27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 21:28

ჰოდა ვზივართ და... აბა მიხვდით რას შვებოდნენ ;)

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by kiki » 29 აგვ 2008, 21:29

დიდად ვისიამოვენე რეპორტაჟით,ძალიან კარგები ხართ.

წარმოვიდგინე მეც, რომ ვყოფილიყავი....:)


მთელი გულით თქვენთან ვიყავი და ალბათ გრძნობდით კიდეც :P


ვგრძნობ ახლო მომავალში მეც ვიხილავ ამ მშვენიერებას :wink:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 21:30

ისევ დარიალი..

Image

ჰოდა ბარემ აქ ვარ და დარიალს ხელი როგორ არ შევახოო და ჩავედი ქვემოთ და მდინარესაც მოვეფერე...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 29 აგვ 2008, 21:32

kiki

ჯერ რეპორტაჟი შუა ნაწილშიც არ შესულა... ეს კველაფერი მხოლოდ შესავალი და ჰა-ჰა პირველი თავია.

ამჟამად ჩვენ გერგეტა-დარიალის მიდამოებში ვართ და მალე ყაზბეგს რომ გავცდებით, ამაზე მეტი სანახავი მერე შეიქნა

:)
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 21:34

ARCHIL_i

დარიალის ეს სურათი და დარიალიც მორჩა, აწი გააგრძელე თხრობა და მერე მოგეშველები სურათებითაც..

Image

მართლა, ლამას უნდა შენგან რაღაც და შეეხმიანე.. -
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by likakoo » 29 აგვ 2008, 21:40

სავსე ვარ ემოციებით!!!....

ზოგჯერ ეჭვი მეპარება ეს ყველეფერი მე ხომ ვნახე მეთქი :wink:
"ლიკაკოო მშვენიერბის ქვეყანაში"... 8) :D


დილით კარვიდან რომ გამოვედი გერგეტის სამება დავინახე, შემდეგ მყინვარი და გავიფიქრე: "არ არიან სიტყვები გრძნობისათვის".. :wink:

ხალხო ეს უნდა ნახოთ!!!!....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 29 აგვ 2008, 21:55

დარიალში ცვენი კარაველების მიერ შეწირული ხატის ნახვა ცოტა კიდეც გაგვიკვირდა, რადგან ძალზე საპატიო ადგილას აღმოჩნდა...

მოვილოცეთ დარიალი, გავხედეთ რუსეთის საზღვარს. რამდენადაც მშენებარე ეკლესიის წინ ვიდექით, შესაძლებლობის ფარგლებში თავი შევიკავეთ არასასურველი, თუმცა სამართლიანი ფრაზებისგან...

ღვთისმშობლობა დღე იყო, რა უნდა გვექნა, ღვთისმშობელს მხოლოდ რუსების გონზე მოყვანა და ეშმაკის მაგიერ უფლისკენ შემობრუნება შევთხოვეთ.

დარიალიდან კიდევ უფრო გუნებაამაღლებულები წამოვედით, როგორც აღმოვაჩინე, ამ კარავებიანი ექსკურსიის გიდი ვყოფილვარ და კიდევ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე დღის გეგმის საინტერესოდ შესრულებას...

რამდენად გამომივიდა, ეს უკვე კარაველებმა თქვან :) :) :)

დარიალშივე რამდენიმე ახალ კარაველს მცირე ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, იქნებ, სამომავლოდაც გამოადგეთ, გზად ყაზბეგისაკენ კი ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ჩამოვარდა საუბარი. კერძოდ, სად და როგორ აგვეღნიშნა მარიამობა...

ცაცუნას ხინკალი უნდოდა, მე წვადებისაკენ ვისრებოდი, ზოგმა იდეა წრმოთქვა ორივე და სხვა დანარჩენიცო, ეს საკითხი ფინანსური მოტივების გათვალისწინებით ჩავარდა. მარშუტკის კარაველთა სპეციალურ საბჭოს საკითხის კენჭისყრაზე გატანა შევთავაზე. საკითხის წარმდგენად მე დავინიშნე და ალბათ წარმოგიდგენიატ, როგორ წარმოვადგენდი კენჭისსაყტელ საკითხებს.

