მე შევუშინდი მაგ სიცივეს და გადავწყვიტე კეტრისში ავსულიყავი და ხიდით მეორე ნაპირზე გადავსულიყავი. წამოსვლის სურვილი მხოლოდ არჩილმა გამოთქვა და ასე დავადექით გზას. გზაში მეცხვარე შეგვხდა, მივესალმეთ, გამოველაპარაკეთ. გვკითხა საით გაგიწევიათო... რომ ვუთხარით ზემოთ-თქო გაუკვირდა. იქ რა გინდათ კეტრისის იქით სულიერი აღარ ჭაჭანებს, იქით მხოლოდ ქაჯები არიანოესენი კი (თიკო და ზვიო) არ შეუშინდნენ წყლის სიცივეს და გმირულად გააპეს თერგის ტალღები

გზა გავაგრძელეთ, ცოტა ხანში სოფელშიც შევედით, სადაც გერმანელი ტურისტები და მათი ქართველი მძღოლი შეგვხდა. გამოველაპარაკეთ... შემდეგ მესაზღვრეებმა გაგვაჩერეს და საბუთები მოგვთხოვეს. შენიშვნა: თუ ხეობაში წასვლას დაგეგმავთ, აუცილებლად წაიღეთ პირადობის მოწმობები, გამოგადგებათ

შემდეგ ხიდზე გადავედით და მინერალური ტბისკენ გავემართეთ (ანუ უკან წამოვედით).
ზემო კეტრისის ნასოფლართან ჯერ გურული, შემდეგ თიკო_რ და ზვიო შეგვხვდნენ. ჩვენ ჩანთები ნანგრევებთან დავმალეთ და უფრო სწრაფად გავაგრძელეთ სიარული.
როგორც იქნა ტბასთანაც მივედით. ულამაზესი ადგილი იყო. სანამ ჩვენ სურათებს ვიღებდით თერგის მეორე ნაპირიდან ყვირილი შემოგვესმა. გავიხედეთ და დავინახეთ ჯიპი გაჩერებულიყო და ვიღაცეები ხელს გვიქნევდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ესენი მაკენა, გოგონა, ქვევრი და მათი პლიუსები იყვნენ. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიცანით. ხელი დავუქნიეთ და სურათების გადაღება გავაგრძელეთ

შემდეგ უკან ისევ სირბილით წამოვედით... ნანგრევებთან ჩანთები წამოვიკიდეთ და ცოტა ხანში შუა ქეიფში გართული კარაველებიც დავინახეთ, რომლებიც უჩვენოდ შემოსხდომოდნენ სუფრას

მოკლედ, ვჭამეთ, ბრაზილიური ყავაც დავლიეთ და ალაგებაც დავიწყეთ. კარაველები აჩქარდნენ, დაგვაღამდებაო... მე კიდევ შორს, გორაზე აღმართული კოშკები უცნაურად მიზიდავდა. გული მწყდებოდა მათ უნახავად რომ უნდა წავსულიყავი... არჩილს მივუტრიალდი და შევთავაზე სანამ კარაველები ნელი ტემპით ხეობას ჩაუყვებიან ჩვენ ავირბინოთ, ნასოფლარი ვნახოთ და შემეგ დავეწიოთ-მეთქი. ამ საუბარს მაკენაც შეესწრო და შემომთავაზა: საბარგულში თუ ჩასხდებით ჩვენ გამოგვყევითო. წამოსვლის სურვილი გურულმაც გამოთქვა და ასე წავედით ყველანი იმ ნასოფლარის სანახავად... მე სალონში, გურული და არჩილი (თავადებივით მხარ-თეძოზე წამოწოლილები - საბარგულში).