კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
მოგესალმებით, ხალხნო.
კარველების ამ წლის ბოლო ლაშქრობა მართლაც საინტერესო და ექსტრიმით სავსე იყო. გავედით სამთო ქიმიიდან ორი სარეისო მარშუტკით, მერე მოვინახულეთ რომაული აბანოები, ღვთისმშობლის ეკლესია, არმაზის ციხე და წმ. ნინოს ეკლესია. დავლაშქრეთ ორი მთა. დაახლოებით 15 კმ. ვიარეთ ფეხით. მაგრამ ზოგიერთ ადგილას, 10 მეტრიანი მონაკვეთის გავლას 20 წუთს ვანდომებდით, თუმცა რა გავლას, უფრო სწორად ფოფხიალს. იყო გზის დაბნევა, ყინვა სიცივე. ისეთი ქარიშხალი ქროდა კარველებს ჰაერში აფრიალებდა. კლდის კენწეროზე ამძვრალი ახალი კარველი ტარაპუნკა (საკმაოდ მაღალი და არცთუ სიფრიფანა ბიჭი ) ისე ააბურთავა ჰაერში, სამმაგი სალტო გააკეთებინა და ლამის ქარაფებიდან გადაჩეხა. გოგა და ნაია ამბობდნენ მერე, პირეველი რაც გავიფიქრეთ ის იყო, ნეტა შორს არ წაიღოს რომ ადვილად ამოვიტანოთო. მერე შატილის ასული ისე დაცურდა მოლიპულ გზაზე და ისეთი ძალით დაეხეთქა ძირს, ვიფიქრე ხერხემალს, თუ არა ხელს ან ფეხს მაინც მოიტეხს, მეთქი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად დამთავრდა, სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, სამთო ქიმიიდან ხომ გურულმა გაგვაცილა. ასე რომ მშვიდობით უკან დაბრუნება და თოვლი გარანტირებული გვქონდა…. დიახ, თვალი არ გატყუებთ, სწორად წაიკითხეთ, თოვლი დაგვხვდა მთებში. ამიტომ გუნდაობაც მოვასხერხეთ და ერთმანეთის თოვლში ჩაფვლაც. მაგრამ სანამ დათოვლილ მთებში ავიდოდით, ფოთლების ხელოვნურ წვიმაში მოვხვდით, ვიკოტრიალეთ და მაგრად ვიხალისეთ.
ყველაფერი იქნება, სურათებიც დეტალებიც მაგრამ ცოტა გვაცალეთ

