აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 10:41

ზღაპრის "პერსონაჟები":

ადმინი, ლოკოკინა, მეკო, ჯნოსი
Image

იგივენი (თითქმის) და ნუცა, გოგონა, ვალიკო

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Truli » 06 ნოე 2007, 10:45

Mta Mkvarebia
გოგა გაშრობის მიზნით იხდიდა :)

ეჰ მე რომ მარტო მაიკით გამოვედი ეგ რატომ არავინ არ გადაიღო :(
მი მალატ შვან

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by guruli » 06 ნოე 2007, 10:51

ფოტოებიც კარგია და კომენტარები ხომ საერთოდ... მაგრები ხართ!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 10:57

დაახლოებით ღამის 1 საათზე სუფრა დავასრულეთ და წავედით ნაიას, მეკოს და ლოკოკინას გასაცილებლად გოგონას სახლისკენ...

ულამაზესი იყო დათოვლილი ტყე ღამით, ხეები ვეღარ იტანდა სიმძიმეს და დროდადრო თავზე გვაყრიდა ნამქერს, მივაბიჯებდით გაუკვალავ თოვლში და ღამის სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი ნაბიჯები (უფრო სწორედ ჭრიალი თოვლის გაკვალვისას) და ჩვენი აღტაცებული შეძახილები არღვევდა...


Image

Image

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Naia » 06 ნოე 2007, 11:05

Mta Mkvarebia
ძალიან მაგარი სურათებია!

რა კარგი გოგო ხარ, რომ გადაგიღია :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 11:07

ცა იყო მოჭედილი უზარმაზარი ვარსკვლავებით, ისე ანათებდნენ და ახლოს ჩანდნენ, გეგონება ხელს გაიწვდენ და მისწვდებიო...
ვიფიქრეთ, წავსულიყავით ტელესკოპზე, ნუცამაც დაგვაკვალიანა... მაგრამ გამარჯობა საქართველომ გვითხრა, ნახვამდის, მე სატუმროში მივდივარო :( , მოკლედ ისევ უნდა გაგახსენოთ გოგას ადამიანებზე ზემოქმედების უნარი (ამჟამად სქესის განურჩევლად), დაგვარწმუნა რომ ჩვენი ღამის ვოიაჟი ობსერვატორიისკენ უბრალო წყლის ნაყვა იქნებოდა, რადგან ღამის 2 საათზე ვერავინ შეგვიშვებდა იქ და ტყუილად დკიდევ უფრო დავსველდებოდით თოვლში. ამიტომ ნუცას სახლთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს...

Image

გეგონება, სულ მცირე ერთი თვით ემშვიდობებიან ერთმანეთს :D ...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 11:08

Naia wrote:Mta Mkvarebia
ძალიან მაგარი სურათებია!

რა კარგი გოგო ხარ, რომ გადაგიღია :)
ხარისხი ვერ "ქაჩავს", მაგრამ მოსაგონებლად კარგია, არა? :D

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Ninukala » 06 ნოე 2007, 11:10

დილა მშვიდობისა კარაველებო... მშვენეირი სურათები დაგიდიათ... მე ცოტა წინ მომივიდა დადება ვიდეოების, მაგრამ იქ ნახავთ თუ არ დაიზარებთ, როგორ დალიეს ბიჭებმა ქალების სადღეგრძელო სკამებზე შემდგარებმა და გოგას სტრიპტიზის მცდელობას ;)
ასევე თამუსიას და ჯნოსის სიმღერას :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Jnosy » 06 ნოე 2007, 11:12

Mta Mkvarebia
ძალიან კარგი გოგო ხარ, რომ ესე დაწვრილებით და მხატვრულად ყვები ამ სცენებს. აუცილებლად გამოგვადგება დროის გასვლის შემდეგ...

აქ შევნიშნე რომ ბევრს შეუძლია ესე მხატვრულად ფოტოზე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ ეზარებათ შენსგან განსხვავებით :)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Truli » 06 ნოე 2007, 11:13

Mta Mkvarebia
კი სუპერ!!! უმშვენიერესი ღამე იყო!

დაღლილი ვიტყავი მაგ დროს და ძილის სურვილმა გადაქაჩა. მგონი მარტო მე არ ვიყავი ასეთ დღეში და გოგას ადვილად დავეთანხმეთ :)

ღამე კი კარგად ავისეირნეთ თოვლში. მანამდე ქეიფისას მე და თემურია გამოვედით მოსაწევად ეზოში და თან ზამთრის თეთრი ღამის სიჩუმით ვტკბებოდით. ლაპარაკი გვენანებოდა რათა ჯადოსნური ღამის სიმშვიდე და ხიბლი არ დაგვერღვია
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 11:13

უკან დაბრუნებისას გვიანობამდე არ დაიძინა ნაწილმა, იყო სიმღერები, რასაც ზოგიერთების (ვინც დაძინებას ცდილობდა) სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. ზოგმა ვერ დაიძინა, ზოგს სციოდა მაგრამ მაინც მოვახერხეთ 2-დე საათით თვალის მოტყუება...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 11:14

Jnosy wrote:Mta Mkvarebia
ძალიან კარგი გოგო ხარ, რომ ესე დაწვრილებით და მხატვრულად ყვები ამ სცენებს. აუცილებლად გამოგვადგება დროის გასვლის შემდეგ...

აქ შევნიშნე რომ ბევრს შეუძლია ესე მხატვრულად ფოტოზე კომენტარის გაკეთება, უბრალოდ ეზარებათ შენსგან განსხვავებით :)
ჰო, ზარმაცი გოგო არა ვარ..... ხანდახან... :wink: :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 11:17

ზღაპრის მეორე სერია

დილის 7 საათზე გავიღვიძეთ და აი რა სურათი გადაიშალა ჩვენს თვალწინ ფანჯრიდან...

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Truli » 06 ნოე 2007, 11:20

Mta Mkvarebia
უკან დაბრუნებისას გვიანობამდე არ დაიძინა ნაწილმა, იყო სიმღერები, რასაც ზოგიერთების (ვინც დაძინებას ცდილობდა) სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. ზოგმა ვერ დაიძინა, ზოგს სციოდა მაგრამ მაინც მოვახერხეთ 2-დე საათით თვალის მოტყუება...
კიდევ კარგი ჩემი ოთახი სულ ბოლოში იყო და ხმაური არ აღწევდა ჩემსკენ. ასე რომ მშვენივრად მეძინა დილამდე სანამ გოგას მაღვიძარამ არ გაგვაღვიძა. მშვენივრად გამოვიძინე, დილით კი ისეთი მშვენიერი ხედი იყო ფანჯრიდან ... ყვითელ ფოთლებზე თეთრი თოვლი
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბასთუმნის თოვლიანი ზღაპრები და ნაია

Post by Mta Mkvarebia » 06 ნოე 2007, 11:24

მალე მეზობლებიც შემოგვიერთდნენ, სასწრაფოდ ვისაუზმეთ და გავიქეცით თოვლში....

აქ ხედებს დავდებ უკომენტაროდ..... კომენტარი რად გინდათ, თეთრად დაბურული ტყის სიჩუმის მოსმენაში ხელს შეგიშლით....

Image

Image

Image

Image

ხედავთ, რამხელა თოვლია? მაღალყელიანი ჩექმები სულ დამიფარა! ზოგან კიდევ უფრო ღრმა იყო, მუხლებამდე დაგვასველა, გაუკვალავ თოვლში რომ მივდიოდით...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]