შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 იან 2008, 04:00

მაშინ, როდესაც ქალაქი ინაუგურაციისთვის ემზადებოდა, 11 უპლიუსო კარაველი შავნაბადის მამათა მონასტრისა და დმანისის სიონის სანახავად, მეტრო "მარჯანიშვილითან" შევიკრიბეთ.
აი, ეს 11ეული:

Image

თუმცა, იმთავითვე გამცილებლის ფუნქცია ვიკისრე, რადგან სამშობლო და სამსახურეობრივი მოვალეობა ინაუგურაციაზე ყოფნას არ მაპატიებდა.

მინიბუსის მგზავრებს სიმბოლურად ნახევარი კილომეტრით დავემგზავრე და 1მანეთს საღამოს შეხვედრის გეგმით დავემშვიდობეთ.

2თაჭალაში მინიბუსს მეორე მონადირე და ნამცეცა შეემატა, ცოტა მოგვიანებით კი - მაკენა.

ინაუგურაცია ორის ნახევარზე დასრულდა და მთა მყვარებიას მოსაკითხად დავურეკე. კორტი და ლეგენდა წირვაზე ბოლომდე გაჩერდნენ და ამიტომ ჩვენ ისევ შავნაბადეზე ვართო.

ჰოდა, მაღაზი-მაღაზია შუშხუნების ძებნაში დავიარე და ორბელიანის (იგივე კოლმეურნეობის) მოედანზე ტაქსში ჩავჯექი.

ხალხს შავნაბადის ასახვევთან შევუ1დი, ოღონდ, ვიდრე მათთან მივედი, მძღოლი მეუბნება, შეხედე კაცო, მგონი ეს ხალხი სულ გაგიჟებულა, ხელებს და უკანალს ისე ისე იქნევენ, გეგონება ჭინკებს აფრთხობენო.

ეს დამაფრთხალნი ზუსტად ჩვენები არ ყოფილან?
კაციშვილი ფეხზე ვერ იდგა, ისეთი მთვრალები იყვნენ. შატილის ასული და ერი-ერი თიკო-ერი კი ყანწიდან ახლადამომხტრები იყვნენ, ენას პირში ვერ ატრიალებდნენ.
არაყი უსვამთ, არაყი.

შუშხუნა გავისროლეთ და დმანისის გზას მხიარულად დავადექით

(ლაშქრობის აღწერის წესებს მარშრუტის სიადვილისა და ტაძრების დედაქალაქთან ახლომდებარეობის გამო არ ვიცავ)
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 21 იან 2008, 04:57, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 იან 2008, 04:10

დმანისამდე 20 კმში სოფელი პატარა დმანისია, სადაც დმანელ ეპისკოპოსთა მე7 საუკუნეში აგებული და მრავალჯერ გადაკეთებული
საეპისკოპოსო ტაძარი მდებარეობს. მას დმანისის სიონადაც იცნობენ.

Image

ამ ადგილებს უკავშირდება 1ლი ევროპელების - მზია და ზეზვას აღმოჩენაც.

დმანისის სიონშია უნიკალურ ხატი, რომელზეც ღვთისმშობელი ქართველ დედოფალთა სამოსითაა გამოსახული,
ყრმა იესო კი - ქართველ უფლისწულთა სამოსით.
ხატი შუა საუკუნეებში დაიწერა და 3-4 წლის წინათ მეუფე ზენონის თაოსნობით, აღდგა

აი, ეს ხატი:
Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 იან 2008, 04:49

სიონის ეზოში გადაღებულ ფოტოზე მოძღვარი და გვიან შემო1ებული 3 კარაველიც არის.

Image

მოძღვარი საოცრად გულღია და დიდსულოვანი იყო. დმანისის მუზეუმამდე მეგზური გამოგვაყოლა.
6ზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ვათვალიერებდით. ჩემთვის ბევრი მართლაც საინტერესო ექსპონატი ვნახე.

Image

7სთზე უკვე ტიფლისის გზას ვადექით. შუა გზაზე ერთი რაკეტა-შუშხუნა კვლავ გავისროლეთ და მაკენას "რა ლამაზი დღეა" ვუმღერეთ.
სანახაობით პატრული-პოლიციეკებიც დატკბნენ და ტაშიც გამოიმეტეს.

ჰო, სხვა რა?

9ზე მაკენასთან ავედით, წავიქეიფეთ და ლოტოც კი დავცხეთ. ისეთი თამაში გამოვიდა, რომ მთა მყვარებიას 2 ლ და 80 თეთრიანი ხაზის მოგებისგან ენაც კი ჩაუვარდა. ტუტა და მის მეგობარი რუსუდანი სეკუნდანტების პირსაწმენდებით ასულიერებდნენ თანამედროვე "კარავის" ჟამთააღმბეჭდავს. როცა დაფის შესავსებად მთას ცარიელი უჯრა დარჩა, კოჭებს ამომღებს ისიც კი ვუთხარი, თუ მისი N ამოიღე, ისევ ტომარაში ჩააბრუნე, თორემ კიდევ 4 ლ და 20 თც რომ მოიგოს, მაგ გოგოს ცოდვას დაიდებ-მეთქი.

