ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 15:53

ესეთი რამეები მეც საოცრად მაღელვებს. ამას წინათ, აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც პონტში დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ ხარისხის კონტროლის სახელმწიფო მექანიზმი საერთდო გაუქმებულა :D რა კარგია ცხოვრება არა?

რომ მოინდომო რამის შემოწმება, ვერაოოოო, მარტო კერძო ლაბორატორია არსებობს, სადღაც რუსთავისკენ და საკმაოდ ძვირია. მოკლედ სრული ქაოსია

გერმანიაში ეს საკითხი კარგად არის ყველაფერის ეგრეთ წოდებული "ბიო" ვერსიაც არსებობს, საჭმლის, ტანსაცვლის და აშ. ანუ იცი რას ყიდულობ. აქ ფერმებიც, რომ გაკეთდეს, რა გარანტია, რომ საკვები სუფთა იქნება?

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 15:54

LAND ROVER
ისე, გამიგია რომ დიდი შრომის ფასად, მაგრამ ძალიან შემოსავლიანი საქმეა და რაღაც პონტში შეიძლება ბიო ტურიზმიც მიებას :D

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by ლეონტი » 19 ნოე 2007, 16:03

კი, ეგ ბიოპროდუქტები ათჯერ ძვირია ევროპა ამერიკაში.
მაგრამ არსებობს არჩევანი, ჩვენ კი ხრუშოვის ეპოქაში ვართ ისევ, რომლის ლოზუნგი იყო გავაძღოთ მოსახლეობა სწრაფად და იაფად.
ვითომ კარაქები რო იყიდება ნუ შეჭამთ, თორე უამრავი პრობლემა გექნებათ, მათ შორის თვალების, კაპილარებს ჭედავს და სისხლის მიწოდება თვალში ცუდია.
ფერმა რომ გაკეთდეს , ერთადერთი აზრი ისაა რომ სუფთა და ტრადიციული საკვები აწარმოო, მაგრამ ჩვენთან ის დონე არაა რომ ხალხმა გაიგოს, რას აწარმოებ, იფიქრებენ ახალი ჯურის აფერისტები არიანო და ალბათ გაკოტრდები.
ყველამ ალბათ საკუთარი თავისთვის უნდა აწარმოოს, მაგრამ როგორ?
აქ გენმოდიფიცირებული ძროხის სურათი დაიდო, დინოზავრის გენი აქ ალბათ იმხელა ჯიქანი აქვს.
კალმახსაც კი შეუცვალეს გენი და ტბორებში მოყავთ.
არა კაია ევროპა. ამერიკა ჯობია.
არ წევიდეთ?

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 16:16

ლეონტი
მე მგონი ჩვენი ხალხი დააფასებს ასეთ პროდუქტს, უბრალოდ ძვირი, რომ იქნება როგორ იყიდიან? ეგ არი.

რაც შეეხება ჩვენთან შემოტანილ პროდუქტს არასამტავრობო, 21 საუკუნემ შეამოწმა ისინი და პირდაპირ მოგვცა სია, რომელი პროდუქტია ჯანმრთელობისთვის ძლიერ საშიში, თორე ისე ალბათ ყველა საშიშია :roll:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by gobe » 19 ნოე 2007, 17:58

ლეონტი wrote:...
არა კაია ევროპა. ამერიკა ჯობია.
არ წევიდეთ?
ერთის ... და მეორისაც...
და არსადაც არ წავალ...



;)

User avatar
Nik@
ბოდიალა
Posts: 132
Joined: 27 ოქტ 2007, 17:49
Location: LaBoRaToRy,景都景
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by Nik@ » 19 ნოე 2007, 19:33

ლეონტი wrote:ფერმა და მეურნეობა საჭიროა.
ამერიკაში 75 % ზე მეტი საკვები გენმოდიფიცირებულია, ჩვენტანაც მალე ესე იქნება.
თან არ აწერენ , ბრჭყვიალა, ლამაზ შეფუთვაშია და შენც ესთეტური სიამოვნებით ყიდულობ.
შიგნი თეთრი დათვის და ნიანგის გენი როა სიტყვაზე არც იცი.
აი კარტოფილი გაავრცელეს , ხოჭომაღარ ერჩის, მარა მე რას მიზავს 10-15 წელიწადში , ვინმეს აინტერესებს?
ამერიკაშიც ვერ აიძულეს მთავრობა რომ დააწერონ, შეფUთვაზე.
აქ კი სასაცილოა, მთავრობაც და ვაჭრებიც შემოტენვაზე არიან, რომ გაასაღონ.
ამას წინათ სასაცილო სკანდალი ატეხეს , გენმოდიფიცირებული ბრინჯის თაობაზე, თითქოს, უკვე კაი ხანია არ მივირთმევდეთ.
აუ ეგ მართალია!!!

