უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 04 დეკ 2007, 02:39
აუ, რა კარგად გივლიათ!!
ასე ხომ ვიხსენიებთ ხოლმე, ხადელები, აბასთუმნელები... თქვენ იქნებით ქარგამძლე კარაველები!!

ყოჩაღ თქვენ!! ტრასაზე ისეთი ქარი იყო, მანქანას ძლივს ვიმორჩილებდით...
მეც გობესი და ლეონტის არ იყოს გავიარ-გამოვიარე თქვენი რესტორნის წინ, 3 და 5 საათებზე, შემოხედვა მინდოდა მარა ჯერ მისულები არ იყავით.
ლეონტი მეც იმ საცობში ვიდექი ოღონდ 3 საათი!!!

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 დეკ 2007, 07:36
gobe
ლეონტი
Gvalva
ვაჰ კაცო, თუ ჩვენს რესტორანთან აგივლ-ჩაგივლიათ, შემოგეხედათ რაღა.
იქარ დაგხვდებოდით, დაგეცადათ მაინც
თქვენი გამკვირვებია
ზუსტად 18:12ზე ვიყავით ვიყავით რესტორანში.
წამოსვლით კი 21:47ზე წამოვედით.
ახლა ნუ დამათვლევინებთ, სა1 ჯამში რამდენი სთ და წთ გავჩერდით "სახალხო სახლში", მაგრამ რომ მობრძანებულიყავით, ძალინ გაგვახარებდით.
ვის არ უხარია კგ ხალხის ნახვა-შემო1ება?
-
likakoo
- იეტი
- Posts: 1294
- Joined: 29 ივნ 2007, 14:27
- Location: msoflio
Post
by likakoo » 04 დეკ 2007, 09:59
GAMARJOBA SAKARTVELO
საიუბილეო ტორტზე სამთლები 2ჯერ ჩავაქრე და ერთი და იგივე საჩუქარიც 2ჯერ მივიღე
საყურე ვ ი პ ო ვ ე ე ე, უფრო სწორედ დღეს ჩამომიტანენ
მართალი ყოფილა "ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგებაოო!"
აუ, ძალიან მაგარია!!!!!
-
Truli
- იეტი
- Posts: 3463
- Joined: 18 სექ 2005, 21:01
- Location: deep space!
-
Contact:
Post
by Truli » 04 დეკ 2007, 10:00
Gvalva
ტყვილა არ დაგველოდეთ
ისე ქარმა კინაღამ აზერბაიჯანში წაიღო კარავის დიდი ნაწილი
GAMARJOBA SAKARTVELO
ველი....
მი მალატ შვან
-
Georgian Rabbit
- მაწანწალა
- Posts: 430
- Joined: 06 აგვ 2007, 10:17
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by Georgian Rabbit » 04 დეკ 2007, 10:25
ვახ
რა ლამაზი ადგილებია
არ ვყოფილვარ მანდ
და როგორ გული დამწყდა რომ ვერ მოვახერხე
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 04 დეკ 2007, 11:28
გავაგრძელოთ ჩვენი რეპორტაჟი. როგორც ვწერდით ჩიჩხიტურზეც ავედით. მაგრამ ისეთი ქარიშხალი იყო მობილურს ერთ ადგილზე ვერ ვაფიქსირებდი და სურათებიც ცუდი ხარისხის გამოვიდა
აქ წინა ფონზე რა ხდება, თუ არ აგიხსენით, ვერ მიხვდებით. ეს ჩემს კაშნს აფრიალებს ქარი. რაღაც რეალისტური გამოვიდა, და რატომღაც მომეწონა

-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 04 დეკ 2007, 11:30
დილა მშვიდობისა ხალხო

გუშინ აღარ შემომიხედავს და რამენი კარგი რამ დაგიმატებიათ, კლაიმბერის ბოლო ორი ფოტო-ცოტა დამუშავებული-ძალიან ლამაზია.

