კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Archil » 14 ივლ 2008, 00:35

ასე და ამგვარად.....

ეს ლაშქრობა ასე იწყებოდა....

12-ში 6 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან გავეშურეთ... გაგვაცილა ლამამ....

მოკლედ. გადავწყვიტეთ გვენახულა ხევსურეთი. ჯგუფი შედგებოდა ისეთებისგან, რომლებსაც არ ჰქონდათ ნანახი ხევსურეთი და იმათგან, რომლებიც უკვე რამოდენიმეჯერ ნამყოფი იყო. ამიტომაც ერთს შატილი ნახვა აინტერესებდათ, ხოლო მეორეებს მივიწყებული, არაგაპიარებული, ანუ ნაღდი ხევსურეეთის. ლაშქრობა ისე დაიგეგმა, რომ ყველა კმაყოფილი ყოფილიყო და გზაში დაღლას თუ ჩავთვლით და აცაბაცას საათსაც და ფოტოაპარატს არ ჩავთვლით, ყველა მოხიბლული დაბრუნდა ხევსურეთიდან

მივყვეთ როგორც წესი და რიგია...


1. რეგიონი: პირიქეთა ხევსურეთი
2. მარშუტის დასახელება:

1. დღე 1. თბილისი-დათვიჯვარი-შატილი-მუცო-არდოტის ჭალა
დღე 2. არდოტის ჭალა-ანდაქი-არდოტი-მუცოს ძირში გავლა-ხევსურეთის მუზეუმი კორშაში-თბილისი

2. დღე 1. თბილისი-დათვჯვარი-ძველი ხახაბო, ახალი ხახაბო-არდოტის ჭალა
დღე 2. იგივე რაც პირველ ჯგუფს

3. ხანგრძლივობა: 2 დღე

4. სირთულე: 1 ვარიანტი - საშუალო (მეორე დღეს თუ გავითვალისწინებთ), 2 ვარიაინტი შედარებით რთული

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: არდოტი

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: 6 საათის სავალია თბილისიდან

7. ფეხით გავლილი მანძილი: დათვიჯვრიდან 11-ზე დავშრდით და 7-ზე არდოტში შევხვდით. ანდაქში მისვლას 1 საათი დაგვჭირდა... (დაკოტაში საათობით ზომავენ მანძილს ;) )
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: ხევსურეთის მუზეუმი კორშაში, დათვიჯვრის უღელტეხილი, შატილი, ანატოლის აკლდამები, მუცო, არდოტი, ბახვა, ანდაქი, არქილი, ძველი და ახალი ხახაბო, ხევსურეთის ცა დღისით და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამით, უამრავი ყვავილი, მთას შერჩენილი ხევსურები

9. საბანაკე ადგილები: არდოტის რიყეზე დავბანაკდით. მუცოსთანაც შეიძლება.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე: არის, საკმარისზე მეტი

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: ფარანი, საწვიმარი, ხახაბოდან წამოსვლის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ რომ მუხლამდე წყალში რამოდენიმეჯერ მოგიწევთ შესვლა, მდინარეს ერთი ნაპირიდან მეორეზე წყლით გავდი-გამოვდიოდით. წყალში გატოპვების გამო მე ღია ფეხსაცმელი შევარჩიე, მაგრამ დაღმართზე სიარული ამით რთული იყო. სჯობდა ბოტასი ან ჩექმა ჩამეცვა, წყალში გასატოპად გამეწირა, სამაგიეროდ ფეხიც მყარად მექნებოდა დადგმული დაღმართზე სიარულისას და ბალახებში გავლისასაც ჭინჭრები ნაკლებად შემაწყხებდნენ. ტანისამოსი აგრეთვე გრძელტოტებიანი, თორემ ჯინჭარაულების საუფლოში ჭინჭარი საკმარისზე მეტი იცის ;)

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: მურღვა, იგივე ნიკო არდოტელი, უშანგი, ufo, კავკასიკა

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში

ერთი იდეა არ მასვენებდა. პირიქეთადან დაბრუნებისას აბუდელაურზე ავსულიყავი და იქიდან ჯუთას გადავსულიყავი, მაგრამ გაამხსენდა, რომ 15-ისათვის რაღაცა მზად უნდა მქონდეს და პირადი სიამოვნების გამო საქმის გაფუჭება არ მოსულა და დავანებე მაგაზე ფიქრს თავი...

