ციხიაგორა, კავთისხევი.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by qvevri » 06 აგვ 2007, 19:53

კვირას გახლდით კავთისხევში. გაგონილი მქონდა რომ აქ სადღაც იყო ციხიაგორა რომელის ჩვენსწელთაღრიცხვამდე ღმერთმა იცის რომელი საუკუნისაა, მე აქაურობაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს მაგრამ ერთი კი ცხადია, უაღრესად საინტერესო რამ არის. თავად ციხეაგორა სავარაუდოო წარმოადგენს ყორღანს(თუმცა დარწმუნებული არა ვარ), რომელზეც აშენებულია ეს შენობათა კომპლექსი. აქვე უნდა ყოფილიყო აგურის გამოსაწვავი საკმაოდ დიდი ქურა. (ქურის ნაშთები ვნახეთ.) ვნახეთ ასევე სავარაუდოდ ამ ადგილზე გამომწვარი კრამიტის აგურისა და ქვევრების ნატეხები, ამ ადგილებში თიხა ნამდვილათ არ ჭირს. ამ აგდილის ნახვა ცოტა არ იყორ რთულია. კავთის ხევიდან კასპის მიმართულებით რომ წახვალთ სადღაც 4-5 კილომეტრშია. შორიდან არ ჩანს ასე რომ მცოდნეს უნდა დაეკითხოთ გზა. ამჟანად მარტო ნანგრევებია დარჩენილი ნაგრამ ვისაც ფანტაზიის უნარი აქვს მიხვდება ამ ადგილის მნიშვნელობასა და შინაარსს. ამის გარდა იქვე კავთისხევში სასაფლაოსთან მდებარეობს საკმაოდ საინტერესო ეკლესია(ორი ერთად) ერთ ერთში შემორჩენილია ფრესკის ნაშთიც...
Imageსასაფლაოსთან მდებარე ეკლესიები.
Last edited by qvevri on 10 სექ 2008, 21:22, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by qvevri » 06 აგვ 2007, 19:54

ფრესკის ნაშთები..........
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by qvevri » 06 აგვ 2007, 20:01

ეხლა კი თავად ციხეაგორა....
Image
ციხეაგორასთან ნანახი კრამიტის ნატეხები. ეს კრამიტები დაფარულია ერთგვარი საღებავით რომელსაც ეწოდება წერნაქი. იგი მოწითალო ფერისაა და მზადდება თიხისაგან. ამ საღებავით შეღებავენ ჯერ კიდევ გამოუწვავა თიხას და იგი ინახება საუკუნეები. (ცნობისათვის მე გარდა ღვინისა კერამიკაც მეხერხება)
Last edited by qvevri on 06 აგვ 2007, 20:10, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by qvevri » 06 აგვ 2007, 20:02

Image
ციხეაგორას ნანგრევები



qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by qvevri » 06 აგვ 2007, 20:06

კავთისხევისშესასვლელში არის ერთი ძალიან ცივი და გემრიელი წყარო, ამ წყაროსთანვე 20-30 მეტრში დგას ერთი ძალიან ძველი და ძალიან ლამაზი სახლი. ხომ მართლაც ლამაზია?
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by qvevri » 06 აგვ 2007, 20:08

ეს კი თქვენი მონამორჩილი. საღამოს რა თქმა უნდა ის დღე ლოგიკურად დავასრულეთ........
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ციხიაგორა, კავთისხევი.

Post by Kakha » 15 აგვ 2007, 13:41

qvevri
ციხიაგორა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია და თანაც საკმაოდ კარგად შემორჩენილი (არქეოლოგიური თვალსაზრისით). ძეგლი მრავალფენიანია, მაგრამ ის რაც ყველაზე მინიშვნელოვანია და დღესაც შემორცა არის ელისნისტური ხანის, ალბათ ძვ. წ. III საუკუნის ტაძარი (თუ სასახელე სხვა ვერსიით). ტაძარს კარავს სამეურნეო ნაგებობები - ბელღლები, წისქვილი, და რაც ყველაზე ძალიან დაგაინტერესებს მარანი. ახლა ეს ყველაფერი ცუდად იკითხება. მარანი კი მართალაც გამოჩეულია - დღევანდელი ეთნოგრაიული აღწერები რომ აიღო ლამის ერთი-ერთზე შეესაბამება ამ ამარანს. ორი საკურთხეველი იყო გამართული მაგ მარანში. ერთზე დამწვარი ციკნის ძვლები იპოვნეს (კახეთში თუ ტრადიციულად ატარებენ რთველს ხომ გახსვოს რას კლავენ - ციკანს!).

თავად ქვევრებში ვაზის ლერწი იპოვენს. როგორც მახსვოს საფერავი უნდა ყოფილიყო (საფერავი ქართლშიაცაა).

მაგის გარდა ციხია გორაზე უამრავი სხვა რამ იქნა აღმოჩენილი საინტერესო - მაგალითად კედლები და ჭერი ტაძარში თიხით იყო შელესი და მერე სველ ჯერ კიდევ შეუმშრალ თიხაზე ათობით და ასობით ბეჭედი დაუსვიათ. უამრავი ბათქაშის ნაგლეჯი აღმოჩნდა სხვადასხვა ბეჭდის ანაბეჭდით.

გარდა ამისა მანდვეა აღმოჩენილი სრალიად გამოჩეული და არქიტექტურის ისტორიკოსებისათვის კარგად ცნობილი სვეტისთავი, რომელიც აქემენიდური ირანის სვეტისთავებს წააგავს ძლიერ - უბრალოდ მათზე გაცილებით პატარა ზომისაა. ესაა ხარის ბიუსტების (პროტომა) შეწყვილებული გამოსახულება.

საერთოდ როგორც ჩანს ციხია გორა ცეცხლთაყანისცემლების ტაძარი ყოფილა. უამრავი ნიშანია ამისა და საზოგადოდ, ყველა ნიშნით, ქრისტიანობამდე, საქარველოში სახელმწიფო რელიგია ზოროასრტიზმი უნდა ყოფილიყო და ციხია გორა ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია ამგვარი ტაძრებისა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]