მე ფირი არ მეყო და ვინმეს ხომ არ გადაგიღიათ ის ადგილი, უდაბნოს ეკლესიიდან რომ ჩამოვდიოდით კლდეში გამოკვეთილი -კიბეები, იქედან ლავრის თვაზე ავედით. ძალიან მინდოდა ეგ კადრი
გვალდა, დიდი მადლობა, ძაალიან კარგი ხარ, სვანეთოლოგო
ერთი სული მაქვს როდის დავასკანერებ ფირს, ამ ავადმყოფობის გამო ვერ გავაღწიე შესაბამის პუნქტამდე
რა კარგი ყოფილა ლაშქრობის მერე "რეპორტაჟის" თემაში ბოდიალიიიი

წამო, ზღაპარში ...

-
saskva
- იეტი
- Posts: 2154
- Joined: 02 ივლ 2007, 12:54
- Location: Where Dreams Do Come True
Post
by saskva » 04 დეკ 2007, 11:35
-
saskva
- იეტი
- Posts: 2154
- Joined: 02 ივლ 2007, 12:54
- Location: Where Dreams Do Come True
Post
by saskva » 04 დეკ 2007, 11:36
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 04 დეკ 2007, 11:37
მაგ კაშნის გამო იყო კინაღამ აზერბაიჯანში რომ წამიღო ქარმა, დროზე მტაცეს ხელი და კოშკის ძირში შემათრიეს, სადაც უკვე აღმართულიყო ქარისაგან მიყრილ-მოყრილი კარველების ცოცხალი გორაკი . ეს გრძნობა რომ გაითავისო, იქ უნდა ყოფილიყავი. მართლა სერიოზული შანსი გვქონდა ქარაფიდან გადავცვენილიყავით. მახსოვს, როგორ ვეხვეწებოდი პაატას, ქურთუკი შეიკარი ქარმა არ წაგიღოს მეთქი.
ეს სურათები უკვე იმ "თავშესაფრიდან" გადავიღე

-
saskva
- იეტი
- Posts: 2154
- Joined: 02 ივლ 2007, 12:54
- Location: Where Dreams Do Come True
Post
by saskva » 04 დეკ 2007, 11:38
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 04 დეკ 2007, 11:39
Mta Mkvarebia
ლიკუნა, ეს რა საინტერესო ფოტო გადაგიღია! (აფრიალებულ კაშნეზე ვამობობ

)
-
likakoo
- იეტი
- Posts: 1294
- Joined: 29 ივნ 2007, 14:27
- Location: msoflio
Post
by likakoo » 04 დეკ 2007, 11:44

გოგამ იფიქრა, სამამ ქარი წაგვიღება სა1რო სურათს გადავიღებოო!!!!!
ვბანაკდებით სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად

Last edited by
likakoo on 04 დეკ 2007, 11:48, edited 1 time in total.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 04 დეკ 2007, 11:47
მერე სად იყო და სად არა მესაზღვრეები გამოჩნდნენ. შორიდანვე მივხვდით რომ ქართველებს არ გავდნენ. "ტუდა ნელზიაო" "სნიმატ ტოჟე ნელზიაო" ნატამ მშობლიურ ენაზე გაუბა საუბარი, მარალია ვერ გავიგე, რა უთხრა, მაგრამ ცოტათი მოლბნენ.
რამდენიმე ფოტო მაინც გადავიღეთ. თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გადაღება აგვიკრძალეს. ჩვენ ვცდილობდით მათი ყურადღება გაგვეფანტა, რომ არ შეემჩნიათ, რამდენიმე კარველი, ქლაიმბერის ჩათვლით, კოშკზე რომ იყო ასული და სისულელეებზე გავუბით საუბარი. მანამდე ქლაიმბერმაც მოასწრო სურათების გადაღება და გოგამაც.
ესეც მესაზღვრეები
