ხარაშოოოო,
ჩემი ჯერია..
1. ირაკლი გაგნიძე (თუ რამეა იკა დამიძახეთ, ირაკლიზე რეაქცია არ მაქვს)
1.1 სიმაღლე 190 სმ, წონა 72 კგ (კარავის გარეშე) აღნაგობა სპორტული
2. დავიბადე თბილისში 1986 წლის 3 ნოემბერს (ამჟამად 19 წლის ვარ)
3. ცოლ-შვილზე sorry ჯერ.. მოიცადონ ცოტახანი

4. დავამთავრე პირველი კლასიკური გიმნაზია (რუსთაველზე როა ყვითელი შენობა, პარლამენტის გვერძე.. ისა..)
5. ვსწავლობ GPI-ში პიარის მე-2 კურსზე.. (პიარი-საზოგადოებრივი ურთიერთობები)
6. ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობ ამიტომ მარტო იმას ვიტყვი რა განხრით: პიარი, აუდიო/ვიდეო მონტაჟი, 3D გრაფიკა, პროგრამირება, ქსელების ორგანიზება და ადმინისტრაცია, ინტერნეტი (ჰოსტინგი, ვებ დიზაინი) საერთაშორისო ბიზნესი, თარჯიმანიც ვარ ხანდახან (ინგლისური-ქართული-რუსული) [ეს ყველაფერი ხუმრობის გარეშე] ვმუშაობ ყოველთვის მოქნილი გრაფიკით ანუ საქმეს ვაკეთებ დროულად, მარა პრიორიტეტებს მე ვალაგებ და ამდაგვარად ხეტიალისტვის და ნორმალური ცხოვრებისთვის დროს ვიტოვებ. ბოდიში რომ სამსახურზე ამდენი დავცერე მარა ეგ ჩემი დღის მინიმუმ 60%-ია

7. ინტერესები: ინეტში ძრომიალი, ბილ გეითსისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენება, სნოუბორდი, თავისუფალი ვარდნა პარაშუტით, Free Style ალპინიზმი, რაფტინგი, ქეივინგი (გამოქვაბულების აღმოჩენა და იქ ხეტიალი [2 სახეობა არსებობს: ვერტიკალური და ჰორიზონტალური]) და ათასი კიდე..

8. საყვარელი ფერი: შავი
9. მანქანის საყვარელი მოდელი: Dodge Viper RT-10
10. საყვარელ ანეკდოტი გურულებზე: გურული ქალი ტავის მოსაკლავად საკუთარ ნერწყვს გადაყლაპავს.
11. ფობია: არ მაქვს უბრალოდ ობობები არ მევასება
12. საყვარელი რეკლამა: პიიიპ, პიიპ.. ავეჯის გადაზიდვის სერვისი.. 25-60-60
13.სისხლის ჯგუფი A(II)Rh+
14.აღმსარებლობა: მართლმადიდებელი ქრისტიანი
15.დამოკიდებულება ქართველი პოლიტიკოსებისადმი: მაგათი დედაც ჯეკ..
16.დამოკიდებულება ქართული ესტრადისადმი: იხ. ნომერ 15, მარა ბალი სულ სხვააა (მაგ სიმღერას ორგანულად ვერ ვხარშავ)
17.ნასამართლევი არ ვარ
18.მობილურის ნომერს ვინც მთხოვს იმას მივცემ პირადულ საუბარში

19.საყვარელი ფილმი: The Matrix
20.ხო არ ვუბერავ? შეიძლება... ეგ თქვენ გადაწყვიტეთ

თუ იცი რა გინდა ცხოვრებაში, ან ძალიან ცოტა გინდა, ან ძალიან ბევრი იცი..