ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 21 მაი 2007, 21:31

ყველაფერი ასე იწყებოდა

დედაბერას შესახებ ბევრი საუბრები იყო. ბორჯომ ხარაგაული (გოდერძი) მარშუტი კარ(ა)ველებს გავლილი ჰქონდათ და დანარჩენებს სურვილი გვკლავდა. ასე რომ დაიგეგმა 18-21 მაისს გასვლა და წამსვლელებმა სააკაძის მოედანზე მოვიყარეთ თავი. ადმინმა (ჩვენგან დაფარლად) დანარჩენი კარაველებიც დაიბარა გასაცილებლად, ასე რომ გეპეის მე-6 კორპუსი სიცილ-ხარხარის, კოცნაობის (კოცონი კი არა, მეგობრულ ამბორს ვგულისხმობ), ლობიანის ჭამის, კარვის გაშლისა და კონსერვის ქილის უფასოდ შესწავლის არენად გადაიქცა. ნუგზარის მარშუტკას ამჯერად კარები კარგად უმუშავებდა.

druid-მა გვიყურა, გვიყურა და.... მეც მოვდივარო... ილიას ჩაუჯდა მანქანაში და ზურგჩანთისათვის გავარდა...

სანამ druid-ი მოვიდოდა, მხიარულობაში იგივე იდეა ლამასაც შესთავაზეს, ხუმრობით, ლამა დაფიქრდა, და ამ მომენტს ვინ აპატიებდა, იმდენი შეუძახეს, რომ მსრთლა დაფიქრდა - ფული არა მაქვსო, როგორ წამოვიდეო ერთი კი დაიწუწუნა და მიმიქარავს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო აქციები, იმდენი შემოწირულობები წამოვიდა, შენ ოღონდ წადიო, გობემ თავისი აბრაც კი გაიმეტა (ვასწავლის კარვის გაშლასო რომ ეწერა). ასე რომ ლამაც მარშუტკაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში druid-ი მოვიდა, ოჯახში ვერ გაუგიათ ასე უცებ როგორ გადაწყვიტა წასვლა და გაკვირვებულები დატოვა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 9 საათისაკენ (საღამოთი) უკვე ყველანი ნუგზარის მარშუტკაში მოვთავსდით და გამცილებლებს ხელს ვუქნევდით, რომლებიც ჩვენსდა გასაკვირად ერთმანეთში ბაასობდნენ და ერთი პლატოკი არ დაუქნევიათ ჩვენთვის.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 21:37

გვიან ჩავედით ზანავში, გასაღები ვისთვისაც ჰქონდა ჯნოსის დატოვილი სახლში არ აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ავსულიყავით ზანავის მცეველთა საგუშაგოში და იქ გაგვეთენებინა ღამე. ფარნების შუქზე ვიარეთ ალბათ ერთი კილომეტრი სანამ ამ კოტეჯამდე მივაღწევდით.

მშვენიერი კოტეჯი იყო, გოგონამ 3 საწოლი აღმოაჩინა და იქ მოვეწყვეთ სამნი დასაძინებლად.

დილით რომ გავიღვიძე და გარეთ გავედი საოცარი ხედი იშლებოდა ჩემს თვალწინ. ღამე რომ ჩავედით არ ვიცოდით სად ვიყავით და დილით ესეტი ლამაზი სურპრიზი გველოდა ახალ გაღვიძებულებს.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 21 მაი 2007, 21:46

გზაში ნუგზარი კარგად მიდიოდა, ხორნაბუჯში რაც სიფრთხილე გამოიჩინა (რაც ნელი სიარულით გამოიხატებოდა) აქ ამოიღო. ღამე იყო, დაბნელდა და რა გვეკეთებინა. დაილოცოს ალკოჰოლი, კაცებს კარგ და ქალებ ჯუჯღუნის ხასიათზე აყენებს.

რომელიღაცა პატრულს ჩვენი სვლაგეზი არ მოეწონა და ნუგზარს გაჩერება მოსთხოვა. გავჩერდით, ზურგჩანთებს შორის ჩაკეცილ-ჩაგრეხილები გარეთ გამოვეფინეთ და მომენტით ვისარგებლეთ. ისე სიმართლე გამხელილი ჯობია და მე რომ ვთქვა მაგი ჯობია - პატრულს გახურება დავუწყე რას გვერჩი თქო - აიოვაში მეგონა თავი. გადი გვერდზეო რომ მითხრა, კონსტიტუციის მუხლების კითხვა დავუწყე, რომლის მიხედვითაც გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავია და მიყურეს, მიყურეს და დაგვანებეს თავი. მგონი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელიც მათ კონსტიტუციაზე ესაუბრებოდა.