უკომენტაროდ... უბრალოდ, იმათ გულის გასახეთქად, ვინც სიაში იყო ჩაწერილი და არ წამოვიდა
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
მე ამ გასვლას ორ ნაწილად დავყოფდი:
1. როდესაც იცი, სად მიდიხარ, და მიუყვები გზას ნარნარად არმაზისხევში.
2. როდესაც იცი, რომ მიდიხარ სადღაც, მაგრამ არ იცი სად და ეზებ გზას, რომელსაც შეიძლება რომ უბრალოდ, გაუყვე
ხევში სიარული, კონკრეტულად კი ციხისკენ აღმასვლა დიდ სირთულეებთან არ ყოფილა დაკავშირებული. სადაც ფეხები არ კმაროდა, ხელები და ყველა მხრიდან გამოშვერილი ხის ტოტები და ფესვები გვეხმარებოდნენ. ერთი ის იყო, რომ ძალიან ხშირად ფეხქვეშ მიწა გევცლებოდა და ყელამდე შემდგომის ჩამოცვენილ ფოთლებში ვეფლობოდით. ერთი ზღაპარი მაგონდება, დედინაცვალი რომ გერს ორმოს გაუთხრის, ზემოდან ბლომად ფოთლებს და ვაშლებს დააყრის და ისე მიიტყუებს ორმოში...ასეთი დედინაცვალი იყო ჩვენთვის დაგვიანებული, დეკემბრისეული შემოდგომა
ჰო, და ქროდა ქარი, რომელთანაც დავითგარეჯის ქროლვა სიო და ნიავივით გვაგონდებოდა, და რომელმაც სერიოზული საფრთხე შეგვიქმნა დაშვებისას.
"რაც მოხდა დაშვებისას მომხდარა" მარტივ ფარგლებში შეეფერება ალბათ ჩვენს დაღმასვლას, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არა იგივე გზით, არამედ კარსანით ჩამოვსულიყავით მცხეთაში. ყველანი მივენდეთ ნიკას, იგივე N67-ს, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა, ვისაც ჩვენი დაგეგმილი გზა გავლილი ჰქონდა. თუმცა, ერთი არასწორი გადახვევა და აღმოვჩნდით ისეთ ხევში, რომელსაც ერთი მხრიდან ყინულის კედელი აკრავს, მეორედან ციცაბო ასასვლელი, სადაც გამარჯობა საქართველო და ნაია დაზვერვაზე წავიდნენ, იქნება და გზა ვნახოთო, მათ მიჰყვნენ მონადირე და ტარაპუნკა ფორთხვით და ცარიელი ხელებით. მათი ზევით მიღებული გამოცდილება კარგი იქნებ თავადვე დასწერონ, რადგანაც ის შეგრძნებები, რაც დღევანდელ გრიგალთან, ქავათაცვენასთან და ფეხქვეშ მიწისგამოცლასთანაა დაკავშირებული, ძალზე შთამბეჭდავი უნდა იყოს თითოეულის მონათხრობი... ძალიან ვნერვიულობდი ყველაზე, განსაკუთრებით კი პირველად წამოსულებზე, პლიუსებზე, რომელნიც ალბათ ფიქრობდნენ, რომ ჩვეულებრივ ექსკურსიაზე მივდივართო... ასეთ დროს ადამიანი პასუხისმგებელი ხარ მხოლოდ საკუთარ თავზე და თითოეული შენი ნაბიჯისთვის, ქვაზე ფეხის მყარად დადგმისთვის, წინ წაწეულ ერთი მეტრითვისაც კი ბედნიერი ხარ. მთელი გზა ვფიქრობდი, ვინმეს რომ რამე მოუვიდეს, თუნდაც ფეხი იღრძოს, აქედან როგორ უნდა წავიღოთ-მეთქი . თანაც ვიყავით თითქმის 29. ზოგი საით მივემართებოდით, ზოგი საით. ნიკას შეძახილები (მისი ინტუიციისა თუ გამოცდილების წყალობით), რომ რომელიღაც გზა უფრო ძნელია, ან უფრო მარტივია, რაღაც იმედს გვაძლევდა, რომ ოდესმე ერთად სადღაც მივაღწევდით
... საბოლოოდ თავი მოვუყარეთ ერთმანეთს და თოვლიანი გზა დაიწყო. ნამდვილი თოვლიანი გზა, ბევრი ქარით, ალაგ-ალაგ გუნდაობით და აღმართებით. ვნახეთ წმინდა ნინოს ეკლესია. დაკეტილი, მაგრამ თბილი, მზისგან გამთბარი, დალოცვილი და დამლოცველი ჩვენი მშვიდობით სვლის.
ქვემოთ ჩამოსვლისას, ტყის პირას ერთ სახლთან შევჩერდით. შემახსენეთ იმ ღვთისნიერი ადამიანი სახელი, რომელმაც შეგვიპატიჟა, გაგვათბო, კაკალი დაგვიტეხა და გზა დაგვილოცა.
ქვაფენილიან დაღმართს დავუყევით ქვევით, მცხეთისკენ, დიდხანს ჯვრის მონასტერის სიმაღლეზე ვიარეთ ისევ. მერე ჩამოვმაგისტრალდით და კარსანის გამოსახვევში მაშველი და სიურპრიზების კიო მაო შემოგვეფეთა
ადამიანებო, კარგებო, იხტიბარგაუტეხელებო, დიდი მადლობა ყველას თქვენი ასეთობისათვის.

