ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 00:14

მერე ბუნდოვნად მახსოვს, როგორ კიოდნენ გოგოები -

ამიგოს რამდენიმე გოგო ერთდროულად გადაჰყავდა-
ალექსა დახუნძლული იყო ჩანთებით და ხატიასათვის ეჭირა ხელი -

გიოს ხო საერთოდ, მგონი ათი ქალი ერთად გადმოჰყავდა -

მახსოვს რომ ეკა ჩავაგდე წყალში რაღაც უხეირო მოძრაობით -
და მერე ხელი ვტაცე -
წამოვაყენე -

ისიც კისრამდე დასველდა...
ერთი შემომაკურთა - რა ქენი გოგოოო
:lol:

მე თითქმის ბოლომდე ვიყავი გასული რომ უცებ ბივრილის კივილი შემოგვესმა ყველას -

ბივრილი იხრჩობოდა!

:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 00:18

ჰოდა ჩემი თავი სულ დამავიწყდა - შემოვბრუნდი

და უკან წავედი ბივრილისაკენ

ამიგოს რომ ქალები მოჰყავდა იმათ ჩავავლე ხელი და მივაძახე პაატას -
ალექსას მიეშველე თქო -

ალექსა კი საშინელ დღეში იყო-

თან ჩანთები ეჭირა მაღლა - რომელიც არ უნდა ჩავარდნოდა წყალში -
ბივილი კი ეპოტინებოდა
და შეშინებული კიოდა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 00:22

ამიგოც ვერ მივიდა სწრაფად -

ძნელია სწრაფად იმოქმედო მდინარეში -
მივეჭერი კაი ყარამაყანთელივით ალექსას -
:lol:
და ჩანთა გამოვართვი -

ახლა ორივე ხელით ჩაეჭიდა ალექსა ხატიას -
და აწყნარებდა - ნუ გეშინია კარგად მიჭირავხარო -

ამ დროს პაატაც მივიდა-
და ორმა კაცმა ლამის ხელში აყვანა და გამოათრია შეშინებული ხატია...
მეც ჩავავლე - სახეზე წყალი შევასხი -

ლამის შემოვულაწუნე -
უკვე შიშისგან ისტერიკა უფრო სჭირდა ვიდრე რამე სერიოზული...

:lol:

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by perwkli » 29 ივლ 2008, 00:23

Tamari-ch.

მეც მეკიდა ხელი ალექსაზე :lol:
და ბივრილი რომ აფორიაქდა მერე ძლივს გავაშვებინე და მგონი შენ ჩაგეჭიდე :lol:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 00:24

მოკლედ გადმოვედით მშვიდობიანად....

:lol:


სურათები დადეთ რაააა!!!!!!!!!!!!!!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 00:26

maikomaiko wrote:Tamari-ch.

მეც მეკიდა ხელი ალექსაზე :lol:
და ბივრილი რომ აფორიაქდა მერე ძლივს გავაშვებინე და მგონი შენ ჩაგეჭიდე :lol:
მაი - უკვე აღარ მახსოვს ვინ ვის ეპოტინებოდა...

ისეთი ამბავი იყო - !!!

თუმცა კი ერთი წუთითაც არ შემშინებია -
ახლავე თუ გინდათ უკან გავცურავ მაგ მდინარეზე თავიდან
:lol: -

მერე ბივილი გვიყვებოდა-
რომ წყლის ნაკადმა აიტაცა და იმის
გამო რომ თავად წონით პატარაა - წყალი მოერია -
გვეუბნებოდა ფეხები არ მედგაო მდინარის ფსკერზე-
და მეჩვენებოდა რომ ალექსაც ახლა ახლა წაიქცეოდაო-
ამიტომ შემეშინდაო

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 00:58

აი ეს ფოტო ამიგოს დადებულ ლინკში ვნახე - მისი გადაღებულია

მგონი მიხვდებით უკვე რა ტონალობის ხმები ისმოდა ხრამის გარშემო

იმ საღამოს -

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:04

Image
აქ უკვე ფინიშში ვართ...