სამწუხაროდ ჩემი კარუსელა ფოტოაპარატი ღამით ვერლავესაა და ამ ამბების სურათების გადაღებაზე უარი განმიცხადა, ვისაც აქვს, დადეთ. ან მომეცით ლინკი და აქ ჩავუმატებ ავტორის უფლებების დაცვით.

როგორც ნატალი გვიყვება გავჩერდით ქოხში. ამოვიღეთ სასუსნავი და სანამ ზღაპრებამდე მივიდოდა საქმე, გემრიელად ვილუკმებოდით. გრადუსების ბოლო წვეთებიც ამ გალუკმვას შეეწირა.

Image

Image

Image
Last edited by Archil on 21 მაი 2007, 22:07, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 21:48

ესე შევსცქეროდით მზის ამოსვლას. ძალიან ლამაზად ამოდიოდა მზე:)
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 21:50

აი ესე ვიღვიძებდით:) ჩვენი პირველი დილა:)
Image

პ.ს. თარიღს ყურადღება არ მიაქციოთ არასწორია, ეს უკვე შაბათი დილაა, ესე იგი 19 მაისი.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 21:53

მძინარე ლამა:)
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 21:58

დრუიდმა დილით ღუმელი დაგვინთო, ჩაი დავლიოთო.:)
Image

პ.ს ესეთი კეთილი და ენერგიული ადამიანი ჯერ არ შემხვედრია, დრუიდმა დაღლა არ იცის:)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 21 მაი 2007, 22:00

მე როგორც წესი გარეთ ვიძინებ ლაშქრობაში, ასე რომ ყველაზე ადრე მზის სხივებთან შეხვედრის სილამაზე მე ვიხილე

Image

მართლაც ლამაზი იყო

სინათლემ ნელ-ნელა იმატა. ვიჯექი და მზის მთაში ამოსვლის სურათით ვტკბებოდი. დანარჩენებს ეძინათ. ტკბილად. კარები შიგნიდან ჰქონდათ ჩაკეტილი. როცა შევედი, ყველა იწვა.

პირველად გიორგი გამოვიდა გარეთ. ცაში მოლივლივე თვითმფრინავს გადაუღო სურათი, უხაროდა, ლამაზი გამოვიდაო, იმედია გვანახებს.

ლამაზი იყო ბორჯომის ხეობა იმ დილით, წყნარი და უღრუბლო.

Image
Last edited by Archil on 21 მაი 2007, 22:31, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 22:01

არჩილ შენ თხრობა კარგად გამოგდის იქნებ გააგრძელო:)

ისე არ გამოგრჩეს პატრულმა ბუჩქები როგორ მიგასწავლა:)

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 22:06

გოგონამ თვისი გამოცდილება გაგვიზიარა ცეცხლის ანთებაში:)
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 22:08

ჩვენი პირველი საუზმე:)

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 21 მაი 2007, 22:09

კაი გოგოა გოგონა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by natalia » 21 მაი 2007, 22:10

ლაშქრობის დაწყების წინ. ვემშვიდობებით კოტეჯს:)

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Archil » 21 მაი 2007, 22:12

natalia wrote:არჩილ შენ თხრობა კარგად გამოგდის იქნებ გააგრძელო:)

ისე არ გამოგრჩეს პატრულმა ბუჩქები როგორ მიგასწავლა:)
ბუჩქებიდან რომ გამოვედი, მაშინ მივადექი პატრულს, თორემ მანამდე უფრო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა ;) ბუჩქებში :oops: და საერთოდ, ეგეთ რაღაცეებს რატომ მახსენებთ? გაგახსენოთ ეხლა ეგეთი დეტალები? ტუც :!:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 18-19-20 მაისი 2007

Post by Gvalva » 21 მაი 2007, 22:22

Archil wrote:კაი გოგოა გოგონა :)
კი :oops: :oops: :oops: :oops: :oops: :oops: :oops:
:P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P :P

(ეს იყო თავად გოგონა :))

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]