ეს ძალიან მნიშვნელოვანია

თუ გახსოვთ ზანავი - ნუნისის ლაშქრობაში რომ ვიყავით, იქ ვნახეთ ბერი, (ნუნისში უკვე, სადაც კაცი დავკარგეთ) რომელიც ერთ მორჩილთან ერთად აშენებდა კელიებს.
2 კაცი წარმოიდგინეთ. არადა ძალიან დიდი მონასტერია თუ ნახეთ. გამოველაპარაკეთ, დავისვენეთ და აღმოჩნდა, რომ 2 ადამიანი ძალიან დიდ საქმეს შეჭიდებოდა. აგვიხსნა კიდეც მამაომ რას აპირებდნენ. ეხლა ხეებს ვჭრით და ამ ხეების ადგილას კელიები უნდა აშენდესო


მე შევპირდი და შევასრულებ კიდეც
და რას:
მინდა ერთ შაბათ (28, 29 და 30 სექტემბერი)- კვირას ავიდე და გეეემრიელად მივეხმაროპარასკევს საღამოს ავალ მატარებლით (ანუ 28-ში), იქიდან ფეხით ღამით ავალთ მონასტერში (იგივე კოტეჯში) 4-5 საათისთვის. (ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და გზის პრობლემა ჩათვალეთ რომ არ გვაქვს)
დილამდე გამოვიძინებ შეძლებისდაგვარად და მთელი შაბათ - კვირა (29 და 30 სექტემბერი) უნდა ვიმუშაოთ იმიტომ, რომ ზღვა საქმე აქვთ და ორნი არიან


მსურველები თუ შემომიერთდებიან (ვისაც მუშაობა არ ეზარება) არ აქვს მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი (abaldui - ს იმედი მაქვს) ძალიან კარგი იქნება მათთვის პირველ რიგში. ძააააალიან დიდი მადლია.
ხოოოო, ეხლა გოგოებს რაც შეეხება: გოგოები სურვილისამებრ წამოვლენ, უბრალოდ კოტეჯში მათი დაძინება რამდენად გამოვა არ ვიცი იმიტომ, რომ ბერი და ქალი ერთ კოტეჯში


ბიჭებზე ალბათ ყველაფერი ნათელია, კარვები არ გვინდა, ჩვენ კოტეჯში მოვთავსდებით, ანუ მხოლოდ საძილე ტომრების წაღება მოგვიწევს...
წარმოიდგინეთ მონასტერის მშენებლობაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს რამხელა მადლია იცით?



სასურველია 5-7 კაცი, მეტი უკვე ღრეობაში გადადის (მემგონი). მემგონი სწორად გამიგებთ და თქვენც რომ დაფიქრდეთ მართალი ვარ, ამ რიცხვს რომ ვასახელებ

ეს მოლოცვაც გამოდის, და ამაზე დიდი მადლი არ ვიცი რა


პ.ს. აუცილებელია თქვენი მოძღვრის კურთხევა
ეს ძალიან ადვილია: ვეუბნებით მამაოს რომ გვაქვს სურვილი ამის გაკეთების და მამაოც 100%-და 95% გვაძლევს კურთხევას

ვისაც მოძღვარი არ ყავს, შეუძლია ნებისმიერ მამაოსთან მივიდეს და უთხრას რას აპირებს.
ეს ჩემი ინიციატივაა
მე მაინც წავალ



წასაღებს რაც შეეხება, აქ თქვენი დახმარება მჭირდება (ანუ ხალხის ვინც ნამყოფია მონასტერში) საჭმელი ალბათ აუცილებლად უნდა წავიღოთ, სხვა თუ არის რამე საჭირო, იქნებ დაწეროთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ შეძლებისდაგვარად

მგზავრობას და ფულს რაც შეეხება: აქედანაც და იქიდანაც ვიმგზავრებთ მატარებლით, 9-ზე გადიან ოზურგეთი და ქუთაისი, რომელსაც გვინდა გავყვებით და 4-5 საათში ვართ მოლითში. მგზავრობის ღირებულება 09-ში არ იციან მაგრამ სავარაუდოდ 7-8 ლარი ეღირება

ანუ: 7-8 ლარი აქეთ და 7-8 ლარი იქით. შემდეგ, საჭმელიც 2 დღით ალბათ 15-20 ლარი... სულ ალბათ რკინიგზის სადგურიდან რკინიგზის სადგურამდე დაგვჭირდება 25-30 ლარი

წინასწარ გაფრთხილებთ და ვიმეორებ: დასვენება ზღვაზე