აბა სად წვადი თქო და სად ძირათი გაჯერებული უწვნო ხინკალი-თქო... სად ბუნებაში ცეცხლის დანთება და სად მთვრალ მთიულ-მოხევებიანი დუქანი მეთქი... ერთი სიტყვით, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიები გამოვიყენე ანუ ოღონდ ჩემს მიერ შეთავაზებული ვარიანტი გასულიყო და აღარც ტყუილებს დაგიდევდით, აღარც - ხალხის ინტერესების დაკიდებას, აღარც ამას და აღარც იმას, ერთი სიტყვით, კენჭისყრის წინ ყველა ზომას მივმართე და შედეგმაც არ დააყოვნა.

წვადი -- 10 ადამიანი
ხინკალი - 1 ადამიანი
თავი შეიკავა - 1 ადამიანი
ეკიდა და ხელის აწევაც კი დაეზარა - 1 ადამიანი
არ შეეძლო, მძღოლი იყო და ხელი ვერ აწია - 1 ადამიანი

ჩავედით ყაზბეგში. მე, არჩილ და ინტელიგენტი ხორცის შესაძლო მაღაზიებში წავედით. მივაგენით კიდე, ერთი კაი გულიანი მთვრალი მოხევეც ვნახეთ გამყიდველი. სიხარულით მოგვილოცა დღესასწაული და ხორცი შემოგვთავაზა, როგორი ნაჭერიც გინდათ, იმას ჩამოგიჭრიო.

შევხედე ხორცს, ხორცი კი კაი იყო, მაგრამ სახე დამემანჭა. ხორცი ძროხის გამოდგა. სხვაგან ხორცი აღარ გვეგულებოდა.

დავუბრუნდით დისლოკაციის ადგილს. ფაქტობრივად დამარცხებულმა ღირსეულად მივულოცე გამარჯვება ნამცეცუნას და გავაგრძელეთ გზა.
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 22:08

ARCHIL_i

იმ მოხევემ, თავად გვითხრა, საქონლს ხორცი მაქვს მარტო, ხაშლამისთვის კაია, მარა სმწადედ არ გამოგადგებათო, დიდი ხანი დასჭირდებაო შეწვასო, და ახლო მახლო ვერც იშოვითო... სიმართლე არ უნდა დავუკარგოთ კაცს...

ჰოდა ეგ ყველაფერი სტეფაწმინდაში ხდებოდა...

და მივაყოლებ მაქაურ სურათებსაც...

სტეფაწმინდა

Image

მოსჩანს ალექსადრე ყაზბეგის ძეგლი, გვერდით თანამედროვე სასტუმრო "სტეფაწმინდა", ანუ თუ ისეთი მეგობრები გყავთ, რომლებიც შხაპის და რბილი საწოლის გარეშე ვერ ძლებენ და გერგეთის მონახულება გულით უნდათ, მანდ შეიძლება დასახლდნენ და...

და უყურონ ასეთ მშვენიერებას :)

გერგეთის სამება - ხედი სტეფაწმინდიდან

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 29 აგვ 2008, 22:21


გეზი სნოს ხეობის მონახულებისაკენ ავიღეთ.

სნოს ხეობა რამდენიმე სოფლისაგან შედგება: აჩხოტი, სნო, ახალციხე, კარკუჩა და ჯუთა.

იმის გამო, რომ აქ წელიწადნახევარი ვიცოცხლე თითქმის, ეს ხეობა იმდენად შემიყვარდა, რომ ყველანაირი ობიექტურობა დავკარგე და ეს ხეობა სუბიექტურად შემიყვარდა, თუმცა, ის, რომ ეს ხეობა ულამაზესია სხვებთან ერთად, ეს ობიექტრი ჭეშმარიტებაა და ამაში კარაველებიც დამეთანხმებიან...