14. რუქა:

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by paata_ » 14 ივლ 2008, 07:38

Archil
ნაღდი ხევსურეეთი

erTi amoxseni Zmurad naRd xevsureTs ras edzaxi? da romeli araa naRdi xevsureTi?
;)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by paata_ » 14 ივლ 2008, 07:41

Archil
არდოტი, ბახვა, ანდაქი, არქილი
Sen albaT gindoda geTqva

baxao

da

arWilo

;)

P.S. am ruqaZe Zalian bevri axeli damaxinqebiTaa dawerili

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Kakha » 14 ივლ 2008, 12:08

მე, ელისო და ჩემი ორი პლიუსიც ვიყავით ხევსურეთში ჩვენი მანქანიდა და შესაბამისად ავტონომიურობის დიდი დოზით. ანუ გავდეით ერთად და მერე მუცომდე ერთად ვიარეთ. მაგრამ მერე ჩვენ დავრჩით მუცოში, შაბათსვე ავედით და ვნახეთ მუცო და აღმოვაჩინე რომ დღის ბოლოს მშვენიერი განათებაა მუცოს გადასაღებად (აქამდე მხოლოდ დილას მქონდა ნანახი მუცო). მეორე დღეს გადავედით არდოტში და მერე დაახლოებით 2 საათზე გამოვემგზავრეთ თბილისისკენ. თბილისში სადღაც 7:30 ვიყავით.

დანარჩენებს არ გავყევით არდოტში კი იმოტომ რომ ერთ-ერთი ჩემი პლიუსი იყო მამაჩემის მეგოვარი რომელიც 80 (ოთხმოცი) წლისაა და ბარგი-ბარხანით ფეხით არდოტამდე გაუჭირდებოდა. უფრო სწორედ მე უნდა მტარებიან ალბათ სამი კაცის ბარგი და მე გამიჭირდებოდა. ამიტომაც გავჩერდით მუცოში და მართალი გითხრად არც მინანია. ყველამ შეირგო. აი მეორე დღეს კი მსუბუქად წავედით არდოტში და ამ ჩემმა პლიუსმა თავისუფლად იარა და არდოტშიაც ავიდა.

მგონია ეს ჩემი პლიუსი ხველაზე ხანდაზმულია კარველებსა და მათ პლიუსებს შორის. ასე არაა.

მერე დავდებ მის სურათს.
Last edited by Kakha on 14 ივლ 2008, 12:19, edited 1 time in total.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by paata_ » 14 ივლ 2008, 12:16

Kakha

marTla yoCaR Tqvens 80 wlis +-s

magra iara, bevr axalgazrdas ajoba da ardotSic ki amovida

tyavis damuSavebac ascavla xevsurebs da dzalian kai rCevebic misca

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Bivrili » 14 ივლ 2008, 12:48

აბა სურათები, აბა ნაღდი ხევსურეთი...................

შთაბეჭდილებები და სახალისო თავგადასავლები..................

ბრავო თქვენ ამხელა მანძილი თუ დაფარეთ 8 საათში...................
გზაში რამდენჯერ დაისვენეთ?.........
და რამდენი კაცი წახვედით ამ გზით?.............

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by tiko_r » 14 ივლ 2008, 13:25

რა დამაინტრიგებელია... არანაღდი რომელი იყო? :D

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Kakha » 14 ივლ 2008, 16:23

აი ესაა რობერტ კუდაშვილი - კარველების მოწყობილი ლაშქრობების, მგონია, ჯერ-ჯერბოთ უხუცესი წევრი, რომელსაც 80 წელი გასულ, 2007 წლის შემოდგომაზე შეუსრულდა.

აქ იგი შატილის საფიხვნოში ზის

Image

აქ კი მუცოდან ფეხით არდოტის გზას მიუყვება
Image

არდოტს რომ მივუახლოვდით გვითხრა, ნახეთ მე რა შემიძლიაო და გაიქცა. გაიქცა და ასე 100-200 მეტრი ირბინა
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by konstantine » 14 ივლ 2008, 22:28

არდოტს რომ მივუახლოვდით გვითხრა, ნახეთ მე რა შემიძლიაო და გაიქცა. გაიქცა და ასე 100-200 მეტრი ირბინა
Image[/quote]



ეს კაცი ჩვენც შეგვხვდა(უფრო სწორად რამოდენიმე იყვნენ და თან უცხოელიც ახლდათ), არდოტში რომ მივდიოდით.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by ლეონტი » 14 ივლ 2008, 23:22

ბატონი რობერტი მართლაც საოცრებაა.
60 წლის კაცს ჰგავს, და რაში მდგომარეობს მისი ჯანმრთელობის საიდუმლო?
ხომ არ გაუზიარებია?

