თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:15

Mta Mkvarebia
ესენი კი (თიკო და ზვიო) არ შეუშინდნენ წყლის სიცივეს და გმირულად გააპეს თერგის ტალღები
მე შევუშინდი მაგ სიცივეს და გადავწყვიტე კეტრისში ავსულიყავი და ხიდით მეორე ნაპირზე გადავსულიყავი. წამოსვლის სურვილი მხოლოდ არჩილმა გამოთქვა და ასე დავადექით გზას. გზაში მეცხვარე შეგვხდა, მივესალმეთ, გამოველაპარაკეთ. გვკითხა საით გაგიწევიათო... რომ ვუთხარით ზემოთ-თქო გაუკვირდა. იქ რა გინდათ კეტრისის იქით სულიერი აღარ ჭაჭანებს, იქით მხოლოდ ქაჯები არიანო :)

გზა გავაგრძელეთ, ცოტა ხანში სოფელშიც შევედით, სადაც გერმანელი ტურისტები და მათი ქართველი მძღოლი შეგვხდა. გამოველაპარაკეთ... შემდეგ მესაზღვრეებმა გაგვაჩერეს და საბუთები მოგვთხოვეს. შენიშვნა: თუ ხეობაში წასვლას დაგეგმავთ, აუცილებლად წაიღეთ პირადობის მოწმობები, გამოგადგებათ :)

შემდეგ ხიდზე გადავედით და მინერალური ტბისკენ გავემართეთ (ანუ უკან წამოვედით).

ზემო კეტრისის ნასოფლართან ჯერ გურული, შემდეგ თიკო_რ და ზვიო შეგვხვდნენ. ჩვენ ჩანთები ნანგრევებთან დავმალეთ და უფრო სწრაფად გავაგრძელეთ სიარული.

როგორც იქნა ტბასთანაც მივედით. ულამაზესი ადგილი იყო. სანამ ჩვენ სურათებს ვიღებდით თერგის მეორე ნაპირიდან ყვირილი შემოგვესმა. გავიხედეთ და დავინახეთ ჯიპი გაჩერებულიყო და ვიღაცეები ხელს გვიქნევდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ესენი მაკენა, გოგონა, ქვევრი და მათი პლიუსები იყვნენ. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ვიცანით. ხელი დავუქნიეთ და სურათების გადაღება გავაგრძელეთ :)

შემდეგ უკან ისევ სირბილით წამოვედით... ნანგრევებთან ჩანთები წამოვიკიდეთ და ცოტა ხანში შუა ქეიფში გართული კარაველებიც დავინახეთ, რომლებიც უჩვენოდ შემოსხდომოდნენ სუფრას :) ახლოს რომ მივუახლოვდით ჯერ ლეონტის ბავშვი, ხოლო შემდეგ გოგონა გამოგვეგება. ვერ წარმოიდგენთ ჩემს გაოცებას, როდესაც გოგონა დავინახე... წინა საღამოს დამირეკა და ვერ წამოვალო. გული დამწყდა... მეორე დღეს კი ასეთი სიურპრიზი გაგვიკეთა.

მოკლედ, ვჭამეთ, ბრაზილიური ყავაც დავლიეთ და ალაგებაც დავიწყეთ. კარაველები აჩქარდნენ, დაგვაღამდებაო... მე კიდევ შორს, გორაზე აღმართული კოშკები უცნაურად მიზიდავდა. გული მწყდებოდა მათ უნახავად რომ უნდა წავსულიყავი... არჩილს მივუტრიალდი და შევთავაზე სანამ კარაველები ნელი ტემპით ხეობას ჩაუყვებიან ჩვენ ავირბინოთ, ნასოფლარი ვნახოთ და შემეგ დავეწიოთ-მეთქი. ამ საუბარს მაკენაც შეესწრო და შემომთავაზა: საბარგულში თუ ჩასხდებით ჩვენ გამოგვყევითო. წამოსვლის სურვილი გურულმაც გამოთქვა და ასე წავედით ყველანი იმ ნასოფლარის სანახავად... მე სალონში, გურული და არჩილი (თავადებივით მხარ-თეძოზე წამოწოლილები - საბარგულში).

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2007, 13:25

Image
Image

აბანოც გამოჩნდა
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:31

ამ სურათს ქვია: 'რა უნდოდა ამას ხეობაში? '

ჯერ მეგონა თვალი მატყუებს-მეთქი, ახლოს რომ მივედი მართლაც აბაზანა აღმოჩნდა :)

უკან, მთაზე უცნობი დასახელების ნასოფლარი და მთაზე კი ჩვენი ვარაუდით ეკლესია ჩანს. აბანო, სურათის მარჯვენა კუთხეშია

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2007, 13:31

Image

ეკლესიის ნანგრევები აბანოს ნასოფლარში
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:33

ამ მდინარეს ჩვენ და მესაზღვრეებმა ერთად შევურჩიეთ სახელი: კეტრისის წყალი :)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:34

Mta Mkvarebia

აბანომდე ახვედით?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2007, 13:42

Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2007, 13:47

Naia
ჰო, ვისაც კუჭმა არ სძლია, გავუყევით გზას და ალბათ დიდხანს მეყოფოდა სანანებლად, ასე რომ არ მოვქცეულიყავი. ოცნებად მქონდა გადაქცეული მაგ ეკლესიის ნაგრევების ნახვა. მაგრამ არ ვიცოდი თუ კოშკი და ის ნანგრევები, რაც შორიდან მოჩანდა აბანოს ნასოფლარი იყო, მე უფრო შორს, ხეობაში უფრო ღრმად მეგონა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მქონდა სიუჟეტი ნანახი, მაგ ნასოფლარზე და ჯგუფი "ტაძრის" შესახებ, რომელიც რესტავრაციას აკეთებს იქ. და რომ მივუახლოვდი და მივხვდი სად მოვხვდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:48

ცხვრის ფარა ჩვენც შეგვხვდა

Image

მეცხვარის ძაღლი ...

Image

ამ ვირმა დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ გამოეშურა, გაჩერდა და პოზირება დაიწყო :)

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by tiko_r » 24 სექ 2007, 13:52

ვისაც კუჭმა არ სძლია
:? ეჰ რა ადგილები არ ვნახე... :?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2007, 13:52

Image
Image
გურულმა შეიხედა "ტაძრელები"-ს ბანაკში მაგრამ არავინ დაგვხვდა, ალბათ სტუმრად იყვნენ მეზობელ ბანაკში, მდინარის გაღმა რომ ჩანდა

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:55

ზემო და ქვემო კეტრისი

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Naia » 24 სექ 2007, 13:58

ზემო კეტრისიდან გადაღებული ქვემო კეტრისი

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by tiko_r » 24 სექ 2007, 14:00

ამ ვირმა დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ გამოეშურა, გაჩერდა და პოზირება დაიწყო
აბა მე რომ ვნახე იმ ვირებს რა ჭირდათ!!!!!!!!!!!

იდგნენ ძეგლებივით .. გაშეშებულები! :lol:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Post by Mta Mkvarebia » 24 სექ 2007, 14:04

Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]