ტერმინი ანგელოსთა "ბურთაობა", ხალხურია, და არა მგონია რომელიმე ენციკლოპედიაში მოიძებნოს, თუმცა ცოცხალმა ენციკლოპედიებმა, რომლებიც მოხუცების სახით , ღვთის წყალობით, შემოგვრჩენ მთაში ეს იციან.
და თუ არ ჩაეძიე რა თქმა უნდა არც გეტყვიან.
მაგრამ როგორ ჩაეძიები როცა არ იცი თუ მსგავსი რამ არსებობს.
აი ამის წაკითხვის შემდეგ გთხოვთ გამოიკითხოთ, თუმცა ამაზე საუბარს , ჩემი დაკვირვებით თავს არიდებენ.
ლიტერატურაში მხოლოდ ერთხელ შემხვდა მსგავსი რამის აღწერა, საკმაოდ დეტალური, წიგნში: მოგონებები ვაჟა ფშაველაზე, სადაც მოთხრობილია რომ ხატობაზე ღამისთევით წასულმა დედამ სწორედ ბურთაობა იხილა, და იქვეა აღნიშნული რომ ამ მოვლენას იშვიათად თუ ვინმე იხილავს ცხოვრებაში.
თუმცა თიანელ აწ გარდაცვლილ ხევისბერს რომ აღვუწერე, უმალ გამაწყვეტია და მითხრა "ბურთაობს დალოცვილიო" , შემდეგ საუბარი გამიწყვიტა და მითხრა გადაფარებულში ვდგევართ,( ბრეზენტი იყო, 40 ზე გაშლილი), და აქ ვერ დაგელაპარაკებიო. ეს მოხუცი ძლიერ მორწმუნე, გმირკოპალას ხატში იყო არჩეული.
რადგან ძლიერი ოფტოპიკი გამოდის, ახალი თემა ხომ არ გაგვეხსნა, ვინ რა იშვიათი მოვლენა ნახა ბუნებაში?
მე ყველა სოფლის მცხოვრები თითო ორ მისტიურ რამეს მიყვება, ძალზე საინტერესოს.
უბრალოდ ეს მე ყოველთვის მაინტერესებდა.
ცხონებულ თალეს შონიასთანაც ვთანამშრომლობდი 20 ოდე წლის წინ.