რკონი სექტემბერში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 28 დეკ 2007, 22:14

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას!
ახლა მინდა კიდევ ერთი ლაშქრობის შესახებ მოგიყვეთ. ეს ლაშქრობა რკონში შედგა. მართალია არხოტის ლაშქრობასთან შედარებით ის ბევრად მცირე მასშტაბისაა, მაგრამ როგორც ნებისმიერი ლაშქრობა და ბუნებაში მოგზაურობა, ისიც არის რაღაცით საინტერესო! :)

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
სამი წლის წინ, ანუ 2004 წლის სექტემბერში N67-ის მამამ მე, მერაბი (ჩემი ძმა), N67 და N67-ის და რკონში წაგვიყვანა სალაშქროდ. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ლაშქრობა. მახსოვს, რომ თბილისში ძალიან ნასიამოვნები ჩამოვედი. ძალიან მომეწონა რკონის არქიტექტურა და იქაური ბუნება!

მას მერე მინდოდა, რომ კიდევ ერთხელ მომეარა ის ადგილები, მაგრამ შარშან ეს ვერ მოვახერხე. აი წელს კიდე მივაღწიეთ საწადელს!

იდეა მე და მერაბს გვეკუთვნოდა. მშობლებს არ ეცალათ. სამწუხაროდ ჩვენმა მეგობრებმაც ვერ მოიცალეს და დავრჩით მარტონი. :)

მაგრამ ეგ არაფერი. მოვემზადეთ, ბარგი ჩავალაგეთ და 17 სექტემბრის დილას დიდუბიდან გავემგზავრეთ სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი).

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 28 დეკ 2007, 22:38

მარშუტკამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ასე საათნახევარში ჩავიდა დანიშნულების ადგილას: ახალქალაქის ცენტრში. აქედან უკვე ფეხით უნდა გაგვეგრძელებინა გზა.
ახალქალაქიდან რკონში ორი მისასვლელია: ერთი შედარებით კარგი სამანქანო გზა, რომელიც თეძამის ხეობის ზემოდან გადადის და გზაზე სოფელ ჩაჩუბეთს გაივლის.
მეორე კიდე მდინარე თეძამს მიჰყვება და ადის რკონში. ამ ორი გზიდან ფეხით მოსიარულეთათვის მეორე ჯობია, რადგან უფრო მოკლეა და თან გზად (კერძოდ ჭყოპიანთან) ძალიან ლამაზი, თამარის დროინდელი ციხის ნახვაცაა შესაძლებელი. ამ ციხეს რომ გაცდები, ჩაჩუბეთის ქვემოთ კლდეებსაც ნახავთ სადაც უამრავი გამოქვაბულია. აი მესამე მიზეზი თუ რატომ ჯობია მეორე, მოკლე გზით რკონში ასვლა!
ჩვენ ცხადია მეორე გზა ავირჩიეთ.
მზიანი დღე იყო, მაგრამ ცოტა გრილი ქარი კი უბერავდა. დაახლოებით ერთ საათში გავცდით ახლომდებარე სოფლებს და მდინარე თეძამზე აშენებულ პატარა დამბას მივადექით. იქ გადავკვეთეთ მდინარე დავადექით სოფელ ჭყოპიანისკენ მიმავალ ბილიკს.
ჭყოპიანში მალე ჩავედით და აი ციხეც გამოჩნდა:
Image[/img]
ეს მერაბი, უკან თამარის ციხის ფონით
Image[/img]
თამარის ციხე ძალიან სტრატეგიულ ადგილასაა აშენებული. ციხეს სამი მხრიდან ვერაფრით ვერ მიუდგები, რადგან კედლები პირდაპირ შვეულ კლდეზეა ამოყვანილი. მეოთხე მხრიდან კიდე მთის საკმაოდ ვიწრო თხემი მიდის.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 28 დეკ 2007, 22:55

ჭყოპიანთან რომ მივედით იქ ერთმა პაპამ და ბებომ ციხესთან მისასვლელი გზა მიგვასწავლეს (თან ატმებითაც გაგვიმასპინძლდნენ :) ). ჩვენც არ დავაყოვნეთ: ჩანთები იქვე ტყეში დავტოვეთ და შევყევით ბილიკს ტყეში. ხუთ წუთში უკვე ციხეზე ვიყავით. აქედან ლამაზი ხედი გადაიშალა: მარცხნივ ჭყოპიანი მოჩანდა ხოლო მარჯვნივ ჩაჩუბეთსაც მოვკარით თვალი. თვითონ ციხე საკმაოდ კარგადაა შემონახული: ორიოდე გოდოლი და რამოდენიმე სენაკი კარგ წარმოდგენას გიქმნის ციხის თავდაპირველ სახეზე. ციხე გემრიელად დავათვალიერეთ და აქვე რამოდენიმე სურათიც გამოვაცხეთ:
Image[/img]

Image[/img]

Image[/img]
ასე და ამგვარად დათვალიერებით გული რომ ვიჯერეთ, თამარის ციხეს დავემშვიდობეთ და რკონისაკენ გზა განვაგრძეთ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
რკონი სექტემბერში

Post by Archil » 28 დეკ 2007, 23:26

Bernar

თქვენ გაიხარეთ, ეს ციხე რომ გამახსენეთ.

