მარანთქება...
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
მარანთქება...
იქნებოდა ასე თორმეტის ნახევარი, რომ გამოჩნდა ნანატრი ყვითელი მარშუტკა რომელსაც თან მოჰყვნენ შემდეგი კარველები: ლამა, სასკვა, პოპინსი, შატილი, ნაყვარება, კოლხი გოგო. ლეონტი თAვისი ოჯახით თავისი მანქანით მოვიდა. დავიძარით სოფელ ოძისში, გიორგი ერისთავის სახლმუზეუმში. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვნახეთ ასევე მათი მარანიც. ეს მარანი ნანახი მქონდა მაგრამ სიამოვნებით გადავავლე თვალი. ამის შემდეგ წამოვედით საგურამოში, თAდეოზ გურამიშვილის(ილია ჭავჭავაძის სიმამრი) მარნის სანახავად სადაც გველოდებოდნენ მაკენა, რუხი და ნამცეცუნა, მართალია მარანი ძალიან მიუხედავია, მაგრამ როგორც არქიტექტურული ძეგლი შესანიშნავი და გრანდიოზულია, წარმომიდგენია როგორ ღვინოს აყენებდნენ ამ მარანში ჩვენი წინაპრები... (იქვეა დავით გურამიშვილის ნასახლარი და მარნის ნაშთები). ის საღამო მწვადებით დავასრულეთ და იმედია ფოტოებს მალე დაყრიან. მოკლედ ვთვლი, რომ სასიამოვნო დღე გამოგვივიდა და რაღაცა ახალი კიდევ ვნახეთ...
გკოცნით
გკოცნით
Last edited by qvevri on 10 თებ 2008, 20:56, edited 1 time in total.
მარანთქება...
ის საღამო თუ ეს საღამო? დღევანდელ დღეზე ჰყვები ხო ქვევრუშ?
მოკლედ ძალიან მაგარი დღე იყო ,თუ არ ჩავთვლით იმას რომ მძღოლის მეთაურობით ყველანი რაღაც დაბნეულები ვიყავით.ყველა პუნქტს დაახლოებით ორჯერ ვუვლიდით გარშემო და შიგ ვერ ვაღწევდით.ბოლოსკენ ეგეთი რამეები უკვე აღარც გვიკვირდა..
მოკლედ ძალიანაც ნუ დაგვცინებთ მაგრამ მცხეთაში შესვლა ძალიან გაგვიჭირდა,ხან სად ამოვძვერით ,ხან სად და აქეთ-იქეთ ერთსაათიანო ბოდიალის მერე როგორც იქნა სვეტიცხოველს მივაგენით
მე ვფიქრობ ეს მაინც მძღოლის გამოისობით მოხდა რამეთუ ,წინადღით ჩვენები ჰყავდა სამშვილდეში და იქ სულ კაცები იყვნენ და დღეს ამდენი გადარეული,მომღერალი და კივილ-წივილა ქალის ნახვაზე კაცი დაბნეული ატრიალებდა თავს ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ ნერვიულობისაგან ერთი კოლოფი სიგარეტიც მოსწია..
მოკლედ ასე ..
ლეონტის მანქანა ძირითადად უკან მოგვსდევდა ,მერე ჩვენ მივსდევდით ,მაგრამ მაინც სულ არეულად დავდიოდით,ბატონი ლეონტი ღიმილად იყო ქცეული..რამეთუ ვერ გაარკვია რა გვჭირდა და რატომ ვერ ვაგნებდით ასე მოკლე დისტანციაზეც კი გზას..თან რატომღაც ყველა ის მოსახვევი სადაც უნდა შეგვეხვია ერთი ორი კილომეტრის შემდეგ გვახსენდეებოდა...
მოკლედ სანამ ანდების მამამდე მივაღწიეთ ბევრი თავგადასავალი გადაგვხვდა.
აი როგორც კი ჩემს მიერ ანდების მამად მონათლული თავად ბატონი მაკენა გამოჩნდა ყველაფერი დალაგდა და მწვადის შესაწვავად გავეშურეთ..ასე და ამგვარად..კიდევ ბევრია მოსაყოლი მარა მეძინებასავით და
ფოტოები თითქმის არ გადამიღია ხელები მეყინებოდა..(სიბერე,სიბერე..) ნუ ერთი თუ ორი გადავიღე მხოლოდ.
დუშეთის რაიონი სოფელი ოძისი,დავით და გიორგი ერისთავების სახლ მუზეუმი..ციოდა,მოუვლელი იყო ,მაგრამ კარგი ადამიანები დაგვხვდნენ იქ და მალე შეგვირემონტებენ შენობასო და ბოდიშები გვიხადეს..მოკლედ კაი ქალები იყვნენ..

