რამ გადააფიქრებინა და...
მეც მასე ვარ დაახლოებით...
ამ ფორუმზე ხალხი ლაშქრობებზე
დადის (იგულისხმება ფეხით სიარული), ღამეს ათენებს საძილე ტომრებში კარავში თუ კარავის მახლობლად, ღამეს კოცონის გარშემო შემოკრებილი ატარებს. არის ერთდღიანი ლაშქრობებიც, როდესაც კარავის გარეშეც შეიძლება წასვლა, მარა კოცნაობის (როგორც ლამა ეძახის კოცნის გარშემო ყოფნას) გარეშე ლაშქრობა უკვე აღარ გამოდის. ლაშქრობაში უნდა იყოს ფეხით სიარული, უნდა დატოვო ქალაქი და გახვიდე ბუნებაში. ალბათ გახსოვთ თრუსოს ხეობაში ზურგითაც ვათრიე შეშა, რომ კოცონი ალპურ ზონაშიც გვქონოდა..
გარეჯში ლაშქრობას ზოგიერთებისათვის მოლოცვის ფუნქცია აქვს, ზოგს მისი დათვალიერება აინტერესებს - ესაა ამ გასვლის მიზანი. თუ ამ თარიღს კარაველების რაიმე დღესასწაული ემთხვევა, ამ შემთხვევაში იგულისხმება დაბადების დღეები, ლაშქრობებში ისინი ლაშქრულად უნდა აღინიშნოს. მახსოვს მესხეთში ლაშქრობისას ახალდაქორწინებულებს ლაშქრული ქორწილი როგორ გადავუხადეთ. ისე, მასეთ ქორწილებში ავღმოჩნდი ლამას მეჯვარეც. ძალიან განსხვავებული და დაუვიწყარი ქორწილები გვქონდა. კოცონზე, ქვაბში გამომცხვარი ტორტი და ასე შემდეგ. ძალიან ტკბილად ეს გვაგონდება ყველას, ვინც იმ ლაშქრობაში ვიყავით.
ვისაც რესტორანში ქეიფის სურვილი გააჩნია, აუცილებელი არაა ამისათვის ლაშქრობა მოაწყოს ან ლაშქრობაში მიიღოს მონაწილეობა. ზოგად საუბრებში ხშირად გაჟღერებულა "თაღლაურა", "ხინკალი", "ხაში" და ეგეთები. შევიკრიბოთ ცალკე და ისე მოვირესტორნოთ, ვინმე გვიშლის თუ?
ლაშქრობიდან დაბრუნებულებს ერთმანეთთან დაშორება რომ გვიჭირს და "თითო კათხა ლუდი დავლიოთ" ან "თითო ჭიქა ყავა" ან ეგეთი, გასაგები რამეა და სურვილის მიხედვით ზოგი რჩება და ზოგიც ვერა (გადაღლილია, ეჩქარება და ა.შ.). მარა წინასწარ რომ რესტორანი და შარვალ-კოსტუმი ლაშქრობაში ყოფილიყოს.... მე არ გამიგია და არსობრივად სრულიად განსხვავებულად მეჩვენება იმასთან შედარებით, რასაც აქამდე ფორუმი "კარავი.გე" ყოფილა.
შარვალ კოსტუმით თუ ეკლესიაში წავედი და მერე რესტორანში, ბარემღა ცოლსაც მოვიყვან, ხარჯი ხარჯია -- შარვალ-კოსტუმი ჩაცმული და ჰალსტუხი გაკეთებული..
ერთიც... ადმიანები, რომლებიც მოსალოცად მოდიან (მარხვის პერიოდი ემთხვევა და ნაწილი მარხვაზე იქნება), მათთვის ქეიფი, ლხენა მოსარიდებელია. ის მომენტიც, რომ კარაველი შენს გვერდით იჯდეს და მარხვის გამო არ ილხენდეს , ან გაჩვენებდეს, რომ ილხენს, იმის გამო შენ არ ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში, ან დაარღვიოს მარხვა შენს გამო - ჩემში პირადად არცერთი ვარიანტი სურვილს არ იწვევს.
ბუნებრივია ისიც, რომ მომარხუელთა გამო არ უნდა "დაიჩაგრონ" ისინიც, ვინც არ მარხულობს, ანუ ისეთი გეგმა უნდა შევარჩიოთ, რომ არავინ დაზარალდეს და ყველამ შედარებით კომფორტულად იგრძნოს თავი. მაშინ მოუნდება წამოსვლა კარაველებს