მიდიხარ გზაზე აჩხოტისაკენ და მარცხნივ ყუროს მთა გიყურებს, თერგი კი მარჯვენა მხარეს თან გესალმება და იმავდროულად გემშვიდობება, საქართველოს დევნილობს ხოლმე და ბევრი ქართველი ემიგრანტივით რუსეთში ასრულებს ცხოვრებას. ასეთი ტრაგიკულია თერგი...

ამის შემხედვარე ყუროს მთა კი ცრელმებს ვერ იკავებს, რად უნდაო ქართველს რუსეთში ცხოვრება და რუსეთში სიკვდილი?.. მაგრამ... ყუროს მთას ტირილი არ შეუძლია, ქვის არის, მაგრამ ტკივილს ქვითვე, გაქვავებული ცრემლებით გამოხატავს... და ეს ყველაფერი მართალი ამბავია... ამას ისიც ამტკიცებს, თუ როგორ იმსხვრევა ყუროს მთა ყოველდღიურად.

მახსოვს, მონასტერში ცხოვრების დროს მითხრეს, ყუროს მთა ისე ინგრევა ყოველდღიურად, რომ თუ კარგად დააკვირდები, მის ცვლილებას ყოველდღიურად შეამჩნევო. მე მქონდა საშუალება ამას დავკვირვებოდი და მართლაც, ყუროს მთა იმდენს ტირის ყოველდღე, რომ გაქვავებული ცრემლების ღვრისაგან ილევა.

აჩხოტში ჩემთვის ყველაზე უძვირფასეს ადგილს, აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის მამათა მონასტერში მივიპატიჟე. ეს შთაბეჭდილებები, დაე, თავად დაწერონ მეგობრებო. ჩემთვის სასიხარულო იყო ისიც, რომ ჩვენი ჯგუფი პირველი ყო კარაველებიდან, რომლებსაც ამ მონასტერსა და ტაძარში "ვუმასპინძლე" ანუ მეგზურობა პირადად გავუწიე.

აჩხოტის მამათა მონასტრის შესახებ ზემოთ მოგიყევით.

მონასტრის მიტოვება ყოველთვის ძალიან მიჭირს ხოლმე, მაგრამ მივხვდი, რომ იქ მეტს ვეღარ ვიდგებოდით, გეზი სნოსაკენ ავიღეთ, თუმცა გზაში ჩვენი ტაძრის მგალობლები შეგვხვდნე და გადავწყვიტეთ ახალციხისაკენ წავსულიყავით. ჩვენ მამა პავლემ დაგვლოცა და მე კიდევ ერთხელ გამოვემშვიდობე მამებსა და ძმებს.

შემდეგი ადგილი ახალციხის IX-XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იყო.
Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by khrukhuna » 29 აგვ 2008, 22:37

აბალდუი ულამაზესად აღწერ..დიდი მადლობა შენ..
მე რა შემიძლია ვთქვა ამის შემდეგ, ალბათ ის რომ ბედნიერი ვარ ასეთი სილამაზე რომ ვნახე..
აი სურათებიც აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის მამათა მოასტერი..
Image
Image


Image
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 22:52

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 22:53

ესეც პატრიარქის სახლი, რომელიც მონასტრად აქცია

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by khrukhuna » 29 აგვ 2008, 22:54

ისევ აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის მამათა მოასტერი

Image
Image

პატრიარქის სახლი
Image
Image

მამაო და კარაველები..
Image
Image
Last edited by khrukhuna on 29 აგვ 2008, 22:56, edited 1 time in total.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by Archil » 29 აგვ 2008, 22:55

ესეც სამრეკლო

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27-28 აგვისტო-გერგეტა,დარიალი,სნოს ხეობა და სხვა

Post by ARCHILI » 29 აგვ 2008, 23:56


ახალციხიხის ღვთისმშობლის ტაძარი, IX-XI საუკუნეები...

