ტუ-რუ-რუ-რუ... ტურურურურურურუ..... (ეს კვლავ პრომოს მუსიკაა)
ვაგრძელებთ გამოშვებას.. ეთერშია აბალდუი-ნიუსის სპეციალური გამოშვება "კარავი-ნიუსი ბორჯომ-კახისი"
ახალ ამბებს აბალდუი გაგაცნობთ:
"დედილო ჭუნა კარავში მარტო აღარაა.. მას კარაველებმა მამილო აღმოუჩინეს.. საპატიო ტიტული კარვის მზეების (მანდილოსნების) გადაწყვეტილებით აბალდუი-ლაქლაქას შეხვდა. "გადაწყვეტილების ავტორებმა ცხადია ზედმეტი პოზიტიური შეფასებები გააკეთეს ჩემს მიმართ.. ამბავი ფრიად სასიხარულოა და ეს მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს.. რაც მთავარია, დედილო ჭუნა მარტო არ არის", - განაცხადა აბალდუიმ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ჩვენს კორესპონდენტს მისცა. "ალბათ სასურველი იქნებოდა ამ საკითხზე თავად მათ გააკეთონ კომენტარი, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო", - დააზუსტა მანვე.
აბალდუი დიდ მადლობას უხდის კარაველებს განსაკუთრებული სიყვარულისა და ნდობისათვის..
=====================
" ჭობისხევში 5 აგვისტოს საღამოს ვიღაც მამაკაცი ჩადრით დადიოდა... " - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ჭობისხევი-ტვ.. როგორც მკვლევარები აზუსტებენ, აღნიშნული პიროვნება, დელეგაციის წევრი, სავარაუდოდ, ზვიორგატორი უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი სახეს მზეს უმალავდა.. თუმცა, ზვიორგატორი აღნიშნულს უარყოფს.. მისი განცხადებით, იგი დადიოდა არა ჩადრით, არამედ სპეციალური ანტიმზისებური აღჭურვილობით..
მიმდინარეობს ძიება...
=============
რეკლამის შემდეგ "დებიუტი რთული, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა", -- ინტერვიუ დებიუტანტ კარაველებთან..
არ გადართოთ..
==============================================
+ .. ისა.. ტორო.. ყოჩაღ.. მშვენიერი მონტაჟია..
