უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 23 ივლ 2007, 16:36
guruli
უღრმესი მადლობა. ეს ვერტმფრენის ვარიანტი მომწონს ძალიან (მე ხო გავზარმაცდი

).
თან ჩვენ 10დან ვისვენებთ... მგონი.... რა გაურკვევლობაში ვართ ყოველ წელს ხო იცი.......

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 23 ივლ 2007, 16:45
Makena wrote:მოვფრინდით

შურით გავსკდი.....
რა თქმა უნდა კეთილი შური მაქვს მხედველობაში. ბედი არ გინდა? როგორ მინდოდა წამოსვლა და ზუსტად მაგ დღეს მეჯვარე ვიყავი. რა კარგია როცა მარხვაა არც მეჯვარე ვარ და არც ნათლია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 23 ივლ 2007, 16:51
Mrs. Robinson
რა გაურკვევლობაში ვართ ყოველ წელს ხო იცი.......
ვიცი, ვიცი და ოღონდ თქვენ დალაგდით, დაწყნარდით, საქმეები არ აგერიოთ და თუშეთში სხვა დროს წაგიყვანთ.

-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 23 ივლ 2007, 19:18
guruli
ხუმრობ ეტყობა........
Makena
უკაცრავად თუ შეიძლება შემახსენეთ, ვერტმფრენით გადაფრენა როგორ ხდება, რეგულარული რეისია? და რა ღირს ეგ გრანდიოზული სიამოვნება?

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 23 ივლ 2007, 19:30
Mrs. Robinson
guruli
ხუმრობ ეტყობა........
რატომ ვხუმრობ, თუშეთში შინაური კაცი ვარ.
და რეისებს რაც შეეხება, რეგულარულად კი დაფრინავენ, მაგრამ არა მგზავრთა გადასაყვანად. სამაგისოდ მფრინავებთან ნაცნობობაა საჭირო.

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 23 ივლ 2007, 20:04
Mrs. Robinson
იქნებ დავაზუსტოთ:
რა ინტერვალით? კვირაში ერთხელ? და რა ღირს?
რეგულარობაზე არაფერი ვიცი, მაგრამ სამი წლის წინ 40 ლარი ღირდა კაცი. ახლა არ ვიცი.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 23 ივლ 2007, 22:07
Makena - ახლა ვუყურე სიუჟეტს თქვენს თუშეთობაზე. მართლა ჩემი ნაცნობების ოჯახში ყოფილხართ. რ2-ზე აჩვენეს ყამპეტას - თემო ბაშინურიძის მეუღლე - ნინო, ხინკალს რომ ახვევდა და რომელსაც ადმინიც იცნობს. გარმონს რომ უკრავს, ის ქალიც ვიცი - ციალა იდოიძე, ნუგზარ იდოიძის მეუღლე. ორივე არაჩვეულებრივი ადამიანია და პირველი ასვლისას მაგ სახლში დაუვიწყარი საღამო გავატარე - სანთლის მოლიცლიცე შუქზე არაყი, ნინოს უგემრიელესი ხინკალი (საერთოდ, ძაან კარგი დიასახლისია), ციალას გარმონი, თემოს ხუმრობები და საუბრები ნუგზართან თუშეთის საინტერესო ისტორიაზე... ბოლოს ნუგზარის ბავშვებს დაეძინათ - ღამის 2 საათი ხდებოდა და წავიდნენ, თორემ დაძინება არ მინდოდა, იმდენად საინტერესო საღამო იყო.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 26 ივლ 2007, 21:59
paata_ wrote:Makena
აუუუუუუ
ძალიან მაგარია
არა რა, 4-ში აუცილებლად მივდივარ
Paata
მართლა ძალიან მაგარია, ჩვენ ერთ დღეში ბევრი ვერაფერი ვნახეთ თუმცა მაინც ძალიან საინტერესო იყო

რამდენი ხანი აპირებტ დარჩენას? მარშრუტი როგორი გექნებათ?
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 26 ივლ 2007, 22:02
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 26 ივლ 2007, 22:05
Mrs. Robinson wrote:შურიანებო, მეც თქვენს გვერდით მიგულეთ!
Makena
თქვენ პაპაშვილთან ერთად ხომ არ იყავით? (უკაცრავად, პირიქით...

)
Mrs. Robinson
კი ერთად ვიფრინეთ, ძალიან საინტერესო გასვლა იყო, გულდასაწყვეტი ის არის მხოლოდ რომ დართლოში გაფრენა ვეღარ მოვასწარით
ვერტმფრენით გაფრენის ფასი ნამდვილად არ ვიცი, შევეცდები დავაზუსტო.
-
tushi
- ბილიკზე მოარული
- Posts: 56
- Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
Post
by tushi » 03 აგვ 2007, 12:11
რაც შეეხება ვერტმფრენის ფასს აარასებობს კომერციული რეისები, შესაბამისად არავითარი ღირებულება არ არსებობ. სჰარსჰან და ამ გაზაფხულზეც შესაძლებელი იყო ეუთოს რეისზე გადაფრენა, მაგრამ მისია დაასრულეს. ეხლა დაფრინავენ მხოლოდ სამხედროები და მესაზღვრეები.
-
Mata
- ბოდიალა
- Posts: 113
- Joined: 31 მაი 2007, 18:11
- Location: Tbilisi
Post
by Mata » 03 აგვ 2007, 13:30
11 აგვისტოს 13 საათზე ენერგოეფექტურობის ცენტრი აწყობს პროექტის დასრულებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციას შენაქოში.
ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით ენერგოეფექტურობის ცენტრმა განახორციელა პროექტი "მზის ენერგის მთა-თუშეთის სოფლების საკეთილდღეოდ". მთა-თუშეთის 8 სოფელში, 13 ოჯახს დაუმონტაჟდა მზის ენერგიის მიკროსადგურები.
საქმე ის არის, რომ ცენტრი უბრალოდ ეპატიჟება ყველას, მაგრამ მგზავრობისა და დაბინავების ორგანიზებას არ აკეთებს. ამიტომ, ვერტმფრენის რეისების რეგულარულობა და ფასი ძალიან მაინტერესებს. შესაძლებელია დეტალების დაზუსტება?
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. ასე, რომ რაგაცის მოფიქრება შეიძლება.
-
Toma
- იეტი
- Posts: 2655
- Joined: 27 ივლ 2005, 21:50
- Location: Tbilisi
Post
by Toma » 03 აგვ 2007, 13:35
tushi
როგორ შეიძლება იმ მფრინავ სასტავთან დაკავშირება ხომ ვერ გვეტყვი?