ტბასთან რომ კოტეჯები იყოუკვე ვიცოდით, აქ რა კარგია, მოდი ხვალაც დავრჩეთ იმ კოტეჯებშიო, ვთქვით, დილას ადრე გავიდეთ მაინც, ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა წავიდესო...
აშკარად წასვლა არავის უნდოდა და სადღაც თერთმეტის ნახევარზე გავედით...
ისევ მზიანი ჩახჩახა დღე იყო და სიარული სასიამოვნო იყო.
გზის გაკვლევისთვის ადგილობრივებმა გვითხრეს: ... გახვალთ დიდ მინდორზე, იქა დგას დიდი მუხა, იმ მუხასთან აი ესე დადგებით როგორც მე ვდგევარ და წახვალ პირდაპირ, არც მარცნივ, არც მარჯვნივ.
ვინმეს უკეთესი ახსნა უნდა?? აესე აი, როგორც ეხლა მე ვდგევარ!
წავედით... პირველი წარმატება ის იყო რომ მინდორი საერთოდ ვიპოვეთ, მერე ის რომ იქ რომ მომცრო ხე იდგა მასში დიდი მუხა შევიცანით, ეხლა ისღა დარჩა ისე დავდგეთ როგორც ის კაცი იდგა
სწორედ აქ ვიმსჯელეთ, რუკაც ბერვი ვატვალიერეთ, მინდორიც ის კაციც მადლიერებით მოვიხსენით, ნიკას დასკვნას ვენდეთ და წავედით, როგორც გაირკვა უტყუარი გზით.
