კონუსური მოყვანილობის ვერცხლით შეჭედილი ქუდი, რომელიც XIII საუკუნეშია შესრულებული.
გორიჯვრის საკურთხევლის წინ აღსამართავ ჯვარზე არსებული სიუჟეტები გამოირჩევინ მაღალ პროფესიულ დონეზე გააზრებული კომპოზიციებით, მწყობრივ ფორმათა პლასტიკური შეგრძნებით, მხატვრულად გამომსახველი საერთო იერით.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ქართული ჭედური ხელოვნება ერთგვარად დაქვეითების გზაზე იყო, გორიჯვრის XVსაუკუნის საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვარი გვევლინება ლითონზე პლასტიკის იმ ბრწყინვალე ნიმუშად, რომელმაც შემოინახა ძველი ხელოვნების ტრადიციები, რაც ძირითადად სიუჟეტების რთულ კომპოზიციურ აღნაგობასა და სკულპტურულ ფორმათა მოდელირებისს მაღალ დონეზე შესრულებით გამოიხატა"
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by tiko_r » 21 მაი 2008, 22:22

Naia wrote:ერი ერი სად არის? სიაში რატომ ვერ ვხედავ? :)

:oops: სასიამოვნოა რომ მიკითხე ნაი...
შაბათს ხომ იცი სადაც ვარ... :P აი კვირა კი არამგონია ჩავაგდო 8) რათქმაუნდა თუ კახა უშგული სამი წერტილით ჩემს მზის სათვალეს დამიბრუნებს, რომელიც ავთოს მერსედესში დამრჩა... :? სათვალეზეა ყველაფერი დამოკიდებული :?



მთამყვარებია ჩვენი ჟამთაღმწერელი და აწი უკვე განმანათლებელი! პატივი მაქვს მოგესალმოთ! :D



სასიამოვნო გასვლას გისურვებთ :!:

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Jnosy » 22 მაი 2008, 10:19

Mta Mkvarebia
სად ნახულობ ესეთ რაღაცეებს?
ვიკიპედიაში?
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by saskva » 22 მაი 2008, 10:52

1. გამარჯობა საქართველო
2.სასკვა
3. მთა მყვარებია
4. Katy
5. TuTa
6. ნაია
7. ნიმფა
8. ნიმფას +
9. ნინი_85
10. :arrow: :?:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Mta Mkvarebia » 22 მაი 2008, 11:03

Jnosy wrote:Mta Mkvarebia
სად ნახულობ ესეთ რაღაცეებს?
ვიკიპედიაში?
არა, მთელ ნეტში ვეძებ, სხვადასხვა რეგიონის კულტურულ ძეგლებს. გორის შემთხვევაში გამიმართლა, საინტერესო ნაშრომს მივაგენი, სხვათაშორის ფონდ "აირექსის" მომზადებულია :wink: თუმცა ჩემს კომპიუტერს გაუჭირდა ქართული ფონტების წაკითხვა და ძლივს მოვარჯულე. აი ლინკიც:

http://gori.iatp.org.ge/maingeo/index.htm
რეგიონის ისტორიულ ძეგლებში შედით და მერე თითოეული ძეგლი სათითაოდ ნახეთ

Geo_Times -ის ფონტში უნდა გადაყვანა. ერთად მაქვს თავმოყრილი და "ვორდში" გადმოწერილი და მერე თუ მოვახერხე ავტვირთავ სადმე. ძირითადად რამდენიმე წინადადებით წერია თითოეულ ძეგლზე, მაგრამ მართლა საინტერესო რაღაცეებია.
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by lama » 22 მაი 2008, 11:07

1. გამარჯობა საქართველო
2.სასკვა
3. მთა მყვარებია
4. Katy
5. TuTa
6. ნაია
7. ნიმფა
8. ნიმფას +
9. ნინი_85
10. :?: :?:

აბა მეგობრებო თქვენ იცით ყველას ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ

ჩვენ მაგ დროს ზანავში ვიქნებით

ნუნისის გზაზე :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გორისციხე, გორიჯვარი 2008ის 24მაისს

Post by Naia » 22 მაი 2008, 12:44

ხალხო, იქნებ ჩამოვყალიბდეთ საბოლოოდ რამდენი მივდივართ.

ტრანსპორტირების საკითხი უნდა გავარკვიოთ.

ამ სიიდან ყველა მოდის?

1. გამარჯობა საქართველო
2.სასკვა
3. მთა მყვარებია
4. Katy
5. TuTa
6. ნაია
7. ნიმფა
8. ნიმფას +
9. ნინი_85

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]