ხო მართლა, კოტეტბელი შემპირდა,რომ იმ თუშური ტექსტის ყველა სიტყვის მნიშვნელობას დამიწერს და გადმომცემს,ამ დღეებში შენც მოგწერ აუცილებლად


Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
]უძირო ტბა სადაა უფრო კონკრეტულად გვითხარი რა[/quote
არ მინდა დაგაშინო, მაგრამ მართლა განგების ნებაზე ხარ დამოკიდებული. ასჯერ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ გზებზე. ზოგი მოსახვევი იმდენად პატარაა, კამაზს მოსაბრუნებლად სიგრძე არ ჰყოფნის და ზოგჯერ რამდენჯერმეც იხევს უკან. მანქანის ბორბალი ხშირად ზედ ხრამის კიდეზე გადის. იმდენად ახლოს, რომ მილიმეტრებიც და უფსკრული დაითრევს. ასეთ რამეებს რომ ვუყურებდი, თავს იმით ვიმშვიდებდი, მანქანა მარტო ჩემთვის ხომ არ გადავარდება და ამათ თუ არ ეშინიათ, მე რატომ უნდა შევშინდე-მეთქი.amuriე.ი როგორც მივხვდი, მაგ გზაზე გავლა დიდი გმირობის ტოლფასია, ბოლოსდაბოლოს სიცოცხლეზე ხუჭავ თვალებს...რაღაც იცი როგორ წარმომიდგენია, იცოდე უფრსკულისკენ მიდიოდე და თუ დაგიჭერს, ბალახის ერთი ღერი დაგიჭერს, მაგრამ მაინც მიდიოდე....ალბათ სასწაული
განცდაა
კოტრების სწავლას სანამ იქ არ მოვხვდები,ალბათ ვერ მოვახერხებ და როცა ვისწავლი, მერე გამოვაცხობ და აუცილებლად გაგასინჯებწაკითხული როგორ არა მაქვს, ფილოლოგი ვარ.
სიამოვნებით დაგიგემოვნებ. თან, იცოდე, პრეტენზიული და წუნია არა ვარ![]()
![]()
დიდი სასწავლიც არაფერია - ჩვეულებრივი ხაჭაპურის გამოცხობის პროცესია. შეიძლება, ცოტა თითების სისწრაფეში გავარჯიშება დაგჭირდეს და ეგაა მთელი ფილოსოფია.
დაბოლოს, ყველა კარაველს დიდი მადლობა, თქვენიანად მიღებისთვის. ცოტა ბევრი ვწერე და ბოდიში, თავი თუ შეგაწყინეთ.
თუშური უკვე იმდენად კარგად მესმის (მათ შორის, წოვებისაც), ამოვხსენი ყველა სიტყვის მნიშვნელობა, დახმარებისთვის კი დიდი მადლობა.ხო მართლა, კოტეტბელი შემპირდა,რომ იმ თუშური ტექსტის ყველა სიტყვის მნიშვნელობას დამიწერს და გადმომცემს,ამ დღეებში შენც მოგწერ აუცილებლად
რას ამბობ, სახელებს გაფაციცებით ვიმახსოვრებ. მახსოვს, პირველი სტუმრობიდან ალვანში რომ დავბრუნდი, ნაცნობებთან მივედი ღამის გასათევად. ბუნებრივია, მთის ამბები გამომკითხეს და სოფლების სახელები ალილუიასავით რომ ჩამოვთვალე, ცოლ-ქმარმა ჯერ გადახედა ერთმანეთს და გაიღიმეს, მერე მძღოლებზეც რომ გადავედი, მაშინ კი გულიანი სიცილი ატეხესმაგდენი სოფლების სახელები აღარ მახსოვს,
მაგ ფათერაკის მოგონებაზე ტანში ახლაც ჭიანჭველები დამირბენენ ხოლმემარა გადმოხტომას ვაპირებდიო, ძალიან მეცნობა ეგ განცდა და ის ფიქრიც მეცნობა, მარტო ჩემთვის ხომ არ გადაბრუნდება ეს მანქანა, აი იქეთ მხარეს რა მშვიდად დგანანო.
სამწუხაროდ, მაგისას ცვერაფერს გეტყვი. ეგეთი დეტალები ნაღდად არ ვიცი.(იქვე დაუმთავრებელი სასტუმროს კედლები იყო, კიდევ არის? ფაქტიურად კლდეზე იყო გადაკიდებული)
თუ მაინდამაინც შორი გზაა და რამოდენიმე დღე დასჭირდება, ეგ თქვენნაირებისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდესსაზამთროებს რაც შეეხება მაგარი ვიხალისეიმ გზებზე თუშების მთელი თაობები დადიოდნენ ფეხით და მწყემსები ახლაც ეგრე დადიან. არავინ იცის, რამდენი თუშის სიცოცხლე დაიწყო თუ დამთავრდა იმ გზებზე.იცინეთ, რა გენაღვლებათ, მე კი კარგა ხანს მუხლების კანკალი ვერ გავიჩერე და პირგამშრალმა ერთი ყლუპი წყალი ძლივს გადავყლაპე![]()
![]()
ერთი კარგად მახსოვს - მაშინ რამეზე ან ვინმეზე ჩაჭიდება კი არა, გამოქცევა მინდოდა მხოლოდ, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვადგამდი,
![]()
![]()
![]()
კოტორი კი მართლა ხაჭაპურია, ოღონდ ძალიან თხელი, სიფრიფანა. სამაგიეროდ, უგემრიელესია, რაც ერბოს დამსახურებაა - ყველშიც უშვებიან და მერე ზემოდანაც ბლომად უსვამენ. აი, ქართლელებმა რომ იცით დახვეულ ქადაზე, ისე - ეგეც ძაან გემრიელია. ამდენად, რაც მალე წახვალ და დაამუღამებ, მით უკეთესი.
უახლოეს დღეებში სურათებსაც მოგაწვდით.