გადმოსულები
(ავტორი ამიგო)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:06

ერთი ქუთაისური ანეგდოტი რომაა -
"ვინც ამ ზამთარს გადავრჩებით - ერთად სურათი გადავიღოთო -"

სუფთა ასეთი ვარიანტია აქაც -
:lol:

Image

User avatar
bususa
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ივლ 2008, 14:52
Location: Tbilisi...
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by bususa » 29 ივლ 2008, 01:07

ai mec movedi da davdeb ramodenime surats... moyolis tavi jer ar maqvs.... me mxolod fragmentulad avsaxav iq ra xdeboda ... tu shevzeli movyvebi kidec :lol: :lol: :lol: :lol: :)

Image
Image

ulamazesi fitareti... :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:08

რა კარგი ყოფილა ცოცხალი რომ ხაარ!

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:11

რომ გვეგონა - ყველაფერო მორჩაო -
უცებ აღმოჩნდა რომ ჩიტუციოს რიუკზაკი დარჩენილა მდინარის მეორე მხარეს -

რა ექნათ -
ისევ ჩვენი ბიჭები გადავიდნენ უკან და გადმოიტანეს ჩანთა...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:13

Image
პაატას მე მგონი ისე მოეწონა ხრამი -
მგონი უკმაყოფილოა, რომ უნდა ამოვიდეს...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:25

მოკლედ წამოვედით უკვე ტანძიისაკენ...

3 კმ უნდა გაგველო კიდევ - აღმართებზე...
ჯერ მინდორი - მერე ტყე -
და ბოლოს კლდიანი აღმართები -
თამაზიმ დარეკა -
მანქანა ზევით ავიყვანეო ტანძიაში და აქ გელოდებითო...
ერთი 7 კაცი დავწინაურდით და სწრაფად წავედით -
ალექსა (რა თქმა უნდა ავანგარდში - ყველაზე სწრაფი)
ჩიტუციო - მე - ბივრილი - გოგი - ქეთი და პერწკლი -
ქეთის ფანარი აღმოაჩნდა -
და გვინათებდა გზას -
ისე კი ისეთი სიბნელე იყო -

ორ ნაბიჯში არ ჩანდა გზა -

ბივრილს ისევ შიშები დაეწყო - ამჯერად ტყიდან რაღაც ხმები ისმოდა -

ეტყობა ტყის ნადირი მოძრაობდა -
ცოტა არ იყოს მეც გადამედო -
და კიდევ უფრო სწრაფად დავქოქეთ -
თან გზაში ვღრიალებდით -
:lol:
ხმაურზე ნადირი ფრთხებაო ...
(ვითომ) :wink:


ზემოდან კი ულამაზესი ცა -
დიდი დათვი - დელფინის თანავარსკვლავედი -
პოლარულ ვარსკვლავსაც ვეძებდით...

პატარ მდინარე გვაქვსო კიდევ გადასასვლელი"
აღნიშნა ჩიტუციომ -
"მდინარეო!"
შეჰკივლა ბივრილმა..
:shock:
:lol:
არადა რუ იყო...

ბოლო კლდიანი მონაკვეთი გაგვიჭირდა უკვე

ბოლოს ფეხები აღარ მემორჩილებოდა...
ძლივს ვადგამდი...

უცებ მანქანა გამოჩნდა -
თვალებს არ დავუჯერეთ -

ნივაში პოლიცია იჯდა -
კიდევ არიანო ბავშვებიო გვკითხეს?
კი თქო - ქვევით არიან და იქნებ ამოიყვანოთ თქო ვუთხარით -
თქვენ უკვე თითქმის ასულები ხართო გვითხრეს..

და ჩავიდნენ ქვევით

მართლაც ერთი მოსახვევი და გამოჩნდა თამაზის მარშრუტკა..

უცხო მანქნანა რომ ნახეს, ეს პოლიცია ტანძიაში თამაზისთან მისულა და გამოუკითხავთ ჩვენი ამბავი,
მერე ჩვენს საშველად წამოსულან
და გოგოების ნაწილი ამოიყვენეს კიდეც .

"ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს!!!""
ვოტ!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Post by Tamari-ch. » 29 ივლ 2008, 01:28

Image
აქ ვარდიკსო ვუყვებით ჩვენს ამბებს...

ელე კისერს იზილავს...

თამაზი კი ფიქრობს ალბათ გულში -
ვა ეს რა გადარეულ ხალხს გადავეყარეო.
:lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]