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by ZVIOSULI » 20 ნოე 2007, 11:03

სულ ორადორი სოფლის მეორნეობისმიერი გამოცდილება მაქვს - სასუქის დაყრა სიმინდი ყანაში (ორჯერ) და შეში ჩეხვა (ჩელენტანოს პონტში ბევრჯერ)
თუ რამეში დაგჭირდეთ..... :mrgreen:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by mika » 20 ნოე 2007, 13:15

ლეონტი

გემოდიფიცირებული საკვები დგესდგეობით ძაან უმნიშვნელო პრობლემაა თუ შეიძება ამას პრობლემა ეწოდოს (მე მირჩევნია ბიო პროდუქტით ვიკვებო მაგრამ მაინც) ვიდრე დაბინძურებული ჰაერი....

ძაინი თანადარდობა არის სავარაუდოდ 1/0.00000000000000000001 თან.....

1 მაგლითს მოვიყვან: შევქმენით გენოდიფიცირებული კართოფილი რომელიც მდგრადია კოლორადოს ხოჭოს მიმართ. შესაბამისად ერტი ის რომ ვაიაპებთ წარმოებას და ნალები მშიერი აპრიკელი გვეყოლება :) .. და მეორე თავიდან ვიცილებთ ქიმიური ნივთიერებების შესაწამლი შხამების გამოყენებას რომელიც ტონობით იღვრებოდა და მიწაში საკმაოდ საგანგაშო კონცენტრაციას აღწევდა რომელიც რათქმაუნდა ხვდებოდა არაპირდაპირად და პირდაპირადაც კარტოფილში....შესაბამისად ვითებთ გაცილებით უპრო ეკოლოგიურად სუპრა კარტოფილს :)
რაც შეეხება გენმოდიპიცირებულ პროდუქტს ჯერ ხელმოსაჭიდი დასაბუთებული მტიცება იმაზე რომ მავნებელია რაიმე სახით არ არის............



ხოლო ტოტოალურად ბიო პროდუქტის წარმოება ეს არარეალურია და არაჰუმანურიც......

მე მირჩევნია ბიოპროდუქტით ვიკვებო მაგრამ ეს არ ნიშნავს იამას რომ მე გენ მოდიპიცირებული პროდუქტის წინააგმდეგი ვიყო..........
medical student

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by ლეონტი » 20 ნოე 2007, 14:27

mika
დავიწყოთ იქიდან რომ გენმოდიფიცირებული კარტოფილი შეიცავს პესტიციდების მსგავს ნივთიერებებს, რომელსაც კოლორადოს ხოჭო არ ეკარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ნივთიერება ადამიანზე არ მოქმედებს.
ამ საზიზღარი წამოწყების ავტორია 2 ქვეყანა, კანადა ამერიაკა, და ცდილობენ ყველას შეასაღონ ეს პროდუქტები.
ევროპაში დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან , განსაკუთრებით ინგლისი ეწინააღმდეგება.
ჩვენ პირი გვაქვს დაპჩენილი და ვინც რას მოგვამადლებს მივირთმევთ.
მთელი ეს წლებია ხორბალი, ბრინჯი, სხვა მარცვლეული, ხორცი , ზეთი კარტოფილ- პომიდორი , რაც შემოდის, გენმოდიფიცირებულია, გუდვილში და სხვა სუპერმარკეტებში 75 % პროდუქტებისა ჩაწოლილია იქ და მოაქვთ აქ.

გთხოვთ იხილოთ ეს ტელესიუჟეტი: Food fight
, და სხვა მსგავსები ლინქები იქვეა.
მალე იტვირთება , მე პირდაპირ ვუყურე დალოდების გარეშე.

http://archives.cbc.ca/IDC-1-75-1597-10 ... food/clip2

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by mika » 20 ნოე 2007, 22:37

ლეონტი
1. ერთი და იგივე არ არის გენის პროდუქტი არის პროტეინი და შხამქიმიკატები კიდე არის საერტოდ სხვა ნაერთები და არა პროტეინი( ბუნებით).

2. მე ვთვლი რომ ეს არის გაპიარებული თემა და უამრავი NGO ამაზე ბლომად მაყუთს ტეხავს.

3. გენ მოდიფ. პროდუქტია შედარებით უმნიშვნელო პრობლემა. აი მაგალითად ავიგოთ გენ მოდიფიცირებული კართოფილისგან დამზადებული ჩიფსი რომელიც შეიცავს მინიმუმ რამოდენიმე კარცინოგენს, სტაბილიზატორს არომატიზატორს, საღებავს. რომელიც 100იანი იცი დასაბუთებულად რომ იწვევს კიბოს ა.შ.
გენ მოდიფიცირებულის მავნებლობის დასაბუთება ზაან ზნელი იქნება და ალბათ არ ვიცი თუ დაასაბუთებენა მას წლები დაჭირდება....


