20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 08:58

მკდ, 15 დეკემბერს, შაბათს, მაომ, ტომამ და მე დავკარით ფეხი და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში კავკასიკასთან ჩავედით.
ჩვენთან 1ად ბელჯიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად თავსდატეხილმა სამსახურეობრივმა ვალდებულებამ ის ტიფლის-ქალაქში დატოვა

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთ-იმერეთი

2. მარშუტის დასახელება:
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, 1ლი ბილიკი, ე.წ ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი, სრული სიგრძე 40 კმ

3. ხანგრძლივობა:
თბილისი-ლიკანი მანქანით 1სთ, 40წთ
ლიკანიდან მცველთა (ე.წ რეინჯერთა) 1ლ თავშესაფრამდე 12 კმ, ტურისტულ კოტეჯამდე 14 კმ. საშუალოდ 5 სთ ფეხით

4. სირთულე:
მე-5 კმ-ის შემდეგ გაუთავებელი აღმართები და 40სმიანი თოვლი გადაადგილებას ართულებს.

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
უახლოესი დასახლებული პუნქტებია ლიკანი- ბორჯომი, 13 კმში

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ლიკანი ჯამში 180 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
წინ და უკან 20 კმ

8. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ობიექტები:
განსაკუთრებული ობიექტები არ გვხვდება. საოცრად ლამაზია შეთოვლჭაღარავებული
ნაძვნარი და ლომის მთა. გხვდება ირმის მრავალი ნაკვალევი. აგრეთვე დათვის

9. საბანაკე ადგილები:
ლომის მთისა და სახვლარის მცველთა და სტუმართა თავშესაფრები

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მცველთა 1ლი თავშესაფრიდან 300 მეტრში, დაბლობში. მინიშნება არის, რომელიც
ამ ჯერზე არ გვინახავს, მაგრამ ვიცი ადრე მანდ ყოფნის გამო

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
ზამთარში თბილი, წყალგაუმტარი და გამოსაცვლელი ტანსაცმლის წაღება, აგრეთვე,
სასურველია ცხელი ჩაი თერმოსით, ხანმოკლე ლაშქრობისთვის მაქსიმალურად
მსუბუქი ზურგჩანთა. კოტეჯებში შეშა მომარაგებულია
რეკომენდაციები: ნებართვის აღება ლაშქრობაზე ტყე-პარკის ადმინისტრაციაში, მეგზურის გაყოლა. 1ლი ბილიკის გავლა შესაძლებელია სამანქანო გზით და საცალფეხო გზით. 2 გზა საშუალებას იძლევა, გეზი არ გაიმე2ო.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომი 1200, მესხეთის ქ. 23
ტელ: (+ 995 367) 22117, (+ 995) 99 233449

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი WWF
საქართველო, თბილისი 380098 ალექსიძის ქ. 11
ტელ: (+ 995 32) 330154/55
აგრეთვე, კავკასიკა PM-ით

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
უკან დაშვებისას 1ლი ბილიკიდან შეიძლება მე6, ე.წ ნაკვალევის ბილიკზე გადახვევა და ქვაბისხევში ჩასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყე-პარკს ლიკანიდან დიფი დაშორებით დატოვებთ.

14. რუქა:
რუქის სრული ვერსიის ნახვა ამ გვერდზე შეიძლება:
http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 09:28

ჩვენი გასვლა საკმაოდ მხიარულად დაიწყო:

აუცილებელ საგზალ-სამწვადის ყიდვის შემდეგ, მე და ტომამ (შემდგომში თომამ) გადავწყვიტეთ, ტორტი გვეყიდა და კავკასიკას ვითომ დაბადების დღე გადაგვეხადა.

გზაში მაოს გასაგონად ვლაპარაკობდით, რომ ჩავალთ, გი2გის ტორტი არ ვაჩვენოთ და სარამომდე არც დაბადების დღე მივულოცოთ, მის რეაქციას დავაკვირდეთო.

მაოს, რომელსაც მართლა ეგონა, რომ გიორგის დაბადების დღე იყო, ენა არ გაუჩერებია, ჰო, მოდი არ მივულოცოთ, აბა რას იტყვის იუბილარიო.