ჭყოპიანში ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაშინ ვიყავით ზაფხულში. მამაჩემი მშენებელი იყო და არხები გაყავდა მაგ მიდამოებში და ოჯახიც ზაფხულში თან წაგვიყვანა. ჯერ კიდევ 3 წლისა ამათრია მაგ ციხეზე მამიდაშვილმა. იმ ასაკიდან ბევრი არაფერი არ მახსოვს, მაგრამ ეგ ციხე ცხადად იყო ჩარჩენილი ბავშვობისდროინდელ მეხსიერებაში...

მას მერე თეძამის ბევრმა წყალმა ჩაიარა..

წელს, კარლოს სამდღიან ლაშქორბისას ჯერ ავუარეთ მაგ ციხეს და მერე ჩამოვუარეთ... ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მეხსიერებაში მქონდა შემონახული... გულმა არ მომითმინა, კარლოს ვუთხარი, ამ ციხეზე მე უნდა ავიდეთქო, ჯგუფს გამოვეყვე და მარტოკა შევუდექი ციხის კედელს. მე ჭყოპიანიდან მოხუცები არ შემხვედრიან ატმებით, :) თან დროშიც ისე მინდოდა, რომ ჯგუფს დავწეოდი... და პირდაპირ შვეულ კლდეზე ავაჭერი... მარცხნიდან მოვუარე ციხეს დ შესასვლელზე ავბობღდი.....

შიგნით სურათები ვერ გადავიღე -ელემენტები დამიჯდა და...

ქვემოთ დაშვება არც ისე ადვილი გამოდგა... მარტოკა კლდეებზე ბოდიალი მაინც სახიფათოა... თეძამის აღმა მხარეს ფოთლოვან-ტყიანი დამრეცი ფერდობია. საჯდომით ჩამოსვლა თუ გაგიგიათ რაცაა? ჰოდა მასე ჩამოვედი ციხიდან. სირბილით გავეშურე და სხვებისა და ჩემდა გასაკვირადაც ჩემს ჯგუფს დავეწიე. მოლაშქრეებს არ სჯეროდათ რომ მართლა ავედი ციხეზე, ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი...

ესეც სურათი, როგორ გადავდიოდით თეძამს...

Image

მე ბუნებრივია კარავის მაისურით ვარ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
რკონი სექტემბერში

Post by N67 » 08 იან 2008, 11:04

რკონიიიიიი......... :lol:

რა კაი იქნებოდა.... :)

რა აჯობებდა ციხის ქონგურებზე ჯირითს,
გაყინულ თეძამში ჭყუმპალაობას და მთვრალ ჯანთხასთან და კუწოსთან ქეიფს....

იიფ...

წავალთ ჩვენ მანდ...
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 09 თებ 2008, 20:41

ბოდიშს ვიხდი ხაგრძლივი შესვენებისათვის :) .
ახლა კიდე განვაგრძოთ ჩვენი ამბები, სურათები, შთაბეჭდილებები და სხვა...
თამარის ციხის ნახვის შემდეგ ნანახით ფრიად ნასიამოვნები ვიყავით და ენერგიულად დავადექით რკონის გზას. საკმაოდ ცხელოდა და ერთი სული გვქონდა იმ ზღაპარში დროზე მივსულიყავით. ასე ოთხი საათისათვის უკვე მივედით. როდესაც თეძამის ხეობის დასაწყისი დავინახეთ ძალიან გაგვიხარდა.
ხეობაში რომ შევედით, ჯერ დასაბანაკებელი ადგილის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ თითქმის ყველგან სუფრა იყო გაშლილი და მიდიოდა ჭამა-სმა :D და ამბავი :D . აქ მარიამობის მერე სულ ეგეთი ამბავია. ვინც არაა ნამყოფი იმის გასაგონად: :) თეძამის ხეობაში რკონის მახლობლობაში ძალიან ბევრი საქეიფო და მოსალხენი ადგილებია. ასე რომ მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წასვლა ნამდვილად ღირს.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 09 თებ 2008, 21:22

