ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
x mindia x
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 06 დეკ 2007, 17:30
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by x mindia x » 07 დეკ 2007, 23:10

გამარჯობათ, მე მინდია ვარ. ლამას ძმა

ვარ 17 წლის აბიტურიენტი მინდა ჩავაბარო გამოცდები და გავხდე სტუდენტი

ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა :)

პატივისცემით მინდია ოღაძე :wink:

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by MIRANDA » 07 დეკ 2007, 23:56

ე.ი. ბარემ მეც გეტყვით ჩემს შესახებ..

MIRANDA - მირანდა მერკვილაძე, 1985 წლის 25 მარტი (22 წლის... ჯერ კიდევ :lol: )

დავამთავრე უკვე და ამჟამად ვმუშაობ, მაგრამ სურვილი მაქვს ძალიან დიდი, რომ ისევ ვისწავლო... ოღონდ მართლა!!! (როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა)

სხვა რავიცი აბა... trulala-სი არ იყოს, შთამომავლობა ჯერ არც მე მყავს, მარტო არ გამოგივა ეგ ამბავი ადამიანს და.... მარტო რომ არ იყო კიდევ, ეგ ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, რომ დაფიქრება უნდაო, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებო...

კიდევ... ვმუშაობ, ტურისტულ კომპანია "ინტერტურ"-ში. მინდა ვიმუშაო.... ჰმმ... ჩემს საოცნებო სამსახურს საიდუმლოდ შევინახავ..

დანარჩენი მერე :wink:


User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by Monadire » 09 დეკ 2007, 22:34

ჰოოოოო დააააა ე.ი გახლავართ ირაკლი სირაძე 21 წლის .დაბადებული 1986 წლის 15 მაისს ზესტაფონში (წარმოშობით მანდედან).
წელს დავამთავრე თსუ ინფორმატიკოსი სპეციალობით,ფაკულტეტს ზუსტად არ ვიცი რა ქვია .სტუდენტობისასაც თითქმის ყოველ სემესტრში ეცვლებოდა სახელი :lol: . ვმუშაობ თითქმის სპეციალობით
ბუნების და მისი ყველა ქმნილების დიდი მოყვარული.მიყვარს ნადირობა,ნანადირევის იქვე და შემდეგ სუფრაზე ’დასველება’
ჰო ნუ დანარჩენი მერე
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

madlenuka
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 04 დეკ 2007, 13:28
Location: Tbilisi
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by madlenuka » 10 დეკ 2007, 12:26

მე ვარ მადლენა. ჟურნალისტი ვარ. კიდე....ისტორიკოსი.სულხან-საბას უნივერსიტეტი დავამთავრე (მაშინ ასე ერქვა) დიდი დიღომში ვცხოვრობ.ჰო, რათქმა უნდა ვმუშაობ :) სად და....ხან სად, ხან _ სად :)ოღონდ _ მხოლოდ ჟურნალისტად:)ამჟამად?? არის ასეთი ჟურნალი( უფრო სწორად, ჟურნალის იდეა) "სიტყვა"..არა, მთლად ასეც არ არის საქმე,იდეა,პრაქტიკულად, ხორცშესხმულია უკვე და ჟურნალი რამდენიმე დღეში გამოვა.
კითხვა მიყვარს ძალიან...წერაც:)ოღონდ, მართლა არ ვიცი,რომელი უფრო მიყვარს...ისე,ბოლო დროს უფრო ვწერ, ვიდრე ვკითხულობ:)კიდე გამოცდების ჩაბარება მიყვარს, ტრენინგები და....საინტერესო და უცნაური ადამიანები და მათთან ურთიერთობა.:)რთული რამეები და "ვინმეები"მიყვარს რა...პრიმიტივები მაღიზიანებს..:)მართლა,კინაღამ დამავიწყდა...დიიიიიდი გოგო ვარ : 28 წლის:)მგოოონი კმარა:)თუ ძალიან დაგაინტერესებთ რამე ,მკითხეთ და...აქ არა ვარ:):)

User avatar
bombora
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 30 ნოე 2007, 21:36
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by bombora » 10 დეკ 2007, 12:31

madlenuka


saintereso adamiani kopilxar

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by ლეონტი » 10 დეკ 2007, 12:33

madlenuka
მადლენუკა, გამოცდები და ტესტების გარეშე მიღებული ხარ კარავში.
ეხლა მოემზადე პირველი ლაშქრობისთვის.

