მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Archil » 19 ნოე 2007, 01:34

ნაიამ კვირა დღეს ხომ არ გავაცდენთო და ანტონ მარტყოფელის სამყოფელის მონახულება მოინდომა. სამწუხაროდ მე ნათესავის გოგონას, დიანას უნდა დავხმარებოდი და ამიტომ წასვლას ვერ ვახერხებდი.

კვირას 2-ის ნახევარზე ნაიასგან ზარი იყო მობილურზე - რას შვებიო, მოდიხარ თუ ვერაო... გვალვა და გამარჯობა საქართველო შეამხანაგებოდნენ უკვე. უფრო სწორედ გოგა ჯერ კიდევ დილით ყაზბეგში იყო და ამ დროისთვის ჩამოდიოდა თბილისში.

გამიხარდა რომ ნაიამ წამყოლები ეშოვა მარტყოფის ღვთაებისკენ და ამის შესახებ ჩემს სტუმარსაც ვუთხარი. აღმოჩნდა რომ დიანაც არ ყოფილა იქ.

წამოხვალ? ვკითხე დიანას. ბევრი ყოყმანი და ხვეწნა კახელებს არ სჩვევიათ და ცოტა ხანში უკვე ავლაბრის აღმართზე ველოდებოდით ნაიას მანქანის გამოჩენას.

ასე დაიწყო ჩემთვის ეს ლაშქრობა.

მივყვეთ ლაშქრობის აღწერის პროცედურას :)

1. რეგიონი:

ქართლი, თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით
2. მარშუტის დასახელება:

თბილისი - მარტყოფი - ნორიო - მარტყოფის მონასტერი - ღვთაების სვეტი - ნორიო - თბილისი

მოცემულ მარშუტის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ

მარტყოფის ღვთაება 2007 წლის 14 ოქტომბერს

მარტყოფი 25.03.2007 ანუ მაინც ამოვთხრი :)

ანტონ მარტყოფელის მონასტერი

3. ხანგრძლივობა:

ერთი დღე. გავედით 2 საათზე და 8-ზე თბილისში ვიყავით.

4. სირთულე:

რაის სირთულე, მანქანაში ვიჯექით ძირითადად. ნორიოს შემდეგ ასფალტირებული გზა აღარ არის. მსუბუქი მანქანები ადიან მონასტრამდე.

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

სოფლები მარტყოფი და ნორიო

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

მიახლოებით - მანქანით თბილისიდან მონასტრამდე 35 კმ.

კახეთისკენ მიმავალ გზატკეცილს გაუყვებით. შემდეგ ნორიო - მარტყოფისკენ მიმავალ ხიდზე გადაუხვევთ, ნორიოს გავლით (ბევრს ჰგონია რომ ღვთის სვეტი მარტყოფის გავლით უნდა გავიდეს (ფეხით ასე უფრო ახლოსაა), არადა მანქანით ნორიოს გავლით უნდა მოხვდეთ იქ), ნორიოს შემდეგ გაივლით რამოდენიმე კილომეტრს, თუ მოხრეშილ, ტყეში მიმავალ აღმართზე მოხვდით, სწორ გზას ადგეხართ და მარტყოფის მონასტერიც მალე გამოჩნდება. იქ, სადაც გზა ორად იყოფა, მარჯვნივ გაუხვიეთ და 20 მეტრში მონასტრის გალავანსაც დაინახავთ (თუ გალავანი არ ჩანს, მაშინ იქ არ შეგიხვევიათ :) ). მარცხნისკენ მიმავალი გზა ღვთის სვეტზე აგიყვანთ, მაგრამ იქ უფრო "ნივა-ყველგან მივა" სავალია.

ნორიოში და მარტყოფში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, მარშუტკები საკმარისად შემოგვხვდნენ გზაში. იქიდან კი ფეხითაც გადავა ადამიანი მონასტერში. რამოდენიმე წლის წინათ ნათლუღის ავტოსადგურიდან გადიოდნენ.

7. ფეხით გავლილი მანძილი:

ფეხით მონასტრიდან ღვთაების სვეტამდე 2 კმ-მდეა ტყის მჭრელების გზის მაგვარი. ბილიკებით უფრო მოკლეა, მაგრამ დაკარვით არაერთი დაკარგულა (მათ შორის მეც) მონასტრის ტყეში. გვირჩიეს გზას ავყოლოდით.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:

ერთ-ერთი ასურეთელი მამათთაგანის ანტონ მარტყოფელის (მე-6 საუკუნე) მონასტერი. ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები. კირიონ კათალიკოსის მოკვლის ადგილი. ანტონ მარტყოფელის საფლავი.

მონასტრიდან ზემოთ კარგად მოჩანს განახლებული ღვთის სვეტი, სადაც წმინდა ანტონი დაყუდებული იყო, და მოწამეობის ამ ფორმით ურთიერთობდა ღმერთთან.

9. საბანაკე ადგილები:

მონასტრის გარშემო ტყეა, სადაც საქეიფო ადგილებია გამართული. მამათა მონასტერი დასარჩენად იწვევს ვაჟებს (თეთრეული წამოიღეთო ოღონდაც) რამოდენიმე დღით, მარხვისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების დროს.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:

წყალი მოდის მონასტერშიც და მის გარშემო საქეიფო ადგილებშიც.

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:

ფოტოაპარატი არ დაგავიწყდეთ, კარგი ხედები იშლება (იწყობა კიდევაც :) ).

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:

მონასტრის მამაოები, სოფლის მოსახლეობა (ღვინით დალოცვაც კარგად იციან ;) )

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში

სოფელ მარტყოფში ეკლესია და ციხის ფრაგმენტი. ნორიოშიც არის ციხის ფრაგმენტი.

14. რუქა:

Image


უფრო დიდი ვერსიისათვის
Image
ან უბრალოდ
http://i021.radikal.ru/0711/60/1b2a9c5bd8ca.jpg


ჩემმა ფოტოაპარატმა ჩაილურის წყალი დალია (გადატანითი მნიშვნელობით), ამიტომ ფოტოებზე მე პასს. გოგას და ნაიას ფოტოაპარატების შედევრებს ველოდებით მოუთმენლად :)
Last edited by Archil on 19 ნოე 2007, 20:09, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ნოე 2007, 02:26

Archil

გადასარევად აღწერ ხოლმე გეზებს.

აი, ფოტოების ნაწილიც.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


დანარჩენი მერე იყოს.

ეს ჩემო 999-ე წერილი აღმოჩნდა...

გვალვა ძალო-სუპერ ძალოს ს ერთ შედევრსაც შემოგთავაზებთ

აქვე დავძენ, რომ ჩემთვის სასიამოვნოზე სასიამოვნო დღე იყო იმითაც, რომ დილით გერგეტის სამებაზე ვიყავი, საღამოს ანტონ მარტყოფელის სამოღვაწეო ტაძარში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Archil » 19 ნოე 2007, 02:47

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Archil

გადასარევად აღწერ ხოლმე გეზებს.
GAMARJOBA SAKARTVELO

გეზებზე რა მოგახსენო, მგონი რეკორდი მოვხსენით გზის მკითხაობით, კომლი არ გაგვიშვია ნორიოში და მარტყოფში, რომ არ გვეკითხოს ღვთის სვეტი საით არის, ხალხი თავისით გვეუბნებოდა საით წავსულიყავით, ისე გავარდა სოფელში ხმა ეს ხალხი ღვთის სვეტის გზას კითხულობსო :)

გაიეტებას გილოცავ !!!

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Mta Mkvarebia » 19 ნოე 2007, 10:01

ძალიან გამიხარდა, რომ მოახერხეთ და წახვედით :D :D :D
კიდევ ველით სურათებს და რეპორტაჟს, ორიოდე სიტყვით ნუ შემოიფარგლებით :D კეში იპოვეთ?

გოგა, გერგეტის სურათებს არ დადებ? ძალიან გთხოვ, ყელის გამოწევით გეხვეწები :D :D :D

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by ketuna4 » 19 ნოე 2007, 10:20

ყოჩაღ აი ეს არის ნამდვილი კარველობა.

იეტო გოგამოუთმენლად ველი შენს ფოტოებს.

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Ninukala » 19 ნოე 2007, 10:51

GAMARJOBA SAKARTVELO
ფანტასტიური სურათებია....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by meore monadire » 19 ნოე 2007, 10:59

აუ მაგარია

ძველი კარგი დრო გამახსენდა, ერთი კვირა რომ ვცხოვრობდი მაგ მონასტერში
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by lama » 19 ნოე 2007, 11:23

ნაიამ, რომ დამიმესიჯა მაშინ მე ჩემი სტუდენტები უკვე ზემოთ არმაზის ანუ ქართლოსის ციხეზე მყავდა აყვანილი და გვიანი იყო :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ნოე 2007, 13:25

Mta Mkvarebia
ketuna4
Ninukala
Archil

მადლობა ყველაფრისთვის.
ფოოების გარძელება იქნება.
თუმცა, უნდა ვღიარო, რომ რადგან გიან ავედით ღვთაებაზე, ბევრი არაფერი გადამიღია.


Mta Mkvarebia
გერგეტის სამებაზე და, ალბათ, ხევის რარაც ნაწილზე, ცალკე თემაში დავდებ ფოტოებს

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Mta Mkvarebia » 19 ნოე 2007, 14:21

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Mta Mkvarebia
გერგეტის სამებაზე და, ალბათ, ხევის რარაც ნაწილზე, ცალკე თემაში დავდებ ფოტოებს
გაიხარე :D :D :D

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 14:23

Archil

დიდი მადლობა ასეთი დეტალური ანგარიშისთვის. :D სამწუხაროდ, ვერ შემოგიერთდით, მაგრამ ამ ბოლო დროს, რეპორტაჟების ნახვის დროს, ისეთი შEგრძნება მაქვს თითქოს ყველგან ვიყავი. რა მაგარია :D

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by shatilis asuli » 19 ნოე 2007, 14:24

ხალხიც ტკბილი და გზაც ტკბილი
ესაა ჩემი კარავი :lol:

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Nika » 19 ნოე 2007, 16:12

მაგარი ფოტკებია :D

ისე 19 მგონი დღესაა და გუშIნ 18 იყო :D :lol:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by meore monadire » 19 ნოე 2007, 16:47

იქვე, ქვემოთ ტყეში კიდევ ერთი ეკლესიაა

ახლა არ ფუნქციონირებს არც მოხატულია

ის არ ნახეთ?
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მარტყოფის (თუ ნორიოს ? ) ღვთაება 18 ნოემბერი 2007

Post by Archil » 19 ნოე 2007, 20:39

Nika

მადლობ შენიშვნისთვის, შევასწორე. კომპიუტერი რა დღესაც აჩვენებდა, ის ჩავწერე, არადა თურმე შუაღამე გადასული ყოფილა და ახალი დღე დაწყებულა. ხომ იცი, ეგეთი რაღაცეები ჩემთან ხდება ხოლმე და არ ახალია ;) (ქვეშეთის ნაცვლად ხადას ხეობაში ქვიშხეთის გავლით რომ ავდიოდი გახსოვს ალბათ, გობე რომ არა, ეხლაც ნიგოეთიოს გადასახვევთან ვიდგებოდი :lol: )

ერთი სიტყვით ჩავჯექით მანქანაში, და გავუდექით კახეთისაკენ მიმავალ გზას. გზა ზუსტად არავინ იცოდა. წინა გასვლებიდან მახსოვდა რომ ლილოს ბაზრობის მერე დიდ ხიდზე უნდა გადავსულიყავით. ნაიამ თავის თანამშრომელს დაურეკა, რომელმაც სხვა გზა მიასწავლა და დანჯღრეულ დაფაფხული, დაკერებულ-ასფალტიანი გზებით ქართლის სერებს მივუყვებოდით.

გახალისებული გვალვა გვიყვებოდა თუ რა საოცარი ფერი ჰქონია არხოტის ცას, განსაკუთრებით ეს ფერადი სათვალის დაკარგვის შემდეგ აღმოუჩენია ეს. შემოდგომას ფოთლები გაეყვითლებ-გაეყავისფერებინა, რამაც "აუ რა ფერებია" ტექსტის ტავრტალოგია გამოიწვია. ერთი სიტყვით გოგოები კმაყოფილები იყვნენ რომ დანჯღრეული გზა აირჩიეს და ბუნების მშვენიერების ხილვის საშუალება მიეცათ. :)

ნორიოსა და მარტყოფის გზის გასაყარზე გამახსენდა რომ მარტყოფის მონასტერთან ნორიოს გავლით უნდა მოვხვედრილიყავით, მაგრამ საჭესთან მჯდომმა ნაიამ იცოდა რომ მარტყოფის მონასტერში მივდიოდით, ასე გეზი მარტყოფისკენ ვიღეთ. გზადაგზა კითხულობდით მარტყოფის ეკლესიას და ბუნებრივია გამვლელებიც ქართლული გულახდილობით გვასწავლიდნენ. ამგვარად სოფელ მარტროფში მდებარე ეკლესიასაც ჩავუარეთ გვერდი, გოგამ სურათები გადაუღო. მაშIნ დავაფიქსირეთ, რომ იქაურები მარტყოფის ეკლესიის გზას გვასწავლიდნენ და არა მარტყოფის მონასტრისას, რომელსაც უფრო ღვთის სვეტად მოიხსენიებენ. კითხვა კითხვით, ღვთის სვეტის ხსენებით მარტყოფიდან ნორიოსაკენ გავუდექით. იმდენად განსხვავდებოდა ჩვენი სვლის მანერა, რომ ადგილობრივბი კითხვის გარეშე ხვდებოდნენ რა უნდა გვეკითხა და "იქითაა ღვთის სვეტიო" გვასწავლიდნენ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]