მკდ, თომა და მე ამაზე ბევრს ვიცნოდით. 1დროულად 2 ადამიანს ვაშაყირებდით: საღამოს გი2გი იქნებოდა გაკვირვებული, რას ამბობთ, დაბადების დღე ოქტომბერში მაქვს და არა ამ შუა ქრისტეშობასო.
მაო კიდევ სახტად დარჩებოდა, როგორ, თუ ამ პატიოსანი კაცის დაბდღე არ იყო, ეს ტორტი რატომღა მათრევინეთო.

აბა, მივყვეთ მოვლენებს

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Mta Mkvarebia » 18 დეკ 2007, 09:39

GAMARJOBA SAKARTVELO

სულმოუთქმელად ველი მოვლენების განვითარებას :) ....
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 09:44

შუა დღით ლიკანში ჩავედით.

აი, ბორჯომ-ლიკანზე შეფენილი თოვლი

Image

კავკასიკა გზაზე დაგხვდა. დრო არ დაგვიკარგავს და ლიკანის მხრიდან ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის 1ლ ბილიკს, იმავე ნიკოლოზ რომანოვის ბილიკს დავადექით

ეს ფოტო იმ გამყოლმა გადაგვიღო, რომელიც 3-4 წლის წინათ რამდენიმე მეგობარს თან გვახლდა. ამჯერად ის ისეთი ნასვამი იყო, ნამდვილად ვერ შევაწუხებდით მეგზურობით

Image

Image

როგორც ხედავთ, თოვლი ჯერ არც თუ ისე დიდია
Image

Image

Image

Image

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Mta Mkvarebia » 18 დეკ 2007, 09:47

GAMARJOBA SAKARTVELO

რა ლამაზია ბორჯომ-ლიკანზე შეფენილი თოვლი?! :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 09:51

გზაში თოვლს ვპოულობდით...

Image

Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 09:58

ბილიკის მთავარი შესასვლელიდან კმნახევარში ხიდი და მის მიღმა გადახურული მაგიდაა.

Image

Image

რაო, ხიდი გადმოლახე?
ვაჰ, ეს როგორ მოახერხე, ფეხი რომ არ დაგცდა?

Image

Image

აბა, ერთი ამას დამიხედეთ, რად უნდა იმ შუაგულ ტყეში ტუჩსაცხი?
Image

წახემსების შემდეგ ჰერი-ჰერი აღმართ-აღმართისკენ.
Image

ჩვენც გი2გის გავყევით

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by qvevri » 18 დეკ 2007, 10:01

ისე პირდაპირ მწვადების სურათებით რომ დაგეწყოთ :?:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 10:02

Image

ეს იმ დღეს, დღის სიანთლეზე გადაღებული ბოლო კადრია

მერე კი დაგვიღამდა...
5 სთზე უკვე ბნელდება. ტყე წიწვოვანია და ვიწრო გზებში სინათლეს ვეღარ ატანს. ნისლინიც გვარიანი იყო

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by Mta Mkvarebia » 18 დეკ 2007, 10:07

უკაცრავად, მაგრამ ტორტს ვერ ვხედავ, სად გქონდათ დამალული? :roll:
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by nusa » 18 დეკ 2007, 10:13

გული მიგრძნობს შეესანიშნავი ლაშქრობის რეპორტაჟის და ფოტოების
(დასანანია რომ მარტო რეპორტაჟის) ხილვა მოგვიწევს... :)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 10:15

კურიოზ-სიურპრიზებიც აქედან დაიწყო:
ვაჰ, ავდივართ ერთ აღმართს, ავდივართ მე2ს, ავდივართ მე7ეს, მე19-ს გავიძახით, აი, ამ უსაშველო აღმართს ავივლით და თავაშესაფარიც გამოჩნდება.
თოვლი თითქმის მუხლებამდე გვაქვს.
როგორც აღმოჩნდა, ამ გზით ყველა 1ლად ავდიოდით მცველთა თავშესაფრამდე.
არ გვაქვს ჯი-პი-ეს-ის მონაცემებიც.
უკვე უკუნითი სიბნელეა.
საიდანღაც ნახევარმთვარემ გამოაბიჯა.
კავკასიკა წინ მიწევს, ეგებ ის ჯადოსნური გადასახვევი ნახოს, რომელმაც ბუხართან უნდა მიგვიყვანოს

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 10:25

მე ხალხს ვამხნევებ, ესე იგი, ჩვენ უკვე გავიარეთ 141 მეტრი და 53 სმ.
სინამდვილეში 18 მ და 24 სმ გვაქვს გავლილი

თომა და მაო მეკითხებიან, ვაჰ, კაცო, რა მაგარი ხარ, საიდან ადგენ ასე ზუსტად გავლილ მანძილს, მეტრმზომი ხომ არ გიყენია ფეხზეო.