ასე გასრულდა დღე.
არა, ასე რატომ? ეზოში კიდევ ერთხელ დავაბუთქეთ მაშხალა და შემდეგ გასვლებზე მზადება დავიწყეთ.

დანარჩენი შემდეგში:
ყველას აქვს მოსათხრობ- გასაზიარებელი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by ლეონტი » 21 იან 2008, 09:25

ვა რა გული დამწყდა რო ვერ წამოვედი, საქმეები.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by tiko_r » 21 იან 2008, 10:04

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Image
აი თურმე როგორი ყოფილა დმანისი :?

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by ZVIOSULI » 21 იან 2008, 10:15

ლოთებო... ! ! !




ცუდ დღეც ჩავარდი ყოვებსა....
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by Naia » 21 იან 2008, 10:17

გული დამწყდა საღამოს მაინც რომ ვერ შემოგიერთდით

აბა, დაყარეთ ახლა ფოტოები და შთაბეჭდილებები :)

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by shatilis asuli » 21 იან 2008, 10:48

დაუვიწყარი და უმაგრესი დღე იყო. დმანისის სიონი ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან მიყვარს ეს ტაძარი. პირადად ვიცნობ მის წინამძღვარს, მღვდელ-მონაზონ მამა დოროთეს, რომელიც ზემოთ გამარჯობა საქართველოს მიერ დადებულ ფოტოზეა. საოცარი ადამიანია. ძალიან კეთილად მიგვიღო.

ძალიან გაგვიმართლა, რომ შავნაბადაზე წირვას დავესწარით. იქ კი პირველად ვიყავი. და მერე, მერე რა იყო აღარ მახსოვს :roll: ერთს შემიძლია ვთქვა, რომ მაკენას აწ უკვე ლეგენდად ქცეული პანტის არაყმა გაჭრა :oops:
Just Do It!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by tiko_r » 21 იან 2008, 10:50

საოცარი დღე იყო
ძალიან მაგარი..
დილით გოგამ გაგვაცილა როგორც ზემოთ დაწერა...
თუმცა მოგვიანებით ისევ შემოგვიერთდა.

შავნაბადამდე კარგად ვიარეთ... მერე ვაი ჩვენი სირცხვილი ... და იქვე ეზოში გადავწყვითეთ ცოტა შევხურებულიყავით (გავსულიყავით მაინც გარეთ)
დავლიეთ თითო ჭიქა.. რომელსაც მოყვა მეორე.. მესამე ... მეოთხე... და აირია სათვალავი....

შატილმა ყველანი დაგვკოცნა..
შავნაბადაზე მაკენა შემოგვიერთდა.. და სულ მალე გოგაც... გადასახვევთან..
იქ ველოდებოდით
ამ ლოდინში მაკენას მანქანა რათქმაუნდა ისევ ვიმსხვერპლეთ... ავედით ჯერ კაპოტზე...
მაგრამ კაპოტი არ ვიკმარეთ და შემდეგ სახურავზე...
ძლივს ჩამოგვყარა...

გზადაგზა ნაია გვეხმიანებოდა.. ოღონდ რას ვპასუხობდი ეს უკვე საღამოს გაგზავნილ მესიჯებში წავიკითხე..

შემდეგ გავეშურეთ დმანისს... გზა ძალიან მოკლე იყო აქედან.. სულ რაღაც 10 წუთი... აი იქიდან მთელი საათნახევარი მოვდიოდით...

საოცარია :oops:

მე და შატილმა თავი შევირცხვინეთ!!!!!!!!!!!
დმანისში ისეთი ისეთი მთვრალები ავედით რომ ერთმანეთს ძლივს ვცნობდით... (ვეუბნებოდი.. არ გინდამეთქი... მაგრამ გინდა თუ არა მამა დოროთე უნდა ვნახოო....

მივიდა... უფრო სწორედ მილასლასდა.. მე გვერდი ავუარე ... :oops:

ჩემი ფოტოაპარატი წავიღე, მაგრამ იქ რომ ჩავრთე და გადაღება მოვინდომე თურმე battery low!!!!

ან რა უნდა გადამეღო... საკუთარ ფოკუსს ვერ ვასწორებდი :oops:


ნახეს დანარჩენებმა დმანისი... და დადგა უკან დაბრუნების დრო....
მარშრუტკის მძღოლს რატომღაც არ ქონდა გასაღები.. არ ვიცი სად წაიღო...
ამიტომ თავით ფანჯარაში შევხტი... (არ ვიცი როგორ)
და კარები შიგნიდან გავაღე... (რა საგმირო საქციელი იყო.... )

სამწუხაროდ ლიკას არ დაუფიქსირებია.. თორემ მეც მაინტერესებს ეგ როგორ მოხდა...