ცოტა არაეტიკურია და არაჰუმანური ეხლა ამერიკამ რომ შეწყვიტოს გენმოდიპიცირებული ხორბლის წარმოება... ნახევარი აფრიკა მარაზმით და კვაშიორკორით გაიწყვიტება 1/3 აზია და ა.შ.



გაცილებით უპრო სახიფათოა ის ჰაერი რასაც შენ ეხლა სუნთქავ და ის კვებიტ დანამატებია რომატიზატორები, საღებავები სტაბილიზატორები კონსერვანტები რომლებსაც შენ ყოველდგიურად მიირთმევ ვიდრე გენმოდიპიცირებული ხორბალი.....
medical student

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by qvevri » 21 ნოე 2007, 08:05

shatilis asuli wrote:LAND ROVER
ისე, გამიგია რომ დიდი შრომის ფასად, მაგრამ ძალიან შემოსავლიანი საქმეა და რაღაც პონტში შეიძლება ბიო ტურიზმიც მიებას :D
ეს ბიოტურიზმი რღაა? შენ ალბათ აგროტურიზმი გაქვს მხედველობში?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by qvevri » 21 ნოე 2007, 08:18

ორი სიტყვით მოგახსენებთ ჩემს აზრს ბიოზე და გენტექნიკაზე...
მე გახლავართ მევენახეობა-მეღვინეობის მრჩეველი ბიოს განხრით მაგრამ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციასთანაც მაქვს გარკვეული შეხება, თუმცა არ ვაპირებ სხვა რამეზე ვისაუბრო იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ბიოპროდუქტი ეს არ არის ჩვეულებრივ პროდუქტთან შედარებით ათჯერ ძვირი. მაგალითად ღვინო თითქმის იგივე ჯდება. ფასში სხვაობა ნამდვილად არის მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ბიოში არ გამოიყენება ძლიერმოქმედი შხამქიმიკატები და გენური ინჟინერიით მიღებული სათესლე მასალა რითაც პროდუქცია საკმაოდ იაფდება. მე პირადად არა ჰუმანურს სწორედ გენინჟინერიაში და შხამების გამოყენებაში ვხედავ და არა ბიოში. საქართველოს შიდა ბაზარი გაჯერებულია თურქული ნაგავით და თუმცა იძახიან გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ შემოდისო მაგრან დარწმუნებული ვარ რომ შემოდის. ამ შემთხვევაში ბიო ნამდვილად უპირატესია და სულ ტყუილად ჰგონიათ რომ ათჯერ ძვირია და სხვა. მობრძანდით 5 დან 8-ის ჩათვლით ექსპოზე და და თავად გასინჯეთ და განსაჯეთ ბიოპროდუქცია.
Last edited by qvevri on 21 ნოე 2007, 12:29, edited 1 time in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by ლეონტი » 21 ნოე 2007, 12:25

mika

შენს მიერ მოცემული ლოგიკა ეთანხმება ბიოსაინჟინრო იდუსტრიის კომერციულ პროპაგანდას.
იქნემ შენ თვითონ ხარ მომავალი გენ ინჟინერი?და ამ განხრით სწავლობ?
მე რასაც ვწერ , ხომ იცი რომ ჩემი ახირება არაა.
მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ეწინააღმდეგება , მთელი რიგი მიზეზების გამო.
ამიტომ თუ მათ აზრსაც უფრო ღრმად ჩაეძიები, კარგია:

http://www.srtp.org.uk/risk01.shtml

DNA | How will it change your life?:

http://www.eyeondna.com/

http://www.rag.org.au/baa/pros+cons.htm
mika wrote:ლეონტი
გაცილებით უპრო სახიფათოა ის ჰაერი რასაც შენ ეხლა სუნთქავ და ის კვებიტ დანამატებია რომატიზატორები, საღებავები სტაბილიზატორები კონსერვანტები რომლებსაც შენ ყოველდგიურად მიირთმევ ვიდრე გენმოდიპიცირებული ხორბალი.....
ცნობისთვის: მე ყოველივე ზემოჩამოთვლილს არ მივირთმევ.
შენ მიერვე აღწერილი მიზეზის გამო.
ჰაერს კი ვერსად გაექცევი.

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by shatilis asuli » 21 ნოე 2007, 15:01

qvevri wrote:
shatilis asuli wrote:LAND ROVER
ისე, გამიგია რომ დიდი შრომის ფასად, მაგრამ ძალიან შემოსავლიანი საქმეა და რაღაც პონტში შეიძლება ბიო ტურიზმიც მიებას :D
ეს ბიოტურიზმი რღაა? შენ ალბათ აგროტურიზმი გაქვს მხედველობში?
ბოდიში, შემეშალა, ბიო-ზე რპომ ვლაპარაკობდი ალბათ იმიტომ. მხედველობაში მქონდა ეკო-ტურიზმი

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ფერმის აშენებაზე არ გიფიქრიათ???

Post by paata_ » 21 ნოე 2007, 16:08

shatilis asuli


მაგარი ხარ :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]