მეც ვიფერებდი, რადგან იცოდნენ, რომ ტყ-პარკში ნამყოფი ვიყავი.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 10:37

3-4 კმ კავკასიკას ნაცნობ, 59 წლის ძია რეზოს ნაკვალევს მივუყვებოდით.
ეს კაცი აღმა-დაღმა დღეში 25 კმ-ს მაინც დადის თურმე.

ერთ ადგილას ნაკვალევი უშველებელ და დაფოთლილ ფერდობზე ადიოდა, ისეთზე,
კაცს (და ქალსაც) მოფარება რომ მოუნდება ბუნმოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ჰოდა, ჩვენც მშვიდად, ვითომ მშვიდად ავუყევით გზას. მცირე ხნით ჩამოვსხედით,
აქეთური მოვიკითხეთ 1მანეთში, იქითურიც, გეგონება, მთელი გზა 1ად არ ვიყავით და ის იყო, 2ოდე ნაბიჯი ავდგი, რომ ფიშტოიანი კაცი გადმოდგა.

გამარჯობა-მეთქი (ვინ დამასწრებდა გამარჯობას?)

ღმერთმა მშვიდობა მოგცესო.

ჩემს უკანა მდგომები ვერ ხედავდნენ ფიშტოიანს.
ჰოდა, კავკასიკას შევუძახე, სტუმარი გვყავს-მეთქი.

ეს სტუმარი ძია რეზო არ ყოფილა?
სიციილით მოკვდა, თქვე კაი ხალხო, აააააააააააგე, გზა იქით მიდის, მოდით, გაჩვენოთო.
კიდევ კგ, იმ ციცაბო მოფარებულში ბევრი არ გვივლია.
მე თომას იმსიმძიმე ზურგჩანთა მქონდა აკიდებული, თავ-ბედს ვიწყევლიდი, დაახლოებით ისე, "რა გინდოდა წვენებშიო"

მართლა, მართლა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
20 კმ ტყემთაში, ანუ, თოვლი ვიპოვნეთ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 10:49

აი, ძია რეზოს მიერ ნაჩვენები გზა იყო, რომ აღმართი არ გამოელია და უკუნითი ჩამოგვამთა. თვითონ არ წამოვიდა, დავსველდი და გზა რომ გავაგრძელო, გავცივდებიო.

აი, 8კმ და 234 მ გავიარეთ, ოღონდ, მართლა, აი, 8 კმ 893 მ გავიარეთ (მართლა), აი 9 კმ 156 მ, 9 კმ 157, 9 კმ 160 მ. ვცდილობთ, 1მანეთს არ ჩამოვრჩეთ. გზა არაფრით ილევა.

თოვლის სისქე მატულობს. თვით მაღალყელიანი ჩექმის მქონე კავკასიკაც დასველდა ფეხთ.
როგორც კი სატელეფონო ზონაში მოვხვდით, გი2გიმ ძია რეზოს დაურეკა, რა გზას დავადგეთო.

ის დალოცვილიშვილი ჯიუტად გვირჩევს, სამანქანო გზას დაადექითო. კი გვირჩევდა, მაგრამ რა იცოდა, იმხელა თოვლში ტოტები და დედამიწა ისე გა1ანებულიყო, რომელი იყო გზა და რომელი გადასაჩეხი ფერდობი, ვეღარ დაადგენდი.

ექსტრემი, სიცივე, შიმშილი, სიმძიმე, სიბნელე მატულობდა.
თავზე ხელი რომ მოვისვი, გაოფლილ თმაზე ყინულის ლოლები შემრჩა.
1 კი ვიფიქრე, ერიჰაა, ვიყინები და ვერ ვგრძნობ-მეთქი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]