უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 დეკ 2007, 22:28
როცა პირველი ხიდი გადავიარეთ, მეორე ნაპირზე მდებარე ნანგრევებსაც მივადექით. როგორც Gvalva-ს და Zura N-ს რეპორტაჟიდან გავიგე, ეს ამ ხეობის დამცავი ციხე-სიმაგრე ყოფილა. ასეთ ვიწრო ხეობაში მართლა ურთულესი საქმე იქნებოდა მტრისათვის ხევსურების დამარცხება!
აქვე ბექამ რამდენიმე სურათიც გადაიღო:
ესეც მერაბი და უკან ნანგრევები მოჩანს

[/img]
ბექა ნანგრევებზე

[/img]
ვინ იცის რამდენი ხნის აშენებულია

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 დეკ 2007, 22:37
შემდეგი გაჩერება ცისკარაულების წყაროსთან იყო. იქვე მაგიდა და ძელსკამიც იყო გაკეთებული. ირგვლივ სიმწვანე და სილამაზე იყო.
აი დედაჩემი და მამაჩემი წყაროსთან

[/img]
მცირე შესვენების მერე გზა განვაგრძეთ. წყაროდან 50 მეტრით ქვევით ასას ტანიესწყალი უერთდება. ძალიან ლამაზი ადგილია: ირგვლივ სულ ფიჭვნარია და მდინარეებიც კამკამა მოდიოდა.
ესეც ტანიესწყლის და ასას შესართავი:

[/img]
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 18 დეკ 2007, 22:47
Bernar
ტანიესწყალს რომ ავუყვეთ სად ჩავალთ? ან თუ არსებობს ეგეთი მარშუტი?
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 დეკ 2007, 22:51
ამის შემდეგ კიდევ ერთ, საკმაოდ კარგ ხიდს მივადექით:

[/img]

[/img]
ამ ხიდის შემდეგ კი საოცარი რამ დავინახეთ: მდინარე ახლა ორ ძალიან მაღალ და ციცაბო კლდეს შორის გადიოდა. ეს ორი უზარმაზარი კლდე ხეობას თითქმის კეტავდა. აქაც ხიდი იყო გაკეთებული, ოღონს არც ისე საიმედო: ერთი სქელი რკინის მილი იყო გადებული, მეორე კიდე ხის მორი. ამ ხის მორზე უნდა გაგევლო და რკინის მილზე ხელის შევლებით თავი უნდა გაგემაგრებინა.
ამ ადგილზე რამოდენიმე დიდი და პატარა გამოქვაბულიცაა.
კლდეების მასშტაბისათვის ეს ორი სურათი გამოდგება:

[/img]
აქ მერაბის უკან რომ ორი კლდეა მათ შორის გადის მდინარე

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 დეკ 2007, 23:02
დათო, ტანიესწყალს თუ აუყვები, ასე 6-7 კილომეტრში ხეობა გაიყოფა:
1. მარჯვენა ხეობას თუ აჰყვები, მაშინ ტანიეს ტბაზე ახვალ. ამ ხეობას ტანიეს ხეობას ეძახიან. ის კალოთანის ხეობის პარალელურია და ბუნებითაც დაახლოებით მისდაგვარია, თუმცა საერთო ჯამში ეს ხეობა მაინც უფრო ლამაზი მგონია (კალოთანის ხეობასთან შედარებით). ბოლომდე თუ აჰყვები ტანიეს ხეობას, მაშინ პირაქეთა ხევსურეთში, კერძოდ კი უკანხადუში გადახვალ.
2. თუ ხეობას პირდაპირ გაჰყვები, მაშინ ისართღელის უღელტეხილს მიადგები. თუ გადაივლი ამ უღელტეხილს, მაშინ არღუნის ხეობის სოფელ გიორგიწმინდაში ჩახვალ. იქიდან 5 კილომეტრში კი შატილია.
დათო, ასეთი მარშუტის დაგეგმვა კი შეიძლება, მაგრამ საკმაოდ რთულია ტანიესწყლის ხეობაში იმ 6-7 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა, რადგან ჭალაში გიწევს სიარული და ხშირად უნდა გატოპომ საკმაოდ ჩქარი მდინარე.
რაც შეეხება ისართღელის უღელტეხილს (3468 მ ზღვის დონიდან), ის ხევსურეთში არსებულ უღელტეხილებს შორის ყველაზე მაღალია (რუსეთში გადასასვლელ უღელტეხილებს არ ვგულისხმობ).
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 დეკ 2007, 23:10
ამ კლდეების მერე მალევე მივადექით ნაზვავს, რომლის შუაშიც პატარა ჩანჩქერი ჩამოდიოდა:

[/img]
ამ ადგილას მე, მერაბმა და ბექამ ვიბანავეთ კიდეც. წყალი ძალიან ცივი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ კარგად გავგრილდით.
ამის შემდეგ ცოტა კიდევ ჩავუყევით ხეობას და როდესაც საქართველოს მოფრიალე დროშა დავინახეთ, მივხვდით, რომ ტერღაზე მივედით და უკან გავბრუნდით, რადგან დღეს სამწუხაროდ ამდენი დრო აღარ გვქონდა.

