გურულისგან მოკითხვა

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by paata_ » 09 ნოე 2007, 23:12

მაიკო

ჩვენც მოგვიყევი

მაიკო
ბოდიალა
Posts: 171
Joined: 17 ივლ 2007, 22:05
გურულისგან მოკითხვა

Post by მაიკო » 09 ნოე 2007, 23:24

paata_ wrote:მაიკო

ჩვენც მოგვიყევი
ginda rusetis agentoba damwamon da lashqrobebi amikrzalon :shock: :shock:



:D :D :D :D
არაფერს დავიშურებდი...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by paata_ » 09 ნოე 2007, 23:25

მაიკო


ხმა არ ამოიღო

ჩუუ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 10 ნოე 2007, 19:42

ხალხო, დიდი მადლობა ყველას. დროებით დაგიბრუნდით - ინტერნეტკაფედან, მაგრამ მალე ჩვეულებრივად დავბრუნდები. ცოტა აგვაფორიაქეს და ეგ იყო, მეტ არაფერი. ჩვცენი სენობა, უბრალოდ, ემიჯნება იმედისას და ამიტომ მოვყევით დახურვაში. იმ ტერიტორიაზე რაც კი საწარმო თუ ორაგანიზაცია არსებობდა, რატომღაც ყველა ასე დასაჯეს. სახერხი საამქროც კი გააჩერეს, ტელევიზიის შენობიდან კი დაცვის სამსახურის უფროსის კავკასიური ნაგაზიც წაიყვანეს. :roll: ეტყობა, ისიც რუსეთის აგენტი იყო და ახლა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს ირებენ მისგან. :roll:
სხვა, ჩვენს სამსახურს რაც შეეხება, ვიმედოვნებთ, უახლოეს ხანებში რამდენიმე კომპიუტერს მაინც გამოგვატანენ, მაგრამ ხვალიდან ჩვენ ისედაც ვიწყებთ გაზეთის გამოშვებას - სადღაც შეგვიკედლეს მეგობრებმა, თუმცა იქ რამდენიმე კაცი თუ დაეტევა, დანარჩენები სახლებში ვიმუშავებთ და ისე მივიტანთ მასალებს, მერე კი კალკებს სხვაგან ამობეჭდავენ. საწვალებელია, მაგრამ გაჩერებას ასე ჯობია.
თავად ოფისში ჩვენს დროს არავინ შემოსულა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა და ჯანრიმ ჩვენთან შეაფარეს თავი. ჩვენთან ყველაფერი მშვიდობიანად იყო, მაგრამ მაინც არასასასიამოვნოა, ფანჯრებიდან რომ ვხედავდით, როგორ დარბოდნენ ავტომატიანები იმათ ოტახებში თუ კიბეებზზე, მერე ხალხის დაბლა ჩაყვანა დაიწყეს, დრო და დრო კი ლიწინის ხმა და შეკივლება-შეყვირებები ისმოდა. ჩვენთან ჩვენს შემდეგ შესულან - ჯერ სპეცრაზმი, მერე - პოლიცია. დამტვრეული არაა (როგორც ვიცით), მაგრამ ფანჯრებიდან რაც ოტახები შევათვალიერეთ, უჯრები სულ ამობუნაგებულია. ალნბათ, დიქტოფონებს და დისკებს, რასაც კი ნახავდნენ, წაიღებდნენ, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას.
მოკლედ, ესეთია მდგომარეობა... ვწუხვარ, რომ ხვალ ვერც ჭილის ტბაზე წამოგყვებით - ზაან ექსტრემალური პირობებში გვიწევს მუშაობა და ახლა გატავისუფლებას ნაღდად ვერ ვითხოვ, თუმცა აუცილებლად გაგაცილებთ, ამას კი რა კეთილისმყოფელი ძალაც აქვს, ნააბასთუმნარები დაგიდასტურებენ. :D
უღრმესი მადლობა ყველას გულსემატკივრობის და გამოხმაურებისთვის. ალბათ, არ მიწყენთ, თუ paata_-ს განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. პატიკ, ძალიან გამიხარდა, სახლში რომ წასულხარ და ბევრად უკეთ ყოფილხარ. გაიხარეთ ყველამ :!: :!: :!:

ssandos
მაწანწალა
Posts: 346
Joined: 21 ნოე 2006, 21:00
გურულისგან მოკითხვა

Post by ssandos » 10 ნოე 2007, 22:16

guruli

khis saamkroshi etkoba rusul khes amushavebdnen, kheze kide tsartserebis da informatsiebis gadatsema sheidzleba, aba ra gegonat :D :D :D :D :D :D