User avatar
Niniset
ბოდიალა
Posts: 258
Joined: 14 სექ 2004, 17:34
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by Niniset » 10 დეკ 2007, 13:37

x mindia x
ჩემო ძვირფასო, შენ აუცილებლად გახდები სტუდენტი
მორწმუნე თომა

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by keto » 10 დეკ 2007, 13:49

მე არ დამიწერია აქ არა? :?

ქეთი ოთიაშვილი, 28,06.83 წელს დავიბადე. თსუ დავამთავრე რამდენიმე წლის წინ. აღმოსავლეთმცოდნე ვარ, არაბული ენის სპეციალისტი. სამწუხაროდ 1 დღე არ გამომიყენებია ჩემი ძირითადი სპეციალობა. ძირითადი იმიტომ რომ მაქვს მეორეც, არაძირითადი სპეციალობაც. უცხო ენებში სინქრონული თარგმანი დავამთავრე და სულ რამდენიმე თვეა მთარგმნელ-თარჯიმნის კვალიფიკაციით დამაჯილდოვეს :D :D :D
ჩემს დღევანდელ სამსახურს არც თარგმანთან აქვს კავშირი, სამაგიეროდ თუ ოჯახში ავეჯი დაგჭირდათ და ბელუქსს მიმართეთ შემეხმიანეთ ხოლმე :lol:

კარავს, ლაშქრობას და ბოდიალს რაც შეეხება, სკოლის და სტუდენტობის პერიოდში ბეევრად აქტიური ვიყავი მაგ ამბავში. ამ ბოლო დროს ვეღარ ვარ ისეთ ფორმაში (იმედია გამოსწორებადია).

მეტი არაფერი მახსენდება, ამიტომ კეთილი იყოს ჩემი შემოკარვება :)
Keep Smiling...

User avatar
chamoxeuli bilbordebi
MoDiGLiaNi
Posts: 868
Joined: 29 ოქტ 2007, 01:14
Location: Jამაიკა
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by chamoxeuli bilbordebi » 10 დეკ 2007, 14:02

keto
შენი ავატარის ფანი ვარ :)
წითელი, ყვითელი, მწვანეImage

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by legenda » 10 დეკ 2007, 14:13

მე. legenda დავიბადე 12.18.1980
ქ. თბილისი
დავამთავრე ილია ჭავჭავაძის ენათა და კულტურათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (ვეიკში).
18 წელი ვცეკვავდი ქართულ და მსოფლიო ხალხთა ცეკვებს "როკვა"-ში.
ვმუშაობ "ეკო ფუდში".
მინდა ბევრი ვიმოგზაურო,ბევრი....
ნაკლი: ცუდი ამინდი არ მიყვარს (ქარი,წვიმა).
მიყვარს ცეკვა და ცეკვა.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by Mao » 10 დეკ 2007, 14:13

keto
გაიხარეე! :D :D ისე გსტუმრობ ხოლმე..... :D
together on the top!!

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by kotetbeli » 10 დეკ 2007, 14:22

keto
კეთილი იყოს შენი შემოკარვება! გეყოფა ბელუქსი და კომფორტი, ახლა კარგია ტალახიანი და ძუნძგლიანი ლაშქრობის ვიტამინები... :P :P

legenda
შენი შემოკარვებაც კეთილი იყოს! ))
"როკვაში" ანა ღვინიაშვილს ხომ არ იცნობდი? ;)
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by keto » 10 დეკ 2007, 14:39

chamoxeuli bilbordebi
:D

Mao
kotetbeli

გაიხარეთ :)
Keep Smiling...

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ჩვენს შესახებ... გავიცნოთ ერთმანეთი

Post by legenda » 10 დეკ 2007, 14:50

ვიცნობდი თუ არ მეშლება... :arrow:

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]