Last edited by popins on 10 თებ 2008, 21:17, edited 2 times in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მარანთქება...
მართლა საინტერესო ლაშქრობა გამოგვივიდა. ძალიან მოგვეწონა გიორგი ერისთავის მარანი თავისი მამა-პაპური ქვევრებით და ქოცოებით (პატარაა დაახლ 50-60 ლიტრის ტევადობის ქვევრები) სხვათაშორის ამ სახელწოდებამ კარველებში დიდი მოწონება დაიმსახურა, და ლამის ერთი ადამიანის ზედმეტსახელად იქცა
თადეოზ გურამიშვილის მარანი ერთ დროს მეტად გრანდიოზული რამ ყოფილა, თავისი მოჩუქურთმებული კედლებით, სვეტებით და ბუხრებით, მაგრამ ახლა ძალიან მოუვლელია და საფუძვლიან რესტავრაციას საჭიროებს. საინტერესო იყო ქვევრის მონათხრობი ქართულ მარნებზე და ღვინოებზე. ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი საინტერესო დღისათვის

Last edited by popins on 10 თებ 2008, 21:48, edited 1 time in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მარანთქება...
მოკლედ როგორც პოპინსმა დაწერა, ჩვენი ბრალი ყოფილა მძღოლებს რომ სულ გზა ერეოდათ, ჩვენ გადაგვირევია. რა ვიცი აქეთა გზაზე თითქოს ჭკვიანად ვიქცეოდით, არც გვიმღერია და არც გვიცეკვია მარშუტკაში, ერთია ჯგუფურ სურათებს ვიღებდით, ნეტა რამ გადარია ის ხალხი? მაშინ მიკვირს თბილისში როგორ ჩამოგვიყვანეს და სადმე ბათუმისკენ არ ამოგვაყოფინეს თავი, ისეთ დღეში ვიყავით უკანა გზახზე
მივემართებით ოძისისკენ, ძალიან ჭკვიანურად ვიქცევით

Last edited by Mta Mkvarebia on 10 თებ 2008, 21:53, edited 1 time in total.
მარანთქება...
გიორგის სამოსი, 5 წლის ასაკსი, თარგს დააკვირდით.
ეს თარგი გავრცელებული იყო აEღმოსავლეთის , მცირე აზიის მხარეში და Mათ შორის საქართველოშიც.
მარანთქება...
ნამდვილი კარვული გასვლა იყო თავისი "კარ(ა)ვული რესტორნით" აი ეს არის ის რაც ჩვენ გვიყვარს და ახარებს ჩვენს გულებს დიდი მადლობა ყველას ერთად და ცალ-ცალკე
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მარანთქება...
ეს კიდე მტკვარ არაქსის კულტურული შრიდანაა ნაღდი, უპოვნიათ და იქვე მუზეუმშია.
მარანთქება...
ვიღაც იმერელმა შესზრახა მაინძელოო და...
უეცრად თავადი გიორგი მარნისთავი გადმოდგა.
მობრძანდით ბატონო,
სტუმარი ღვთისააო.
რა ენაღვლება რა,
იმდენი ღვინო ჰქონდა მარანში , 1-ს ნატრულობდა , ამ ზამთარ იქნებ ვინმეშსემოხეტიალდესო.

დღე იყო არაჩვეულებრივი...
ცივი გარეთ და თბილი შიგნით.
ვიყავით: თემის ავტორი-ქვევრი,
ლეონტი თავის ოჯახით (ოჯახი რომელიც უკვე შემიყვარდა)
შატილის ასული (ადამიანი რომლთანაც ვერ მოიწყენ)
მთა მყვარებია (ჩვენი ფოტოგრაფი )
პოპინსი თავის გეგათი (ბოლოს მაინც უყვირა)
ჩემი ლიკაკოო (მაფრთხილებს ხოლმე ორი ”ო” დამიწერეო)
ლეგენდა თავისი პატარა ქალბატონით (მამიდუკათი)
კოლხი გოგო (თუთას აჯობა და მარანთქებაზე გვესტუმრა)
ლამა და სასკვა (ბედნიერი წყვილი)
შემოგვიერთდნენ: მაკენა (თავისი გადარეული მანქანით)
რუხი (კაცმა, რომელმაც მწვადი არაჩვეულებრივად შეგვიწვა)
ჩემი საყვარელი ნამცეცუნა, რომლისათვისაც პატარა ადგილი მოიძებნა და ჩვენთან აღმოჩნდა.
და ჩვენი მძღოლი და გამცილებელი, ორი ადამიანი რომლებიც ჩვენს უფრო მიგვყავდა, ვიდრე ჩვენ მივყავდით
მოვისმინე სემინარი მარანთქებაზე კითხვებიც იყო, მინდა ავღნიშნო რომ კითხვები ჩვენს ექსკურსიათმძოლებსაც გაუჩნდათ (ცალკე მკითხეს ეს ბიჭი ძალიან განათლებული ჩანს და ხომ შეიძლება კითხვები რომ დავუსვათო)
ქვევრიც არავის ტოვებდა უყურადღებოდ და ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობდა (რა გინდათ იცის კაცმა თავის საქმე)
რას შეეხება გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმს, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი ის წუხილი რაც იქიდან გამომყვა, რამდენიმე წელი და იქ სანახავი არაფერი იქნება ვინმე გულისხმიერმა ადამიანმა თუ არ შეავლო ხელი...
თუმცა ჩვენს მასპინძლებს სულ ახლახან მიუღიათ მთავრობისგან დაპირება, რომ რესტავრაციის გაკეთებას დაიწყებენ.
შემდეგ ვიყავით თადეოზ გურამიშვილის მარანში (საგურამოში) მოვინახულეთ ახლად აშენებული ილია მართლის სახელობის ეკლესია (გოგონებმა შეძლებისდაგვარად შევასრულეთ საგალობლები) და დღე შევაბინდეთ კოცონთან შუა ტყეში, მართალია დავიღალე მაგრამ ძალიან გული დამწყდა ცხელ კოცონს რომ მოვწყდი და ზღაპარი დროებით დავტოვე.
დიდი მადლობა ჩემგან ვის?
რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ჩემს გვერდით იყო და დღევანდელი დღე გამილამაზა.