ssandos
მაწანწალა
Posts: 346
Joined: 21 ნოე 2006, 21:00
გურულისგან მოკითხვა

Post by ssandos » 10 ნოე 2007, 22:17

dzagli albat rusuli aktsentit kepda :D :D :D

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
გურულისგან მოკითხვა

Post by NINUCA » 10 ნოე 2007, 22:41

guruli

მეც ვუერთდები კარველების სურვილებს და მეც გისურვებ კარგად და მაგრად ყოფნას!!! :) სამწუხაროდ სიცხე მაქვს და ვერც მე მივდივარ ჭილის ტბაზე მაგრამ სხვა დროს შევხვდებით და გავიცნობთ ერთმანეტს. ძალიან ძალიან მინდა ყველას გაცნობა ბოჭომ ყველა ისე დაგახასიათად რომ ...:) ძაან მაგარი ადამიანები არიანო, უსაყვარლესებიო... მოკლედ გისურვებ მალე გამოუშვა გაზეთი, მიუხედავად იმისა რომ მე თქვენი მკითხველის რიგებს არ განვეკუთნები :lol:

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
გურულისგან მოკითხვა

Post by doroTea » 10 ნოე 2007, 23:02

guruli

შენც მოხვდი ამ გაუგებრობებში?! :(

იმედია, მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგება . . .

წარმატებებიიი :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 18 ნოე 2007, 18:27

ssandos, NINUCA, doroTea - ხალხნო, კომპთან უკვე იშვიათად ვხვდები და მაპატიეთ, მადლობას დავიანებით რომ გიხდით.
გუშინ თითქოს დაგვიბარეს, ოფისს გაგიღებთო. მივედით კიდეც, მაგრამ არ გაგვიღეს. :cry: :cry: მაშინ გავაცნობიერე, რას ნიშნავს კონსტიტუციით მონიჭებული შრომის უფლება. :cry: :cry: ნივთები მაინც გამოგვატანონ და რამეს მოვიფიქრებდით კიდევ. ჩემი ბლოკნოტი თავის ტელეფონებიანად, დიქტოფონი და ყველაფერი იქაა. ხელმოჭრილივით ვარ. განსაკუთრებით დიქტოფონი მჭირდება. :cry:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by ლეონტი » 18 ნოე 2007, 20:23

მე ხშირად სხვებს ვასწავლი მაგრამ დაბეჯითებით მეც ვერ ვაკეთებ.
ესაა ბექაფი.
ანუ მთელი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის კოპირება და საიმედო ადგილას გადანახვა.
ცხოვრებაში პერიოდულად ხდება ისეთი მოვლენები , რომლებსაც ვერასოდეს ვერ გათვლი და ვერ წარმოიდგენ.
ამ შემთხვევაში გადანახული სამუშაო იარაღები და ინფორმაცია , გადამრჩენელია.
ერთხელ 2 წლის ნაშრომი ინფორმაცია დავკარგე, ვინჩესტერს გაყვა.
კინაღამ გავგიჟდი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 19 ნოე 2007, 14:39

ლეონტი - ეჰ, კარგია ეგრე გადაბექაფება-გადამალვები, მაგრამ... თან, იმ მომენტში, როცა მთელი ნახევარი საათი (თუ მეტიც არა) სიბნელეში ზიხარ, გვერდით შენობაში ლიწინ-ლიწინი და კივილ-ზრიალია და იქიდან გამოქცეული ხალხი (მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი) შენთან იმალება, მაშინ რამეების წამოღებაზე ვერ იფიქრებ, თორემ ჩამეგდო ჯიბეში ის პატარა ბლოკნოტი, ან დიქტოფონი, არ ჩაეტეოდა თუ რა... ეგ კი არა, ბეჭედი და საბუთებიც იქ დარჩა ხელმღვანელობას, ისე ნაჩქარევად დაგვატოვებინეს ოფისი, და დღეს ბანკიდან ფული ვერ გამოგვაქვს ხელფასების დასარიგებლად. :cry: ერთიცაა - ასე გაუაზრებლად ჩვენც თუ მიგვაყოლებდნენ, რას ვიფიქრებდით... გვეგონა, მეორე დღეს ჩვენ თავისუფლად სეგვივებდნენ შენობაში, რომელიც კინოსტუდიას ეკუთვნის და არა ტელეკომპანიას.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გურულისგან მოკითხვა

Post by guruli » 04 დეკ 2007, 15:27

მგონი, გვეშველა... ხვალ იხსნება "იმედიო" და ჩვენც შევალაჯებთ ოფისში... :lol: :lol: :lol:

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by გვალდა » 04 დეკ 2007, 15:38

guruli
გ ი ლ ო ც ა ვ თ !
მიხარია :)
სვანეთოლოგი

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by paata_ » 04 დეკ 2007, 15:39

მაგარია

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გურულისგან მოკითხვა

Post by lama » 04 დეკ 2007, 15:41

guruli
გილოცავთ, გაიხარეთ, იმუშავეთ და იყავით ბედნიერად :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]