ამ ტაძარზე რომ ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება ზამთღის დღეები, 20 გრადუსი ყინვა და წელამდე თოვლი, ღამისთევის წირვები... ძველი მონასტრისგაყინული ძირი...

ჩვენი მონასტრიდან (აჩხოტიდან) დაახლოებით 7-8 კილომეტრია ახალციხემდე და საღამოს 9 საათისათვის გავდიოდით ძმები და მამები მონასტიდან...

წარმოიდგინეთ უკუნი ღამე, ზოგჯერ ვარსკვლავიანიც, თოვლზე არეკლილი მთვარის სინათლე, გაუკვალავი გზები, მიცვდივართ სწრაფი ნაბიჯებით, ხელში სკვნილზე ვლოცულობთ, მგალობლბის ჩვენთან ერთად გალობენ, ძააალიან ყინავს, მაგრამ ჩქარი სიარულის გამო თან ვოფლიანდებით... ტაძარს რომ მივალთ, მერე ერთ ადგილად დგომისაგან ყინვა კიდევ უფრო გვიკანკალებს სველ ტანს... წინ კი ღამისთევის წირვაა...

ყოფილა ისეც, რომ ღამისთევის წირვაზე 3-4 ადამიანის მეტი არავინ ყოფილა... თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საოცარი იყო ხოლმე ასეთი ღამისთევის წირვა...

დიდ დღესასწაულებზე მეუფე და მამები ერთად სწირავდნენ ხოლმე და მრევლის მტელი ჯარი მიდიოდა ღამისთევაზე... იქიდან დილით, ჯერ კიდევ დიდ სიბნელეში კვლავ ფეხით ვნრუნდებოდით ხოლმე მონასტერში, საოცარ განწყობაზე, გალობა-გალობით, სიცილ-სიცილით...

ზოგჯერ ჩვენ მეუფე სნოში, რეზიდენციაში შეგვიპატიჟებდა ხოლმე და გვატრაპეზებდა... მეუფე, მამები და ჩვენ, საძმო... საოცარი დღეები იყო... საოცარი ბედნიერების ხანა ჩემს ცხოვრებაში...

ერთხელ, ჩვენ მეუფემ წამოყვიყვანა მანქანით მონასტერში, რადგან რამდენიმე ღამისთევა გვქონდა გადატანილი და დაღლილები ვიყავით, ჩემმა მამაომ თავის სდგილზე უარი თქვა, მირჩევნია ძმები წახვიდეთო და თვითონ მარტო წამოვიდა ფეხით...

მონასტერში მისულები მამაოს ველოდებოდით... რამდენიმე საათში მამაოც შემოვიდა მონასტრის ეზოში... ოღონდ, მარტო კი არ შემოვიდა, წინ მგლები შემოუძღვნენ... მამაო მონასტრის კარამდე მოაცილეს და გაბრუნდნენ... ცვენი გაკვირვება წარმოიდგინეთ თქვენ, მაგრამ მამაო სრულაიდ უბრალოდ და ბუნებრივად შემოვიდა, თიტქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყოს...

მას მერე, ხშირად იუმორით ვამბობდით ხოლმე ძმები, როცა კარკუჩადან ან ახალციხიდან ვბრუნდებოდით ფეხით, მგლის შიში არ გვაქვს რადგან მამაისაგან არ აქვთ მგლებს კბენის კურთხევაო...

ახალციხის ღვთისმშობლის ტაძარში თამარის ერთ-ერთი ჯვარია დაბრძანებული:


Image
Image

ტაძრის წინ კი უზარმაზარი ქვაში ნაკვეთი ღვთისმშობლის ფრესკა, ამბობენ, რომ ის სასწაულთმოქმედია:

Image
Image

თავად ტაძარი კი ულამაზესია და საოცრად ლამაზ ადგილას აშენებული.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]