ცოტა რომ შევედით ხეობაში, ერთი ჩეხი ეკოლოგი შეგვხვდა და გვკითხა უცხო ენა თუ იცითო. ჩვენც ვუთხარით, რომ რუსულს ,,ვამტვრევდით" და ასე შევყევით ლაპარაკს. მან გვითხრა, რომ აღფრთოვანებული იყო აქაურობით, და სწორედ ბუნების ასეთი სილამაზის ფონზე ძალიან უკვირდა ჩვენი, ქართველების დაუდევარი საქციელი ბუნების მიმართ. როგორც მან თქვა ამ დროისათვის რკონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით ტონა-ნახევარი (!!!) ნაგვის მოგროვება შეიძლებოდა (საგანგაშო და ამაზრზენია მემგონი ასეთი დაუდევრობა ჩვენს მხრიდან).
მცირე საუბრის შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გზა განვაგრძეთ. რკონის ხიდი რომ გადავიარეთ, იქ კაი მოზრდილი სუფრა დაგვხვდა გაშლილი. ხალხი გულიანად ილხენდა, თან დინამიკებიც წამოეღოთ და იყო ერთი ცეკვა-თამაში და ღრიანცელი.
ბოლოს მე და მერაბმა მოვძებნეთ დასაბანაკებელი ადგილი: გავშალეთ კარავი, ვისადილეთ და მოვემზადეთ ხვალინდელი მოგზაურობისათვის.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 09 თებ 2008, 21:29

და აჰა! გათენდა მეორე დილაც. მშვენიერი, წყნარი დილა იყო. დავანთეთ ცეცხლი, ვისაუზმეთ და მოვემზადეთ წასასვლელად.
ჩვენი გეგმა ასეთი იყო:
1. უნდა გვენახა პატარა სათვალთვალო კოშკი, რომელიც წითელი რკინის ხიდიდანაც კარგად ჩანს;
2. შემდეგ კიდე იმავე ხიდიდან რომ ლამაზი და მაღალი მთა მოჩანს, იქ უნდა ავსულიყავით.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 09 თებ 2008, 21:34

სათვალთვალო კოშკურაზე მალევე ავედით, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება: დასავლეთით თეძამის ხეობა და შორს არჯევანის მთა მოჩანს.
და აი სურათებიც:
Image[/img]

აქ კიდე მერაბის (ჩემი ძმის) უკან რომ მთა მოჩანს იქ უნდა ავსულიყავით:
Image[/img]

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
რკონი სექტემბერში

Post by chuna » 09 თებ 2008, 21:37

აი, ჩვენი რკონის ლაშქრობა

http://www.karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=841

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
რკონი სექტემბერში

Post by N67 » 11 თებ 2008, 12:02

Bernar, :D
ჯანთხა არ გინახავთ ჯანთხა ? :lol: :lol:

მგონი აქამდე არ მახსოვდა მეკითხა...

:)
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 11 თებ 2008, 12:05

არა ნიკუშ არ გვინახავს.
თვალი ვერსად ვერ მოვკარით და ძებნაც დიდად არ გვიცდია. :D

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 11 თებ 2008, 12:15

ახლა გავაგრძელოთ:
როდესაც გული ვიჯერეთ ხედების ცქერით, ჩამოვძვერით კოშკურიდან და შევყევით ზემოთხსენებული მთის თხემს. სასიარულოდ არც ისე ძნელი იყო, მაგრამ კაი ბლომად კი იყო სავალი. რაც უფრო მაღლა ავდიოდით მით უფრო გვიჩქარდებოდა გულისცემა და ერთი სული გვქონდა იმისა, რომ ამ მთის წვერზე ფეხი დაგვედგა და იქიდან გადმოგვეხედა არემარისათვის. ბოლოს ორი საათის სიარულის შემდეგ ავედით ბოლომდე და ჩვენს წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა: ძალიან ლამაზი და მიმზიდველი იყო თეძამის ხეობის მთიანი ნაწილი, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით. შორს რომელიღაც მთა გამოჩნდა (ქართლის მონაკვეთზე თრიალეთის ქედის ერთერთი მაღალი მთა).
აი ისიც (2240 მ ზღვის დონიდან):
Image[/img]
Last edited by Bernar on 13 მარ 2008, 21:22, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 11 თებ 2008, 12:17

ქვემოთ კიდე სათამაშოსავით მოჩანდა რკონის სამონასტრო კომპლექსი, ხოლო თვით რკონის ხიდი წერტილივით ემჩნეოდა დედამიწას. აი ამის დამადასტურებელი ფოტომასალა: :)
Image[/img]

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
რკონი სექტემბერში

Post by Bernar » 11 თებ 2008, 12:29

ესეც მე
Image[/img]
თეძამის ხეობის ბოლო ნაწილის პეიზაჟით
და ესეც მერაბი
Image[/img]
თეძამის ხეობის მთა-გორიანი პეიზაჟით.

და ბოლოს ამ მთაზე მარტოსულად მდგარი ხე
Image[/img]

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]