ninola wrote:გაიტანეთ ეს სურათი, თორემ სულმთლად გაიმურა!

კოცონის გვერდით ძილი მიყვარს, მიზეზი უბრალოა - ცეცხლთან უფრო თბილა ვიდრე კარავში.
ჰოდა დავიძინე ტკბილად, მგონია სითბო არ მომაკლდება და დილით ცეცხლი რომ განვაახლოთ, მაგის ფიჩხიც მორჩენილი არის. ერთი სიტყვით აწყობილი მგონია ცხოვრება. მე და თავადმა რიყეზე ვიბორიალეთ, რომ კუნძი გვეპოვა და ნაღვერდალი გარანტირებული გვქონოდა (ორივენი ცეცხლის პირას ვიძინებდით). თავადმა ათრია მაგი რიყე-რიყე ფეხშიშველამ და...
ჰოდა ოთოს და დაჩის 24 საათიანი ძმაკაცობა ჰქონიათ თურმე. ღამის 4 საათზე მესმის ოთოს ძახილი - დაჩის (ამეთვისტო იგივე) ეძახის. ამას კი ქონია 24 საათიანი, მარა ეტყობა დაჩის მხოლოდ 20 საათიანი ძმაკაცობა აქვს, იმ დღეს მაინც, ძინავს სადღაც აბალდუის გვერდით კარავში და ყურს არ აპარტყუნებს.
მომიწია წამოდგომა. რას ვხედავ. რომ მგონია კუნძი სითბოს უნდა გამოსცემდეს, თბილად უნდა ვიყოთ და ეგეთები, სადაა...
აბალდუის ისე დაუდია კუნძი ცეცხლის გარშემო შემოწყობილ ქვებზე, რომ ფაქტიურად ჰაერში დარჩა კუნძი გამოკიდებული. რასაც ცეცხლი მიწვდა, გამოეხრუკა და დანარჩენი კია ისე ჰაერში. რის ნაკვერჩხალ-ნაღვერდალი, შესაბამისად არც სითბო და არც არაი...
ამ სურათზე მაგი მომენტია დაფიქსირებული. მეძინა მაგ დროს უკვე საძილეში, მაგიც ჩანს სურათზე.
დილით ყველაზე ადრე გამეღვიძა. ასე ვიცი ხოლმე. ზაფხულში ისედაც ადრე მეღვიძება და ლაშქრობაში პირველ დღეებში მით უმტეს. ცეცხლის დანთებისთვის ნაკვერჩხალი შემონახული ბუნებრივია არ იყო. ღამით დაენამა იქაურობა. სველი იყო ფიჩხიც და ყველაფერიც გარშემო. საძილე ზემოდანაც დაენამა. ცეცხლის დანთება მინდა, მარა ასანთი, სანთებელა, კვესი და აბედი მე არ გამაჩნია და.. დანარჩენებს სძინავთ. კიდევ 2 საათი ეძინებათ, ისე ვატყობ კოჭებში.
დევის ლოდისკენ თუ რაცხა ქვია, წავედი. მივედი, ვნახე. იქ იყო. რა უნდა მექნა. წავედი აღმა. აჭის წმინდა გიორგი მოვინახულე. დილით ცისაკრზე მაინც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა, სულ სხვანაირად იყო გაბრწყინებული. დავდექი და ვუყურებდი ასთე...
აჭის წყალო კამკამაო...
დადოს მაგი სიმღერა ვინმემ. ტექსტი მაინც.
ავუყევ_ჩამოვუყევი აჭისწყალს. გზად ის გურული შემხვდა, მერე რომ მოვიდა და დაგვლოცა. სისხამ რიჟრაჟზე ხარებს დენიდა აღმა. ცივაო შემომჩივლა. აპრილში აჭიში ვბანაობდითო და ეხლა იმისთანა ცივა, ნამეტარიო. კანიც აბურძგლული ჰქონდა სიცივისგან. მასთეაო, დავეთანხმე. მოვუბრუნდი ბანაკს. ქე ეძინა ყველას ტკბიალდ ისევ. ისევ დევის ქვის სანახავად წავედი, ვნახოთქო, ეგება და წაეღო ვინმეს. იქვე წყაროც მოდის და პირი დავიბანე.
დილით ცივი წყარო თბება..
რომ მოვბრუნდი, უკვე იღვიძებდნენ ზოგიერთები. თავადს თავი გამოეყო საძIლედან, ქსოველი ამდგარიყო.. დანარჩენებიც ნელ-ნელა იღვიძებდნენ...
ჰოდა გურულ სიმღერას ვჩიოდი..
დილა არის ცა-ლაჟვარდა
ზეცა სხივით იფერება
გამეიხედა ბუნებამ,
სამეჯლისოდ ემზადება....