სვანეთოლოგი
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
უუუუუუუუუუუუუუუუუუფ,
რა კგ იყო
უუუუუუუუუუუუუუუუუუფ
ნამდვილი ექსტრემი იყო
უუუუუუუუუუუუუუუუუუფ,
კგ ხალხიც გავიცანი ნავიგატორი, ხათუნია, ტარაპუნკა, და კიდევ სხვებიც.
უუუუუუუუუუუუუუუუუუფ,
ყველაფერმა კგდ ჩაირა
"კარავის" 2007 წლის ბოლო გასვლა სხვანაირი არც უნდა ყოფილიყო.
toma
mao
გაამართლა იდეამ.
იყო ასფალტიც, იყო ბილიკიც, ხევიც, მთაც, თოვლიც, ყინვაც, ნაშალიც, ჩიხიც, ქარიც, ისევ, ასფალტიც და იყო სასიამოვნო შთაბეჭდილებიც.
გმადლობთ ყველას

უმაგრესი იყოოოო!!!
ცოტა აზრზე მოვალ და ჩემი შთაბეჭდილებებით მოგვიანებით შემოგიერთდებით!
უფ, მართლა მაგარი იყო. ექსტრიმი თავისებურ ხიბლს მატებდა ყველაფერს. ახლებმა მაგრად იყოჩაღეს. აბა, ვინმემ თქვას მათზე გამოუცდელები არიანო... ჩემთან ექნება საქმე
ხო, დაზვერვა ყველაზე მაგარი იყო. პირველად ვნახე, რომ ქარმა ამხელა კაცი (ტარაპუნკა) ჰაერში ფოთოლივით ააფარფატა და სადღაც წაიღო. ძალიან შემეშინდა. თან ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ვერც კი მივეხმარებოდით... მანამდე კი იგივე აღმართზე რამდენჯერმე მე კინაღამ გადამადგო ქარმა (თუმცა, რაღა კინაღამ... 2-ჯერ მიმახეთქა კლდეს). მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
მოკლედ, წლის ბოლო გასვლა წარმატებით შედგა. დღევანდელი დღის ყველა გმირს დიდი მადლობა ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღისთვის.
კარგები ხართ ყველანი!!!

გვალდა
უშანგი ქიქოძე იყო მგონი....
მოკლედ თუ მე ოდესმე ვინმეს სანთელს დავუნთებ, მხოლოდ მას და მისნაერ ხალხს, ვინც მზადაა კარი გაუღოს უცნობ ხალხს, შეიპატიჟოს და გაათბოს.
დაილოცოს ასეთი ხალხი.

მი მალატ შვან
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
სამსახურში მივიდე და დავწერ შთაბეჭდილებებს.
მი მალატ შვან
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
ექსტრიმი ცოტა გადამეტებული ნათქვამია მარა გასეირნება ნამდვილად არ ყოფილა
არაყიო არ გვეყო
არადა წინა დღით ვფიქრობდი ჩემი ჭაჭა წავიღო მეთქი მარა მერე ზურგაჩნთის წაღება დამეზარა
მარა არა უშავს, შემდეგზე გაგასინჯებთ ჩემ ჭაჭას

აცხა ღორებო
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
გაიხარეთ!!!!!!
გიგრძვნიათ :D:D
კაი ფოტოებია
დადეთ კიდევ მაგრად დავინტერესდი
გიგრძვნიათ :D:D
კაი ფოტოებია
დადეთ კიდევ მაგრად დავინტერესდი
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
როგორც ვწერდით, სამთო ქიმიიდან ორი სარეისო მარშუტკით გავედით და მცხეთაში, რკინიგზის სადგურის ასასვლელში ველოდებოდით ერთმანეთს.
როგორც იქნა მეორე ნაწილიც შემოგვიერთდა და გავუდექით გზას
როგორც იქნა მეორე ნაწილიც შემოგვიერთდა და გავუდექით გზას
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
მიდით, მიდით განაგრძეთ
კარველების ექსტრიმით სავსე წლის ბოლო ლაშქრობა არმაზში
სალამი სრულიად კარვს!!!!!!!!
აი, მესმის ლაშქრობა!!!!!
ძალიან, ძალიან, მაგარი იყო.... სიტყვით ნაკლებად გადმოიცემა ის ემოცია და მუხტი რაც იქ განვიცადეთ. ეს უნდა გენახათ....
კიდევ მინდა არმაზ-ბაგინეთ-კარსანშიიიიი!!!!!!!!