ტუ-რუ-რუ-რუ... ტურურურურურურუ..... (ეს პრომოს მუსიკაა)
მოგესალმებით.. ეთერშია აბალდუი-ნიუსის სპეციალური გამოშვება "კარავი-ნიუსი ბორჯომ-კახისი"
ახალ ამბებს აბალდუი გაგაცნობთ:
==============================
"საქართველოს პროფესიონალ მეთევზეთა კარვული ასოციაციის ცნობით, ა.წ. 04-05 აგვისტოს კახისში სპეციალური ჯგუფი იქნა გაგზავნილი ტოროს ხელმძღვანელობით. ჯგუფი მონაწილეობას იღებდა "ბორჯომის ხეობა-კახისის ტბა. 2007 წლის 4-5 აგვისტო" - პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში.
თევზჭერის ულტრაპროფესიონალი სპეციალისტები ტორო კუსმჭერი და მისი ასისტენტი ტორო+ პლიუსი საგანგებო დავალების შესასრულებლად ათრევდნენ და კარაველებს ათრევინებდნენ ვირტუალურად დიდი წონის სპეცაღჭურვილობას, თუმცა.. როგორც დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მისტერ აბალდუი აცხადებს, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო გიგანტური თევზის დაჭერა ვერ მოხერხდა..
ბატონი აბალდუის არაერთგზის მოწოდების მოიხედავად, გიგანტური თევზის დაჭერა ვერ მოხერხდა.. აბალდუი მთელ პასუხისმგებლობას გიგანტურ თევზს აკისრებს. "მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა, გიგანტური თევზი ჩვენთან არც მოსულა მოლაპარაკების მაგიდასთან,"- განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე აბალდუიმ. საპასუხოდ გიგანტურმა თევზმა სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც განაცხადა, რომ აბალდუის ბრალდებები უსაფუძვლოა, "მე ვიზიტით ვიმყოფებოდი სხვა ტბაზე, სადაც ახალი სამსახური შემომთავაზეს და მობრძანდნენ იქ, გენაცვალე..." -განაცხადა გიგანტურმა თევზმა და აბალდუის მოუწოდა, უსაფუძვლო განცადებებისაგან თავი შეიკავოს.
გაწბილებული მეთევზეები იმ ადგილს ეზებენ, სადაც გიგანტური თევზი ვიზიტით იმყოფება.. მიმდინარეობს ძიება.. გიგანტურ თევზს ცრუ ინფორმაციაში ადანასაულებს დელეგაციის წევრი ტორო და აცხადებსმ რომ გიგანტური თევზის დაკავების შემთხვევაში მას აუცილებლად უმაღლესი სასჯელი, მოხარშვა ან შეწვა ელის..
ჩვენ თვალს მივადევნებთ მოვლენების მსვლელობას.. ერთმანეთს კი რეკლამის შემდეგ შევხვდებით.. არ გადართოთ.. რეკლამა გაივლის მალე...
