მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Toma » 11 ივლ 2007, 15:01

Makena
ეეე გილოცავ მაწანწალობას. Image
ეგ რამკა იმდენად გინდოდა რომ ბოლოს პოსტებს იმეორებდი? :D

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Makena » 11 ივლ 2007, 15:07

რა ქნა ეს, 5 ჯერ გაიმეორა ერთიდაიგივე სურათი :shock: :shock: :shock: დზალიან მაგრად ურევს.... :roll:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Kakha » 11 ივლ 2007, 15:22

Makena
იმას რასაც "სავარაუდოდ კიბეებს" უძახი კიბეები არაა, თუ მცა ძალზე ჰგავს. ესაა სათავდაცვო კედლების სუბსრუქცია. კდელები თავად ალიზის, ანუ გამოუწვარი აგურის, იყო. ასთ კედლებს მიწაზე პირდაპირ ვერ დადგავ - სინესტე მოსპობს, რადგან თახა გამოუწვარია, ამიტომ აკეთებდნენ აქივს სუბსრუქცია/ცოკოლებს და მერე ზედ დგავდნენ ალიზის კედლებს. როცა ცოკოლი ფერდზე კეთდებოდა მაშინ მას კიბის ფორმა ჰქონდა ხოლმე. დროთა ვითარებაში ალიზი იშლებოდა, ირეცხებოდა და საბოლოოდ მისაგან არაფერი რცჩებოდა, აი ქვის ცოკოლები ადგილზე დრჩებოდა. სწორედ ასეთი რამ ნახეთ თქვენც.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Toma » 11 ივლ 2007, 15:24

Makena wrote:რა ქნა ეს, 5 ჯერ გაიმეორა ერთიდაიგივე სურათი :shock: :shock: :shock: დზალიან მაგრად ურევს.... :roll:
არ ინერვიულო Image მაგის წყალობით შენც ჩემნაირი მაწანწალა გახდი Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Makena » 11 ივლ 2007, 20:39

Kakha wrote:Makena
იმას რასაც "სავარაუდოდ კიბეებს" უძახი კიბეები არაა, თუ მცა ძალზე ჰგავს. ესაა სათავდაცვო კედლების სუბსრუქცია. კდელები თავად ალიზის, ანუ გამოუწვარი აგურის, იყო. ასთ კედლებს მიწაზე პირდაპირ ვერ დადგავ - სინესტე მოსპობს, რადგან თახა გამოუწვარია, ამიტომ აკეთებდნენ აქივს სუბსრუქცია/ცოკოლებს და მერე ზედ დგავდნენ ალიზის კედლებს. როცა ცოკოლი ფერდზე კეთდებოდა მაშინ მას კიბის ფორმა ჰქონდა ხოლმე. დროთა ვითარებაში ალიზი იშლებოდა, ირეცხებოდა და საბოლოოდ მისაგან არაფერი რცჩებოდა, აი ქვის ცოკოლები ადგილზე დრჩებოდა. სწორედ ასეთი რამ ნახეთ თქვენც.
Kakha
შეკითხვა გამიჩნდა, რამდენი მეტრის სიმაღლის იყო გამოუწვავი ალიზის კედლები? ეს კედლები რომ ქვის ყოფილიყო დღესაც შემოგვრჩებოდა ალბათ...ეს კონსტრუქცია როგორც ჩანს მართლას მაგრად იყო შეკრული, ქვებს დღესაც ემჩნევა ერთმანეთზე გადაბმის კვალი, როგორც ჩანს სპილენძით იყვნენ გადაბმულები.
აქვე მინდა გკითხო ქვახვრელის შესახებ, ამასწინად ვიყავით წასული, ამჯამად ქვახვრელში მიტოვებული სომხური ეკლესიაა, ხომ არ იცი საიდან მოვიდნენ აქ სომხები და საერთოდ ეს ძეგლი ქართულია თუ არა?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Kakha » 12 ივლ 2007, 09:40

