ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by guruli » 16 აგვ 2007, 17:54

Makena - ახლა კი თავს უფლებას ვაძლევ, ჩვენი პმ მიმოწერის ეს დეტალი სამზეოზე გამოვიტანო, რადგან მართლა ნათესავები გამოვდივართ - ზემოხეთი, საიდანაც ბებიაშენი ყოფილა, ჩემი სოფელია, კაცო... :lol: :lol: მართალია, იქ ძირითადად თავაძეები ვცხოვრობთ, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვენათესავებით. ყოველ შემთხვევაში, ასე აღვიქვამთ ერთმანეთს.
პს - დანარცენი ისევ პმ-ში. :wink:
Trouter
guruli
მართალი ხარ, სამტრედია-ჩოხატაურით ვიმგზავრე.
შენი მშობლიური ხევისწყალას ხეობაშიც გადის ეგ გზა პატარა მონაკვეთზე.
პატარა კი არა, საკმაოდ დიდ მონაკვეთზე. სამტრედიიდან რომ გახვალ, ორი პატარა პერევალია - ჯერ დაფნარისა, სამტრედიასტან ახლოს, და მერე ჩოხატაურისკენ - ბურნათისა. აი, ბურნათზე რომ ადიხარ, ხელმარცხნივ, აღმოსავლეთით მტების რკალი რომ მოჩანს, ეგ ჩემი სოფლის მთებია. სოფლის ძირითადი ნაწილი მთების აქეთაა, მცირე ნაწილი - გადაღმა და სწორედ იქიდანაა ჩვენი გვარი წარმოშობით, იმ პატარა უბნიდან. ვიდრე ბურნათის აღმართებს შეუდგებით, ტრაფარეტიცაა გზაზე - კოხნარი, საჭამიასერი, ზემოხეთი. ვენაცვალე იქაურობას. :lol: :lol: :lol:

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Trouter » 16 აგვ 2007, 18:12

Makena wrote:
Trouter wrote:guruli
.
Trouter

დენით თევზაობის მე პირადად წინააღმდეგი ვარ,მაგრამ როგორც ადგილზე მითხრეს ანკესით ვიჭერთო, ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა თორემ სულ 10 ცალი ჰქონდათ დაჭერილი. ადგილობრივებს სოფელში კალმახზე თევზაობას ვერავინ აუკრძალავს, ტრადიციულად იჭერენ და იყენებენ საკვებად. [/b]
მაგას ვინ იტყვის დენით დაჭერილი თევზი მაქვს რესტორანშიო :lol:

მე კი პატარა ბავშვების გამო ხშირად მიწევდა გაჩერება და ადგილობრივებს ვეკითხებოდი. ძალიან ინტენსიურად დადიანო და მოანკესე მხოლოდ სემთხვევით თუ გადააწყდებაო თითო ოროლას.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by ARCHILI » 16 აგვ 2007, 18:15

abaldui wrote:
Trouter wrote:
საინტერესოა რას აკეთებს გდი? ალბათ ისინიც მადიანად შეექცევიან აკრძალული მეთოდებით დაჭერილ წითელ ნუსხაში შეტანილ კალმახს :x
აგერ, ტროუტერი, მაგალითად ცოცხალი თავით კალმახებს არ ეკარება და თუ შემთხვევით ანკესს ამოჰყვა, ტუქსავს და უკან უშვებს..

:lol: :lol: :lol:

ტროუტერ, ხომ ასეა? ბოლოს როდის ნახე ლაივში კალმახი? ბავშვობაში არა?


:wink:
Image

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Trouter » 16 აგვ 2007, 18:21

abaldui
კარგა ხანია არ მინახავს :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by guruli » 16 აგვ 2007, 18:21

Trouter
ძალიან ინტენსიურად დადიანო და მოანკესე მხოლოდ სემთხვევით თუ გადააწყდებაო თითო ოროლას.
სამწუხაროდ, გურიაში და მის მიმდებარე იმერეთის სოფლებში დენით თევზაობა მართლაც მოდაშია.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Makena » 16 აგვ 2007, 18:22

Trouter wrote:
Makena wrote:
Trouter wrote:guruli
.
Trouter

დენით თევზაობის მე პირადად წინააღმდეგი ვარ,მაგრამ როგორც ადგილზე მითხრეს ანკესით ვიჭერთო, ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა თორემ სულ 10 ცალი ჰქონდათ დაჭერილი. ადგილობრივებს სოფელში კალმახზე თევზაობას ვერავინ აუკრძალავს, ტრადიციულად იჭერენ და იყენებენ საკვებად. [/b]
მაგას ვინ იტყვის დენით დაჭერილი თევზი მაქვს რესტორანშიო :lol:

მე კი პატარა ბავშვების გამო ხშირად მიწევდა გაჩერება და ადგილობრივებს ვეკითხებოდი. ძალიან ინტენსიურად დადიანო და მოანკესე მხოლოდ სემთხვევით თუ გადააწყდებაო თითო ოროლას.
Trouter
ჰოო, ეგ ვერ არის კარგი საქმე რათქმაუნდა, თუმცა მე სოფელში მითხრეს რომ სოფელი არავის აძლევს უფლებას რომ დენით ითევზაონ, ანკესით ან ბადით თევზაობენო, ასერომ აბა რა გითხრა, მე უფლება არ მაქვს ეჭვი შევიტანო ადგილობრივების ნათქვამში.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by ARCHILI » 16 აგვ 2007, 18:23

Trouter wrote:abaldui
კარგა ხანია არ მინახავს :)
გული ამიჩუყდა.. ისა.. რა ვქნა, რით გიშველო?

ნიკორას მაღაზიებშოი ზოგან აკვარიუმსი ჰყავთ ცოცხლები და ახლოს თუ გაუვლი დაინახავ

:wink: :wink: :wink:

გურიაში ერთხელ რომ ვიყავი.. კალმახი არა , მაგრამ სკუმბრია კი ვჭამე..

"სკუმბრია გურულად" :!: :!: :!:
Image

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Trouter » 16 აგვ 2007, 18:29

Makena
გაიხარონ მაგ სოფლელებმა! ნეტავ იმრავლებდეს ეგეთი ხალხი! რა ქვია ერთი მაგ სოფელს?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by guruli » 16 აგვ 2007, 18:35

Trouter
გაიხარონ მაგ სოფლელებმა! ნეტავ იმრავლებდეს ეგეთი ხალხი! რა ქვია ერთი მაგ სოფელს?
რა მაგის პასუხია და თუშეთში თავად სოფელი იცავს თავის ბუნებას - არც დენით ათევზავებენ ვინმეს (ნუ, ხელისუფლებიდას ვაი-წარმომადგენელი თუ არაა) და არც იშვიათ ნადირს კლავენ. მაგალითად, ქუმელაურთელებმა, ჩვენს ტყეებში 1-2 ირემი კი დადის, მაგრამ აქაური მონადირეები მკაცრად არიან გაფრთხილებულნი, ზედ რომ შეეფეთონ, მაინც არ ესვრიანო.
Last edited by guruli on 16 აგვ 2007, 18:49, edited 1 time in total.

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Trouter » 16 აგვ 2007, 18:46

guruli
ეტყობა მათ შეისისხლხორცეს, რომ თავად ბუნების შვილები არიან და გარდა მაგისა სწორედ მაგ ბუნებისგან სულდგმულობენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმ ტოტს არ ჭრიან, რომელზეც თავად ზიან.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Naia » 24 აგვ 2007, 12:48

guruli
გურიაში ლაშქრობა ისევ ძალაშია? როდის გეგმავთ?

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Makena » 24 აგვ 2007, 20:12

Trouter wrote:Makena
გაიხარონ მაგ სოფლელებმა! ნეტავ იმრავლებდეს ეგეთი ხალხი! რა ქვია ერთი მაგ სოფელს?
Trouter
სოფლები სადაც საკუთარ სიმდიდრეს თვითონ იცავს მოსახლეობა მრავლადაა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში, გურიაში კონკრეტულად სოფელ ,,მაკვანეთში" მითხრეს რომ უცხოს და თანაც დენით არ აძლევენ უფლებას რომ ითევზაოს, ანკესით თევზაობას კი არავის ვუშლითო.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Naia » 21 ივლ 2009, 01:21

ეს რა თემა აღმოვაჩინე!

დაახლოებით ეს მარშრუტი გავიარეთ ივლისის დასაწყისში გოგამ და მე. ოღონდ პირიქით :) ანუ ზემო აჭარიდან გურიაში გადავედით. იქაურობის ნოსტალგია მაქვს...

Moqandake
მაწანწალა
Posts: 310
Joined: 23 ივნ 2009, 00:15
Location: საქARTველო
Contact:
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by Moqandake » 21 ივლ 2009, 01:34

გურიაში მეც სიამოვნებით წამოვიდოდი, როდის გეგმავთ?
გურული მოქანდაკე

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბახმარო, გურია აჭარის მთიანეთი ანუ გასეირნება ღრუბლებში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2009, 02:47

Naia
რა დიდებული თემა ამოგიწევია.
არადა, ახლაღა გავეცანი.
ZVIOSULI wrote: ზღვა და ისო კიდევ ფოთის მაიკი ჩანსო მზიჩასვლის გორიდანო
ფოთის შუქარასი რა გითხრა, მაგრამ ზღვა კი მართლაც ძნ კგდ ჩანს მაგ ადგილებიდან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]