teo001 wrote:
უფლისწულის ეკლესია:
არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს უფლისციხის შუა უბანში, თვალსაჩინო ადგილას, ამაღლებულ კლდის მასივზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია აგებულია ძველი წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთ ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთები, სამხრეთ ფასადის კლდის ცოკოლი და მის აღმოსავლეთით ბოლოში შესასვლელთან გაცვეთილი იატაკი, აგრეთვე, წარმართული დროის შესასვლელი აღმოსავლეთის ფასადის ცენტრში.
ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა ნაგებია აგურით. შენობა მრავალჯერ არის გადაკეთებული. XI-XII სს.-ის მიეკუთვნება სარკმელი და მის ქვიუს ჩარჩოს ორნამენტიანი ფრაგმენტი და მწვანე ქვის კანკელის ნატეხები.
ტაძარი შემდგომშიც რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. XVIII ს-ში სამხრეთ შესასვლელის თავზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი მცირე გუმბათოვანი სამრეკლო, რომელიც ნაგებია მცირე ზომის აგურით.
ჩრდილოეთ მინაშენი ეკლესიის სიგრძისაა და მასზე ბევრად დაბალია. ეკლესიასთან დაკავშირებული არ არის შესასვლელით. მინაშენში შემორჩენილ თხელი ფენის შელესილობას ატყვიუა
მოხატულობის მკრთალი კვალი.
დასავლეთის მინაშენი მთელ სიგანეზე ეკვრის ეკლესიას. სათავსი სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთით და დასავცლეთით აქვს. აღმოსავლეთის კედLის ჩრდილოეთ კუთხეში გაჭრილი კარით იგი ჩრდ. მინაშენს უკავშირდება. ამ კედლის ცენტრში ქვის წყობით ამოშენებულია ღიობი, რომელიც ეკლესიის დასავლეთ კედლის შუა ნიშს ემთხვევა და მისივე ზომისაა. ამავე კედელს სამხრეთით ბოლოში დარღვეულია აგურის წყობა, რაც აქ ძველად კარის არსებობაზე მიგვითითებს. იატაკი კლდისაა, უსწორმასწოროა და მაღლდება ჩრდილოეთისკენ.
ეს კი ტაძრის განივი განაკვცეთი ჩრდილოეთის მხრიდან და ასევე გენერალური გეგმა:
