გოგონა.. მალადეც...GOGONA wrote:shatilis asuli
აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ანუ ობსერვატორიის ტერიტორიაზე.
იმ ზაფხულს ტყე დაიწვა და მგლები აიყარნენ, ობსერვატორიის ტერიტორიას შემოეწყვნენ.
შუქები არ იყო. დაკვირვებები არ ტარდებოდა. თოვლი არ იწმინდებოდა.
უცებ ღამის სამსაათზე შუქის მოცემა დაიწყეს.
დამკვირვებლები გვარიანად გამოშტერებულები ვიყავით უსაქმურობით, მაგრამ მგლების შიშით ვერავინ გადიოდა ტელესკოპზე.
მარტო მე დავდიოდი ღამის სამი საათიდან დილის რვამდე. მხოლოდ იმიტომ რომ ბომბორასთან ვმეგობრობდი. ბომბორა - ვეება , წითური ნაგაზი თუ მეცხვარე ძაღლი.
ბომბორას წყალობით შვიდი ძაღლის ესკორტით და ანთებული კვრებით მივდიოდი მენისკური ტელესკოპის შენობამდე და დილამდე კომპიუტერთან ვიჯექი, გათენებულზე უესკორტოდ ვბრუნდებოდი სახლში.
თანამშრომლებს გულით შურდათ ჩემი ესკორტის.
ხოდა ერთხელ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა...
შენობასთან მისულმა ძაღლები გავუშვი, კვარები გადავყარე, უამრავ ბოქლომზე დაკეტილი რკინის გისოსი, რომელიც რის ვაივაგლახით იღებოდა, გავხსენი, ელექტროგამათბობელი და კომპიუტერი ჩავრთე და...
ნახევარ საათში დენი წავიდა...
ველოდე. არ მოვიდა. ასანთის უკანასკნელი ღერების შუქზე საშინელი გისოსი რის ვაივაგლახით დავკეტე, ჰოლის კარიც გადავკეტე და გარეთ გამოვედი.
ძაღლების მოხმობა ვცადე, მაგრამ ისე შორიდან ისმოდა მათი გააფთრებული ყეფა, რომ ვერაფერს გავხდი.
სახლისკენ დავიძარი და...
კონცერტი დაიწყო, ვიცოდი რომ ქვედა ბილიკზე იყვნენ, ანუ ჩემგან 6-7 მეტრში, წინა ღამით აივნიდან მაგ ადგილზე 17 დავითვალეთ.
ეს ხროვაა.
საზარელი კონცერტი იყო.
გონი რომ დამიბრუნდა გაქვავებული ვიდექი.
მექანიკურად - ზურგისაააკენ.
ჰოლის კარი გავაღე, მაგრამ კომპიუტერების ოთახის კარის გისოსებს უკუნ სიბნელეში ვერაფერი მივუხერხე, არადა ჰოლში მინუს 7გრადუსი იყო, გარეთ -18.
უკუნ სიბნელეში ჰოლის სავარძელს მივაგენი და ჩავჯექი.
ჩამთვლიმა.
ცოტა ხანში გველნაკბენივით წამოვვარდი. ასე ხომ გავიყინები - მეთქი.
მაშინ ვეწეოდი. სიგარეტი ბლომად მაქვს და ასანთი არა.
შენობაში უკუნი სიბნელეა და საშინელი ყინვა, ბუშლატი ვერ მშველის, სავარძელზე ვჯდები თუ არა მეძინება, ამიტომ სავარძელზეც ვეღარ ვჯდები,
არ ვიცი რამდენი ხანი ვბოლთავდი ჰოლში, საოცრად მომენატრა ჩემი თბილი სახლი და ლოგინი, რომელიც იქვე, სულ რაღაც 100 მეტრში იყო.
გადავწყვიტე: გაყინვას მირჩევნია მგლებმა შემჭამონ - თქო და სახლისკენ წავედი.
იმ ადგილს რომ მივუახლოვდი ისევ დასცხეს ყმუილი.
ისევ თავზარი. ისევ წამერთვა გონი და გავშეშდი. მივხვდი რომ წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი, წინ მოკლე, მაგრამ ბმელი ნაძვების ხეივანი იყო გასავლელი, ზუსტად იქ ამოდიოდა ბილიკი მგლების დისლოკაციის ადგილიდან.
ისევ ზურგისაკენ, ისევ გაყინული ჰოლი, უკუნეთი და გაყინვის საშიშროება.
არ ვიცი შიშისგან მგონი შეკავება დამემართა - საოცრად მეძინებოდა.
სასოწარკვეთა.
და უცებ...
მექანიკურად გავიხადე ბუშლატი, გამოვაღე ჰოლის შიდა კარი და სიბნელეში შენობის შიგნით, გუმბათისკენ ამავალ კიბეზე დავიწყე ასვლა. მხოლოდ ერთი ფრაზა ტრიალებდა დაუსრულებლად - "არ გაჩერდე!"
რამდენი საათის განმავლობაში ავდიჩავდიოდი კიბეზე არ ვიცი.
ერთი შემიძლია ვთქვა - სულ მალე ყველანაირი შეგრძნება დავკარგე, აზროვნება და მეხსიერება გაითიშა...
გავჩერდი, როცა ერთერთ ჩამოსვლაზე კარის შუშიდან მტრედისფერმა შემოანათა.
დაბადება! აზრის დაბადება! გათენდა!
სახლში!
აი ასე იყო ეს ამბავი
ვამაყობ შენით და სენი ნაამბობით...
მალადეც..
ჩემი მონაყოლი გამახსენდა მგლებზე.. ხევში ზამთარში ჩვენც შეგვივლია თვალი მგლისათვის ღამისთევის წირვიდან რომ ვბრუნდებოდით, დილის 7 საათზე, ჯერ კიდევ სიბნელისას...
ერთი კია.. ახლა, როგორც ვიცი, ქართული მგლის ჯიშები თითქმის გადაშენების პირასაა.. მით უმეტეს ახლა, რაც ე.წ. "წითელი მგლები" შემოვიდნენ საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან..
რამდენადაც ვიცი, ფრიად არიან გამრავლებულები და არასასურველია, რადგან სოფლებთან ახლოს ბინადრობენ, ებრძვიან შინაურ ცხოველებს და ა.შ.
ისე.. მგელში, მართლაც არის რაღაც, ასე ვთქვათ, საიდუმლოსებური.. და მაგარი ვინმეცაა.. მისტიურიც...
მოკლედ.. მაგარი ტიპია-რა.. თუმცა, მგლებთან მეგობრობას არც თუ მაინცდამაინც გირჩევთ..