Makena
ალიზის კედლები დაახლოებით ხუთ-ექვს მეტრამდე ადიოდა ხოლმე. ალიზი ძალზე კარგი მასალაა თავდაცვის კედლებისათვის იმიტომ რომ რბილია. ახლა რაშია საქმე, როცა ალიზის კედელი ზიანდება რალურად ზიანდები მხოლოდ მისი ძალზე პატარა ნაწილი ანუ კედელი სხვა ნაწილებს არ გადაიყოლებს ხოლმე. მაშინ როცა ქვის კედელი თუ დაინგრა ხვრელი დიდ მონაკვეთზე რჩება. სხვათა შორის ამიტომაცაა ხოლმე რომ მაგალითად კოშები და კედლები კოშკებს შორის, რომლებსაც კურტინას ეძახიან არაა კონსტრუქტიულად გადაბმული, არამედ ერთმანეთზე მიდებულია. ამითი იმას აღწევენ რომ თუ ერთი ნაწილი დაინგრა მეორე მყარად დგას. ყველაზე მეტად ალიზის კედლებს სინესტის, წვიმის ეშინიად, რადგან ალიზი გამოუწვარი თიხაა წვიმა ადვილად რეცხავს. ჰოდა ალიზია კედლები ბოლოვდებოდა გელერეის მსგავსი კონსტრუქციით რომლებიც წარმოადგენდა საბრძოლო ბილიკებს და გადახურული იყო კრამიტით, რაც იცავდა წვიმისგან. მერე სახურავი რომ ირღვეოდა დროთა განმავლობაში კედლებიც სწრაფი ტემპით ირეცხებოდა. თუმცა ზოგიერთ ადგილას ჯერ კიდევ შემორჩენილია, უფრო სწორედ გათხრილია ალიზის კედლების ნარჩენები. ოდესმე შემიძლია წაგიყვანო და გაჩვენო.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Mrs. Robinson » 15 ივლ 2007, 10:37

qvevri
გამარჯვება შენ!
ერისთავების სასახლის მარანი თუ გინახავს? ახალგორამდეა, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს. მარნის უნახავს გაგხდის.... ქართველი კაცის ღვინისადმი უსაზღვრო სიყვარულის ხორცშესხმული გამოსახულება.... :D
სასახლე ხო წაქცევაზე, ჰა და ჰა :cry: , მაგრამ მარანიიიი..... იმისთანა ნაშენია, საუკუნეებს გაუძლებს :roll: .

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by qvevri » 17 ივლ 2007, 14:26

არ მინახავს, როგორ მოვხვდე მანდ იქნებ მასწავლო? თან სურათიც თუ გაქვს მთლად უკეთესი. :roll:
Mrs. Robinson wrote:qvevri
გამარჯვება შენ!
ერისთავების სასახლის მარანი თუ გინახავს? ახალგორამდეა, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს. მარნის უნახავს გაგხდის.... ქართველი კაცის ღვინისადმი უსაზღვრო სიყვარულის ხორცშესხმული გამოსახულება.... :D
სასახლე ხო წაქცევაზე, ჰა და ჰა :cry: , მაგრამ მარანიიიი..... იმისთანა ნაშენია, საუკუნეებს გაუძლებს :roll: .

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Mrs. Robinson » 17 ივლ 2007, 15:00

qvevri
ფირზე სადღაც კი უნდა მქონდეს სასახლის ფოტო, აი ახლა პარალელურად ინდექსებს ვათვალიერებ და ვერ ვიპოვე, მოკლედ მოძებნა უნდა.......

როგორც ვთქვი ახალგორისკენაა, ახალგორამდე. არცთუ შორს თბილისიდან.(დავაზუსტებ აუცილებლად) მანდ ახლა გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმია. უდაოდ საინტერესოა.

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by გვალდა » 18 ივლ 2007, 16:49

შაბათ-კვირას ვიყავით მაქეთ. სასწავლო ტურზე. ბავშვებმა კუები აიკიდეს, გულზე, ჩანთაში... ხელმძღვანელი გაჰიოდა რა გეკუებათ, მოეშვით ამ კუებსო :D
სვანეთოლოგი

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მცხეთის ბაგინეთის ძველი მარანი, აბანოები და სხვა.....

Post by Mrs. Robinson » 23 ივლ 2007, 16:23

ქვევრ!
დაზუსტებული:
ზემოთხსენებული დიდებული მარანი მდებარეობს სოფელ ოძისში, ახალგორის გზაზე. (თუმცა ოძისი დუშეთის რაიონს ეკუთვნის).
ერისთავების სასახლე სოფლის განაპირასაა, აგებულია მეცხრამეტე საუკუნეში, ცეცხლზე ცოტა ნავთს მოვასხავ თქვენის ნებართვით- სარდაფში ერთი კი არა, ორი თუ სამი მარანია, უამრავი ქვევრებით და საწნახელებით, რავიცი მაშინ ჩვენზე ნამეტანი შთაბეჭდილება მოახდინა, სასახლე კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო......

მარნის სანახავად ალბათ ნაკლებად, გიორგი ერისთავის ხათრით თეატრალურის სტუდენტები სტუმრობენ ხოლმე, ზემოთ პატარა სცენაა......

ფოტო ვერ აღმოვაჩინე, იმ დღეს ბევრი საინტერესო რამ მოხდა და ეტყობა ფირს ვჟოშკავდი. :oops: :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]