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by ნიმფა » 15 ივლ 2008, 00:23

რატომ არ ჩანს ამ თემაში ემოციების კორიანტელი და ბევრი ბევრი სურათები?:)

ველი სულმოუთქმელად

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Archil » 15 ივლ 2008, 05:10

ჰოდა დავიწყოთ....

ეტყობა ლაშქრობის დაღლილობა ჯერ არ გადასვლიათ და ამიტომ დააგვიანეს დანარჩენებმაც შემოერთება...

ერთი სიტყვით ხევსურეთი მოგვინდა...

ზოგს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი, ზოგს უკვე... ამიტომ ზოგს ერთი აინტერესებდა, ზოგს მეორე, ზოგს კიდევ თევზაობა... ჰო, ეგეთებიც იყო აბა, კაი კალმახი და.... ეხლა არ დამიწყოთ სხვა აქტივობებში გახსენი თემა, აქ რა გინდაო :lol: :wink: :lol: :lol:

მართლა, დღეს ზვიოსული შემხვდა, შავ სიაში უნდა მივეწეროო... თვითონ გახსნა მაგი თემა და... ამოწერა ვერ მოვასწარიო, თუმცა შეტყობინება კი გამომიგზავნა ტელეფონით....

დავიწყოთ !!!

უნდა წამოვსულიყავით მეგზური თავისი კამანდითა და დანარჩენი კარაველები...

ყველას სახელების ჩამოწერას ნუ მომთხოვთ, სხვამ ითაოს მაგი.. ჩემი ამბავი რომ ვიცი შემეშლება რამე და მერე მომვარდება პაატა, დათო კი არა დავითიო და სადა მაქვს მაგისი თავი....

კახამ მამაჩემის 80 წლის ძმაკაცი უნდა წამოვიყვანოოო... მერე თანამშრომელიც... ერთი სიტყვით იმ წვრილთვალება თანამშრომლის მანქანით წამოგვყვნენ...

გეგმა ასეთი იყო:

ვისაც შატილ-მუცო უნდოდათ, მანქანით მიდიოდნენ... ვისაც ძველ-ახალი ხახაბო და ეგეთები, დათვიჯვრიდან შარშანდელ მარშუტს გაივლიდნენ და არდოტში ვხვდებოდით ერთმანეთს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Archil » 15 ივლ 2008, 05:14

გავედით რესპუბლიკის მოედნიდან 12-ში 6:15-ზე. თან წამოგვყვა არდოტელი უშანგი.

ეპიზოდი 1 ხომ იცით, წყალი რომ მოდის და ჩანჩქერი რომ ქვია.... თავიდან დამეზარა ფოტოაპარატის დაჩხაკუნება, მაგი ადგილი საკმაოდ მაქვს გადაღებული, მარა ბოლოს მაინც წავაჩხაკუნე

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Archil » 15 ივლ 2008, 05:35

ადთვიჯვარის აღმართზე ორ ახალგაზრდა ყმაწვილს წამოვეწეთ, ფეხით მოდიოდნენ. წინა დღეს გამოსულიყვნენ თბილისიდან და შატილს ფეხით აპირებდნენ. მარშუტკაში ავიყვანეთ..

ცოტა ხანში მათ თანამგზავრ გოგოებს დავეწიეთ... ჰოდა ადგილი რახან ცოტა იყო, ბიჭები ცავიდნენ, ზურგჩანთები დავატოვებინეთ და გოგოები ავიყვანეთ ათვიჯვრამდე. გოგოების გამოჩენას მხიარულება მოყვა - მე ჯემალი მქვია და ხაშურიდან ვარ და შენ? ეგეთი ტექსტები გვამხიარულებდა, თუმცა ბოლოს ითქვა, რომ დათო იყო და თბილისიდან...

ეს კიდევ დათვიჯვარზე, სადაც დაწინაურებული კახას კამანდა გველოდებოდა...

Image

ამ ფორუმს პატრონი არ ყავს? მესამედ ვწერ ამ ამბავს, ეხლა უკვე შემოკლებით, მთელი ემოცია გაქრა და მერე მიშლის, თავიდან მიხდება დასაწერი... :cry:

ვაჰ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კიდევ ერთხელ ხევსურეთი, ნაღდი ხევსურეთი 12-13 ივლისი 2008

Post by Archil » 15 ივლ 2008, 05:37

ეს ნინო კახას კამანდასთან ერთად

Image

ეს კიდევ ნეტარი დავითი ტექსტით "ჯემალი ვარ ხაშურიდან" თუ რარაც მაგდაგვარით :lol: :lol: :lol: :lol:

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]