



Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:1. რეგიონი:
სამცხე, ასპინძის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
ზემო ვარძია-ვარძია-ვანის-ქვაბები-ხერთვისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე
4. სირთულე:
საშუალო
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ზემო ვარძიასთან ძველაჭარული სოფელი მირაშხანი 3 კმ,
ვარძიასთან - (ათვლა თბილისის მხრიდან) თმოგვი 6კმ, ნაქალაქევი 8 კმ, ასპინძა 24 კმ, ახალციხე 58 კმ
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ვარძია - დაახლოებით 230 კმ
7. ფეხით გავლილი მანძილი:
200-200 მეტრი რთულ მაღლობებზე ვანის ქვაბებამდე და ხერთვის ციხემდე
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
ისტორიული სამცხის უამრავი კულტურული და სულიერი ძეგლები:
ხერთვისისა (მე10 საუკუნეები) და თმოგვის (მე11 ს.) უნიკალური ციხესიმაგრეები,
ზემო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ((მე11 ს.), ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ((მე12 ს.), კვარშას ეკლესია ((მე10 ს.), ვანის ქვაბები (მე13 ს.), ნათლისმცემლის სახელობის წუნდას (მე12 ს.) ეკლესია
9. საბანაკე ადგილები:
ისტორიული ძეგლების მიმდებარე უბნები საბანაკე ადგილების საშუალებას იძლევა.
ქვის ცვენის გამო, ვანის ქვაბებისა და ვარძიის ძირას დაბანაკება სარისკოა. სოფელ ვარძიაში ერთადერთი სასტუმროა, სადაც 10-15 ლარად შესაძლებელია გათენება
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ხერთვისსა და თმოგვში სოფლის ჭები, ვანის ქვაბებთან წყარო უცნობია, ვარძია - შესასვლელთან, ზემო ვარძია - მონასტრის ტერიტორიაზე
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებით მოსახერხებელი და მსუბუქი ფეხსაცმელი ვარძიისა და ციხესიმაგრეებისთვის,
ვანის ქვაბებში უკეთესია მოცურებისთვის გამძლე ძირებიანი ფეხსაცმელი. სოფლების დაშორების გამო,
სასურველია საკვები მარაგის სრულად უზრუნველყოფა
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
კავშირი "ასპინძა"
899 573298
ელ ფოსტა:aspindza@mail.ru
ვარძიის სასტუმროს მეპატრონე
გოჩა 898169915
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში:
ახალციხის ღირსშესანიშნაობები, განსაკუთრებით - რაბათის ციხე-მუზეუმი, საფარის მონასტერი, ახალციხე-ბორჯომის გზაზე აწყურის ციხე
14. რუქა:
იხილეთ ბმულები:
http://www.travelpod.com/travel-blog-en ... /tpod.html
http://www.maplandia.com/georgia/georgi ... 43-6-26-e/
შენიშვნის სახით:
ზემო ვარძიაში წასვლის შემთხვევაში, სასურველია დედებისთვის შესაწირის ატანა საკვების სახით, აგრეთვე, მათი ხელსაქმისთვის ძაფების, ბისერების, თვლების ატანა. დედები სხვა და სხვა სახის ხელნაკეთობებს აკეთებენ თავისუფალ დროს და ჰყიდიან.