-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 18 დეკ 2007, 23:12
Bernar
მაგარი კაცი ხარ და გაიხარე ამომწურავი ინფორმაციისთვის. პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვინახულებ მაგ ადგილებს

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 დეკ 2007, 23:17
და ბოლოს კიდევ რამოდენიმე სურათი ასას ხეობიდან იქაური სილამაზის მაქსიმალური შეგრძნებისათვის:

[/img]

[/img]

[/img]

[/img]

[/img]

[/img]

[/img]
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 18 დეკ 2007, 23:32
Bernar
თუმცა საერთო ჯამში ეს ხეობა მაინც უფრო ლამაზი მგონია (კალოთანის ხეობასთან შედარებით)
ნამყოფი ხარ შეენ?
რაც შეეხება ისართღელის უღელტეხილს (3468 მ ზღვის დონიდან), ის ხევსურეთში არსებულ უღელტეხილებს შორის ყველაზე მაღალია
ჭაუხის უღელტეხილზეც მაღალია? (მე ჭაუხზე გადასასვლელი მეგონა ყველაზე მაღალი უღელტეხილი, სადღაც 3500მდე)
-
N67
- მაწანწალა
- Posts: 666
- Joined: 30 მაი 2007, 15:20
- Location: СолÑриÑ
-
Contact:
Post
by N67 » 19 დეკ 2007, 11:56
ბერნარ
ნუ ლაშქრობის ამბები ხო ვიცი ოტ-ი-დო მარგამ მაინც ძაან მასიამოვნა თემამ
ძაან კარგი რეპორტაჟია

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 19 დეკ 2007, 12:42
Drumer
ტანიეს ხეობა საკმაოდ ლამაზია, მაგრამ შარშან მე და ზურას, უფრო სწორედ მე

, პააატარა ფათერაკი გადაგვხდა (არწერილია ჩვენს თემაში:) )... ამის გამო, ამ ზაფხულს კიდევ გვინდა წასვლა და თუ გინდა ერთად წავიდეთ...
Bernar
ძალიან კარგად წერ და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ეტყობა სადაც დადიხარ კარგად შეისწავლი ხოლმე იმ ადგილებს, ზურა N,-ის ასეთია, იმანას ზეპირად იცოდა ეს ადგილები... მიხარია შენი შემოკარვება!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 19 დეკ 2007, 12:59
დათო, ნამყოფი არა ვარ, მაგრამ სურათებით და საკმაოდ კარგი სამხედრო რუკებით ვხვდები დაახლოებით როგორი ბუნებაა ტანიეს ხეობაში.
ისართღელის უღელტეხილი ჭაუხის უღელტეხილზე მაღალია. ჭაუხის უღელტეხილის სიმაღლეა 3338 მ ზღვის დონიდან. ისართღელის კიდე - 3486 მ.
Gvalva და N67, დიიიიდი მადლობა.
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 19 დეკ 2007, 15:09
Gvalva
Bernar
ძალიან ლამაზი და საინტერესო ადგილები ჩანს. დიდ სიამოვნებით დავლაშქრავ თქვენთან ერთად ამ მშვენიერ ადგილებს, თუ ამის საშვალება მომეცა

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 19 დეკ 2007, 15:31
Gvalva
ამ ზაფხულს კიდევ გვინდა წასვლა და თუ გინდა ერთად წავიდეთ...
სულაც არ მაინტერესებს, დამიმგზავრებთ თუ არა; გინდათ თუ არა ჩემთან ერთად ლაშქრობა - მე მაინც მოვდივარ.

ზურა-ნ-ს ისედაც დიდი ხნის წინ ავეკიდე, თქვენი არხოტიდან დაბრუნებისთანავე. სუ ტანიეში რომ ჩამაგდოთ და თანაც - ქვებით სავსე ხირჯინით, მაინც მოვდივარ.
და ჭიმღაში ოჩიაური ცხოვრობს, თუ რომელია ის ერთი ოჯახი?
თემის ავტორს ჩემი რესპექტები. ჩემთვის საოცნებო კიდევ ერთ მხარეში დავბოდიალებ ეს დღეები.

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 19 დეკ 2007, 22:31
quruli, ჭიმღაში ერთი კაცი ცხოვრობს: გიგლა ოჩიაური. სულ მარტოა, ზაფხულობით თუ ნახულობენ ხოლმე ჭიმღის საგუშაგოს მესაზღვრეები.
გიგლასთან სახლში სააკაშვილიც არის ნამყოფი. თუ გახსოვთ კურიერში იყო რეპორტაჟი არხოტიდან. იქ მესაზღვრეებმა სააკაშვილს ჯიხვის თავი (თუ რქები) აჩუქეს (ცოტა არ იყოს ცუდად მახსოვს).
გიგლას ოჯახში კიდე სააკაშვილს არაყიც დაულევია და დამთვრალა კიდეც.
თან კიდე, რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილი გიგლას არხოტში გზის გაყვანას დაპირებია!
(ჩვენი ლაშქრობის ბოლოსკენ ერთი ღამე გუდანში გავათიეთ მინდია ჭინჭარაულის ოჯახში. ეს კაცი საგზაო დეპარტამენტში მუშაობს და როგორც მან გვითხრა მათ მოსვლიათ ბრძანება, რომ განეხილათ არხოტში გზის გაყვანის საკითხი).