ხადას ხეობა - 09.09.2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 11:49

რახან სხვები ჯერ არ ჩანან, მე დავიწყებ... :)

შეკრება დანიშნული იყო დილის 7.15-ზე დიდუბეში. მე პირველი მივედი, მერე გამოჩნდა გობე, ცოტა ხანში მეკო და ვალიკო. მოკლედ, საბოლოოდ 8:30-ზე გავედით შემდეგი შემადგენლობით:

1. გვალვა 4 პლიუსით
2. გობე
3. ეჰ_დათო ოჯახით
4. გურული
5. Jnosy
6. მეკო 3 პლიუსით
7. ვალიკო
8. ნაია
9. გიორგი ბაგრატიონის 2 უცხოელი პლიუსი

დუშეთის გადასახვევთან შემოგვიერთდა კახა ოჯახით და გვალვას მეგობარი და ძალიან მაგარი ადამიანი ბაბუა ალუდაური

მოკლედ, აღმოჩნდა რომ 15 კაციან მარშუტკაში 20-ზე მეტი კაციც ეტევა (როგორ ამას ნუ მკითხავთ :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 11:55

ჩვენი წინამძღოლი იყო ბაბუა ალუდაური, რომელმაც გადაწყვიტა რომ ხეობაში პირდაპირ შესვლას გუდაურის სერპანტინზე მანქანით ასვლა, სეთურებთან ჩამოსვლა და ცეცხლიჯვარზე გადასვლა ჯობდა.

ჩვენც ასე მოვიქეცით. მარშუტკა გავაჩერეთ სეთურებთან და გზა ფეხით გავაგრძელეთ. გადავჭერით თივის ზვინებით სავსე მინდორი და შევუდექით საშინელ აღმართს, რომელზედაც ბილიკი არ იყო.

ზოგიერთი სურათი მობილითაა გადაღებული, ამიტომ ხარისხის გამო წინასწარ ბოდიშს გიხდით :)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 11:56

ქვემოთ გუდაურის გზა და მიმდებარე სოფლები ჩანს, რომელთა სახელებიც სამწუხაროდ არ მახსოვს

პს. ცნობისათვის, გობე ყველაფერს იწერდა, მოგვიანებით, იმედია შემოვა და თავის სათქმელს იტყვის :)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 11:58

გადაღებულია იგივე ადგილიდან ოღონდ სხვა მხარეს.

ამ გორის უკან გუდაურია

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:02

კარაველები ცეცხლისჯვრისკენ მიმავალ აღმართზე

Image
Last edited by Naia on 10 სექ 2007, 23:48, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:09

ეს აღმართი საკმაოდ რთული იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კახას, ჯნოსის, გურულს, გობეს (განსაკუთრებით, ჩემს ძმას ვალიკოს, რომელმაც ამ აღმართზე თითქმის ხელით მათრია :). ზოგიერთ მონაკვეთზე ისინი იძულებულნი გახდნენ ერთმანეთის მიყოლებით დამდგარიყვნენ და ხელით ავეყვანეთ.

Image

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:12

როგორც იქნა ცეცხლიჯვარის კოშკსაც მივუახლოვდით.

როგორც ბაბუამ აგვიხსნა, ეს კოშკი სათვალთვალო-სასიგნალო კოშკს წარმოადგენდა, რომელიც ხეობას გადაყურებდა და სხვა სათვალთვალოებს მტრის გამოჩენას კოშკზე დანთებული ცეცხლის მეშვეობით ატყობინებდა.

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:15

კოშკი პირდაპირ გაყურებს ლომისის წმ. გიორგის საყდარს (ვინც ნამყოფია ადვილად ამოიცნობს ეკლესიის ადგილმდებარეობას)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:16

კოშკი ახლოდან

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:19

კოშკის მარჯვენა მხარეს გუდაურისკენ მიმავალი გზა, სოფლები და თეთრი არაგვის ხეობა მოჩანდა. მარცხენა მხარეს კი ხადას ხეობა

Image

ცეცხლიჯვრის კოშკიდან დანახული ხადას ხეობა

Image
Last edited by Naia on 10 სექ 2007, 14:36, edited 1 time in total.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by ZVIOSULI » 10 სექ 2007, 12:24

Naia
ცეცხლიჯვირს რატომ ქვიაო :?: :!: :?:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:29

ZVIOSULI wrote:Naia
ცეცხლიჯვირს რატომ ქვიაო :?: :!: :?:
ბაბუას ეგ არ უთქვამს და არ ვიცი :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by ლეონტი » 10 სექ 2007, 12:36

Naia wrote:
ცეცხლიჯვრის კოშკიდან დანახული ხადას ხეობა

Image
მარცხნივ რომ პატარა სოფელია, მაგას ქვია იუხო.
ისე ხადის ხევში ყოფილა შემდეგი სოფლები:
ბეგოთკარი, ბენიანთკარი, იუხო, მიღურე, მიდელაურთკარი, როსტიანთკარი,
სვიანანთკარი, ქოროღო, შარუმანთკარი, ციხიანთკარი და წკერე.
წკერე სულ ზევითაა, ხევის სიღრმეში.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by Naia » 10 სექ 2007, 12:38

ხო, მართლა, დამავიწყდა დამეწერა, რომ ამ ლაშქრობაში იყო ლეონტი თავისი ოჯახით:) ოღონდ ისინი ხეობას სამანქანო გზით შეუყვნენ და ბოლო სოფლამდე ავიდნენ. ჩვენ კიდევ, როგორც დავწერე სეთურებიდან გადმოვედით და ხადას ხეობას ჩამოვუყევით. ერთმანეთს ხეობის გამოსასვლელში შევხვდით. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერთ :)

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხადას ხეობა - 09.09.2007

Post by zura N. » 10 სექ 2007, 12:40

Naia wrote:
ZVIOSULI wrote:Naia
ცეცხლიჯვირს რატომ ქვიაო :?: :!: :?:
ბაბუას ეგ არ უთქვამს და არ ვიცი :)
იქნებ ესაა პასუხი.. :roll:
Naia wrote:როგორც ბაბუამ აგვიხსნა, ეს კოშკი სათვალთვალო-სასიგნალო კოშკს წარმოადგენდა, რომელიც ხეობას გადაყურებდა და სხვა სათვალთვალოებს მტრის გამოჩენას კოშკზე დანთებული ცეცხლის მეშვეობით ატყობინებდა.
:wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]