მერ ეკიდევ გავიარ-გამოვიარეთ სადღაც.. აქეთ /../// იქით...
იყო სიცილი
ხარხარი
შატილი
მუცო

და ფოკუსიც გასწორდა... :oops:

ეს იყო ყველაზე ლოთური გასვლა ჩემი კარავში მოღვაწეობის მანძილზე...


მერე მაკენამ სთქვა აქედან ყველანი ჩემთან მივდივართო
საჩილიმე არ იყო, მ აგრამ იყო ლოტო ....
ძალიან სახალისო...

გოგოები დატრიალდნენ... შეწვეს კვერცხი.. კარტოფილი
ისე ბზრიალებდნენ სამზარეულოში რომ თავბრუ დამეხვა და აღარ ჩავერიე....
ხელს თუ შევუშლიდი...


მოკლედ... ლამაზი დღე იყო.... როგორც ყოველთვის...




დღეს ავდექი... მაგრამ ვაი იმ ადგომას... ვარაუდით ვდგავარ ფეხზე,,,,,,

კონტაქტი არ არის
შატილი?

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by shatilis asuli » 21 იან 2008, 11:02

საღამოს, დმანისიდან ჩამოსულები მაკენას დავესხი თავს :D რამდენი დამშეული ადამიანი აღარ მახსოვს, მოიცა გავიხსენებ:
1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია (ბლინჩიკების მწველი)
3. თუთა (კვერცხში თავისი თათები ამანაც გაურია)
4. კოლხი გოგო (შემწვარი კვერცხის ავტორი)
5. თიკო ერი
6.თამუსია (შემწვარი კარტოფილის ავტორი)
7. შატილის ასული
8. თავად მაკენა

ისეთი კვერცხი შეიწვა ლორით, ზედ კარტოფილი, გოგოას ნაყიდი ყველის ბლინჩიკები, ძეხვი და ბევრი სიყვარულიიიიიიიიიიიიიიიიიიი

კიდევ იყო, სმა და სადღეგრძელოები და ბევრი ვეფერეთ ერთმანეთს, მერე ლოტოც გაჩაღდა, საკმაოდ აზარტული თამაში იყო. ზოგმა მოიგო და ზოგმაც, ეჰ, სად მიდის ჩემი ფულები :D :D :D თუთა, რა მიქენი ეს??????

მერე, მისმა უსაყვარლესობამ და უჯენტლმენესობამ სახლებში დაგვარიგა. დიდი მადლობა მაკენას, ასეთი თბილის მასპინძლობისთვის. თავი იმდენად სახლში ვიგრძენი, რომ სულ დამავიწყდა, რომ ჩემს სახლში არ ვიყავი :D :D
Just Do It!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by navigator » 21 იან 2008, 11:03

თქვენ მეისპეთ :lol: :lol: :lol:
აცხა ღორებო Image

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by shatilis asuli » 21 იან 2008, 11:06

tiko_r
არის კონტაქტი :!:

ეჰ მინდოდა დამევიწყებინა, ჩემი "საქმენი საგმირონია" მარა ვინ დაგავიწყებს? კიდევ კარგი, მთას სამსახურში ინტერნეტი არ აქვს, იქნებ გადავრჩე :D :D :D
Just Do It!

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by ilia » 21 იან 2008, 11:06

tiko_r
გეუბნებოდა დედაშენი, ცუდ წრეში მოხვდი შვილოო და შენ კი არ უჯერებდი :lol:
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by TuTa » 21 იან 2008, 11:25

ულამაზესი დღე შავნაბადა, დმანისი, მზია ზეზვა და რა თქმა უნდა კარაველების სიყვარულით გამთბარი გულები :)

ხო კიდევ სიურპრიზების კორიანტელი კვლავ! მაკენას და გოგას შემოერთება გზაში, ანუ მთავარია გული გულობდეს...

მართალია ბევს არ გაუხარდა :wink: მაგრამ ჩემი ლოტოს გრანდიოზული და წარმატებული დებიუტი, ხომ არასდროს დამავიწყდება. ეს რას მაზიარეთ ხალხო :roll:
მოკლედ გზადაგზა მოვყვები :) მიყვარხართ ისე ისე რომ გული ვეღარ იტევს ამდენ გრძნობას :)

tiko_r
shatilis asuli

მემგონი მე ვპაპარაცობდი (აღარ მახსოვს :oops: ) და რომ გამახსენდება, ანუ ფოტოაპარატი გამახსენბს :) ....

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
შავნაბადა-დმანისის სიონი 2008ის 20 იანვარს

Post by tiko_r » 21 იან 2008, 11:27

TuTanavigator
ZVIOSULI
shatilis asuli
ilia
ძალიან სამარცხვინო გასვლა იყო
ძალიან


თუთა
ფოტოები არ დადო რაააა :oops: :lol: :lol: :lol:


ნ-------------------


ვიკრიბებით ნახევარ საათში სახაშესთან....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]